პრესისი მიერ გავრცელებული ბოლოდროინდელი ინფორმაციების თანახმად, "აიაქსის" ახალგაზრდა ნიჭიერი ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი, "ნისლიან ალბიონს" უახლოვდებოდა, მისი შეძენით ოლე გუნარ სოლსკიაერის "იუნაიტედი" ინტერესდებოდა.
უახლესი ცნობებით რომელიც დღეს გავრცელდა, "გლეიზერების" კლუბი ჰოლანდიელის შეძენას აღარ აპირებს. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
"იუნაიტედის" მენეჯმენტმა გააცნობიერა ის ფაქტი, რომ თავად ფეხბურთელს კარიერული განვითარებისთვის ესპანეთში გადაბარგების მეტი სურვილი აქვს, აქედან გამომდინარე "მანჩესტერი" დე ლიხტის სურვილებს ხელს არ შეუშლის.
"ოლდ ტრაფორდზე" ასევე ფიქრობენ, რომ 19 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლები "იუნაიტედს" საკუთარი ინტერესების საწარმოებლად იყენებენ.