თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2019, 11:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2605,
კომენტარები: 14
ოლე გუნარმა იანგისა და ბაიის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
რა ბედი ელით ეშლი იანგს და ერიკ ბაიის.
ოლე გუნარმა იანგისა და ბაიის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწრთვნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა უკვე მრავალჯერ განაცხადა, რომ დაცვის ხაზის გაძლიერება მისი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი იქნება. ამასთანავე, ნორვეგიელმა აღიარა, რომ კლუბს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს.

როგორც პრესა იუწყება, ოლე გუნარმა ორი მცველის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ნორვეგიელის გადაწყვეტილებით, ერიკ ბაიი შანსს მიიღებს და კიდევ ერთი სეზონი მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად.

რაც შეეხება ეშლი იანგს, ოლე გუნარი უკვე ეძებს მის ჩამნაცვლებელს და, დიდი ალბათობით, ვეტერანი კლუბს დატოვებს.

ოლე გუნარი იმედოვნებს, რომ ერიკ ბაიი ავსტრალიაში გამგზავრების წინ მზად იქნება, ხოლო ეშლი იანგის ნაცვლად ამ პოზიციაზე დროებით დიოგო დალოს დააყენებს. ივლისის ბოლოსკენ კი ოლე გუნარს მისი შემცვლელი შეძენილი ეყოლება.

დაცვის ხაზის ერთ-ერთ პოტენციურ გამძლიერებლად აარონ ვან-ბისაკა მოიაზრება. "იუნაიტედის" ინტერესის სფეროში ექცეოდა კალიდო კულიბალიც, თუმცა "ნაპოლიმ" მის გაყიდვაზე მტკიცე უარი განაცხადა.


წყარო: M.E.N.
ჭორები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
31 მაი 2019 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ერიკიც გასაშვებიააა
0
№12
ავტორი: fergitime
31 მაი 2019 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ბაიიი უნდა დარჩეს
0
№13
ავტორი: shotkin
31 მაი 2019 01:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბაი კარგია მარა აზრი არააქ მაგის აქ ყოფნას 1-2 თამაშს ითამაშებს და მერე 2 -3 თვით ალეწილია ანუ სულ უბრალოდ ტყუილად უნდა გვქონდეს ილუზიები მერე როდის გამომჯობინდება და დადგება ძირითადში სტაბილურად და წავა მერე ორჭოფობა იქნებ აი ტრანვებმა აღარ შაუშალონ ხელი და კაი მცველიაო, მარა ესეა წლები უკვე რაც აქაა ბაი აი რამით დაგვეტყო? არა ხოდა იდეაში ეგეც გასაშვებია არა იმიტორო ცუდი ფეხბურთელია უბრალოდ იმიტორო უაზროდ გვყავს მარა სანამ ამას გაუსვებენ იმდენი იმსახურებს წასვლას რო რავი მე ბაის ამ ეტაპზე მარტო იმ შემთხვევაში გავყიდდი თუ ფეარ ფლეის წესებით ფული დამაკლდებოდა ვინმეს ყიდვაზე და აუცილებელი იქნებოდა კაცის გაშვება და ბაიში ნორმალურ ფასს აიღებენ და რამე ლოგიკურ ტრანსფერს მოახმარონ ჯობია
0
№14
ავტორი: GIOMU
4 ივნისი 2019 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, ბოლო პერიოდში ალბათ უიშვიათესიც. უეჭველი იანგი უნდა წავიდეს ბაიიი დარჩეს ერთი სეზონი და ნახავენ უკვე მერე რა და როგორ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top