თბილისი:
მანჩესტერი:
26-05-2019, 18:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1887,
კომენტარები: 13
"იუნაიტედმა" დე ლიხტისთვის ბრძოლა შეწყვიტა
"წითელი ეშმაკები" არჩევანს სხვა ცენტრალურ მცველზე გააკეთებენ.
პრესისი მიერ გავრცელებული ბოლოდროინდელი ინფორმაციების თანახმად, "აიაქსის" ახალგაზრდა ნიჭიერი ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი, "ნისლიან ალბიონს" უახლოვდებოდა, მისი შეძენით ოლე გუნარ სოლსკიაერის "იუნაიტედი" ინტერესდებოდა.

უახლესი ცნობებით რომელიც დღეს გავრცელდა, "გლეიზერების" კლუბი ჰოლანდიელის შეძენას აღარ აპირებს. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

"იუნაიტედის" მენეჯმენტმა გააცნობიერა ის ფაქტი, რომ თავად ფეხბურთელს კარიერული განვითარებისთვის ესპანეთში გადაბარგების მეტი სურვილი აქვს, აქედან გამომდინარე "მანჩესტერი" დე ლიხტის სურვილებს ხელს არ შეუშლის.

"ოლდ ტრაფორდზე" ასევე ფიქრობენ, რომ 19 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლები "იუნაიტედს" საკუთარი ინტერესების საწარმოებლად იყენებენ.
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: bero123
26 მაი 2019 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
Marca კიდე ეხლა დაწერა დელიხტმა მანჩესტერი აირჩიაო კაროჩე ვერ გაიგებ ვერაფერს რა
0
№12
ავტორი: JuanMata
27 მაი 2019 09:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: bero123
Marca კიდე ეხლა დაწერა დელიხტმა მანჩესტერი აირჩიაო კაროჩე ვერ გაიგებ ვერაფერს რა


ესპანელები წერენ, რომ მანჩესტერში მიდის, ინგლისელები წერენ - ბარსელონაში.

თვითონ დე ლიხტმაც გაუგებრად თქვა, "პრემიერლიგა დიდი ჩემპიონატია, ასევე ესპანეთიც, მაგრამ ჯერ არ ვიცი ჩემი მომავალი როგორი იქნება".
0
№13
ავტორი: PaLoMo
27 მაი 2019 10:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
marca წერს,რომ ბარსას დელიხტმავუარი უთხრაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top