თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2013, 17:23
ავტორი: Esi,
ნანახია: 2545,
კომენტარები: 34
55 მილიონი რონალდოს დასაბრუნებლად
პორტუგალიელი ვარსკვლავი თავის ყოფილ კლუბში ბრუნდება?!
55 მილიონი რონალდოს დასაბრუნებლად
სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა გუშინ ინგლისურმა ტაბლოიდმა Daily star-მა,რომლის თანახმადაც შესაძლოა ამ ზაფხულს პორტუგალიელი ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო თავის ყოფილ კლუბ მანჩესტერ იუნაიტედს დაუბრუნდეს.პრესა ასევე იუწყება იმას,რომ მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით.ინგლისური კლუბი მზადაა რონალდო 55 მილიონ ფუნტად დაიბრუნოს.იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს აღევლებს რონალდოს მომავალი,თუ რას გადაწყვეტს ის მომავალში და მზადაა,რომ პორტუგალიელი დააბრუნოს იმ კლუბში,საიდანაც მან დაიწყო ვარსკვლავად "გამოძერწვა".აქვე იმასაც შეგახსენებთ,რომ მადრიდის რეალმა 2009 წელს რონალდოში კოლოსალური თანხა 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ამ ფაქტორს ისიც უწყობს ხელს,რომ რეალის პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მაურინიო კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პ.ს.ჯ-ს მესვეურვებმა დაიწყეს იმაზე ზრუნვა,რომ მაურინიო თავის კლუბში იხილონ,მაგრამ აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ შესაძლოა რონალდო თავის თანამემამულეს კვალს გაჰყვეს და მანაც თავი პ.ს.ჯ-ში ამოყოს.ასევე იუნაიტედი მზადაა რონალდოს ხელფასი კვირაში 220 000 ფუნტი იყოს,რასაც კრიზისში მყოფი რეალი ვერ მოახერხებს და ძალიან გაუჭირდებათ ამ ფულის გადახდა რონალდოსთვის.მანჩესტერ იუნაიტედის ახალმა სპონსორმა "შევროლეტმა" ამ ტრანსფერთან დაკავშირებით განაცხადა,რომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან ოლდ ტრაფორდზე დააბრუნონ რონალდო.ისინი მზად არიან ყველანაირად დაეხმარონ კლუბს ამ ისტორიული ტრანსფერის განხორციელებაში.


წყარო:Daily Star
ახალი ამბები
34 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
22 თებერვალი 2013 17:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მაგრად მინდა ამის დაბრუნება რა :( სანამ დროა დაბრუნდი რონალდო და ერთად მოვიგოთ ლიგები manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Esi
22 თებერვალი 2013 17:25
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რიავიცი რიავიცი... 55 მილიონად თუ დააბრუნებენ,მაშინ გვაწყობს :) მოგებაში ჩვენ დავრჩებით,მაგრამ რეალმა რაც ამის მაისურების გაყიდვით ფული იშოვაა lol
0
№3
ავტორი: UTD-Rule
22 თებერვალი 2013 17:26
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედი მაქვს მაინც რო დაბრუნდება feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
22 თებერვალი 2013 17:26
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
აეეეეე ეს რეები მესმის. ნეტა მართალი იყოს რა
0
№5
ავტორი: Davit van Persie
22 თებერვალი 2013 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ჭორი იქნება ადრინდელივით
0
№6
ავტორი: -- Mancunian --
22 თებერვალი 2013 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
არამგონია ჭორი იყოს
0
№7
ავტორი: Mike
22 თებერვალი 2013 17:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ნანი გაყიდონ დაამატონ 35 მილიონი და ეგაა რა love
0
№8
ავტორი: pusa12
22 თებერვალი 2013 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ნეტა მართლა fuckthatbitch
0
№9
ავტორი: RVP (20)
22 თებერვალი 2013 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
იმედი მაქვს დაგვიბრუნდება ჩვენი რონიი love ძალიან მინდა მისი ნახვა მანჩეში ისევ love
0
№10
ავტორი: buka oboladze
22 თებერვალი 2013 17:52
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რათქმაუნდა მინდა რომ დაბრუნდეს, მაგრამ იმის მეშინია რომ ამ ჰარმონიას, მოტივაციას და შეთამაშებულობას რაც ახლა დღევანდელ გუნდში სუფევს დაარღვევს derpneutral
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top