თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2019, 14:44
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნატედის" წინასასეზონო ტურნე
"იუნაიტედი" თამაშებს ნორვეგიაში გამართავს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ქალთა და კაცთა შემადგენლობა წინასასეზონო ტურნეს ნორვეგიულ მხარეებთან დაპირისპირებით დაიწყებს.

ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები პირველ მატჩს "კრისტიანსანდის" წინააღმდეგ, ოსლოში 30 ივლისს გამართავენ.

31 ივლისს კი "იუნაიტედის" ქალთა შემადგენლობა "ვალერენგას" დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩიც ნორვეგიის დედაქალაქში ჩატარდება.

"ეს ორი მეგობრეული თამაში ჩვენი დიდებული წინასასეზონო ტურნეს ნაწილია. ნორვეგიაში შესანიშნავი გულშემატკივრები გვყავს, ისინი ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური გულშემატკივრები არიან ჩვენს მხარდამჭერებს შორის."

"ძალიან სასიამოვნოა ოლეს მშობლიური ქალაქის წინააღმდეგ თამაში და ზუსტად ვიცი, რომ შესანიშნავი მხარდაჭერა გველის წინ."

"ვფიქრობ, ეს მატჩები წაადგება ქეისის გოგოებსაც, რადგან შესანიშნავი ვარიანტია მოსამზადებლად,"
- განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.

"ძალიან მიხარია, რომ ამ ქალაქში და ამ გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ჩემთვის ეს დამატებითი მოტივაცია და ბონუსია."

"მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წინასასეზონო ტურნეს სამზადისისთვის. გვინდა, რომ ჩვენს თავს რაც შეიძლება ბევრი გამოწვევა დავუწესოთ და სეზონი მომზადებულებმა დავიწყოთ,"
- განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.

"ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ფანტასტიკურ ქალაქში ამ დიდებულ მატჩს. ვფიქრობ, რომ ჩემი გოგოებისთვის ეს კარგი გამოცდა იქნება და სეზონისთვის შესანიშნავად მოემზადებიან,"
- განაცხადა ქეისი სთოუნმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
24 მაი 2019 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
სა&ლევეთი, მე გუნდში საქმის გამკეთებელ ხალხს ჯერ ვერ ვხედავ სამწუხაროდ. მოსული და წასული ფეხბურთელების გვარები ყველაფერს გვეტყვის როგორ სეზონს ჩავატარებთ

ტრა...კის ქნევას მოეშვით და გაწმინდეთ გუნდი ნაგვისგან თქვე უბედურრრებო
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: ikeoni
24 მაი 2019 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ველოდები პირველ გაოფიციალურებულ ტრანსფერს თან სერიოზულს ისე კი არაა :)))
0
№3
ავტორი: Malboro463
24 მაი 2019 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ოჯახში დაპატიჟე ბარემ დედაშენის გაკეთებულ ბლინებზე უფრო უკეთ მოამზადებ გუნდს.
0
№4
ავტორი: datasta25
24 მაი 2019 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
პირველ ივლისს უნდა 5 მოთამაშე რო ყავდეს დამატებული და ჯერ დანიელის გარდა არავისთან ახლოს არ ვართ, მითუფრო რო უკვე ოფიციალურად შეიძლებოდა გაფორმება ტიპების, იმედია ივნისში ვუდვორდი რაღაცას გვიმზადებს და იმედია ფელიში და დიბალა დაიდება თავისი ტოპ მცველით love
0
№5
ავტორი: Phil Jones
24 მაი 2019 18:15
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოკლედ, რაც არ უნდა ვიძახოთ და ვთქვათ არაფერი ეშველება 1-2 წელი გუნდს, ბოლობოლო უნდა გაიგონ რომ ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო და არა ზედაპირული როგორიცაა მწვრთნელის შეცვლა და 1-2 კაცის დამატება (რაც ასევე აუცილებელია), გუნდი 99% შესაცვლელია, მართვითი სისტემა, სამწვრთნელო მიდგომები და რაც მთავარია ფეხბურთელები და მათი მიდგომა! ამ შემთხვევაში მე ოლე გუნარის პოზიცია მომწონს რომ ამბობს აკადემიას დავყრდნობიო, უბრალოდ ამას თავისი მინუსებიც აქვს და ძალიან ფრთხილადაა გასაკეთებელი.
0
№6
24 მაი 2019 18:29
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
შესანიშნავი ვარიანტი არისო მოსამზადებლად... ნუ, ხო მაგრად მოემზადებით, ისეთი ძლიერი მეტოქეა რომ.... აი, ურთულესი შეხვედრა გველის წინ, ურთულესი

მე მგონი მეზობლების სანახავად მიდის... სულ გააფრინა ამან :@@@@
0
№7
ავტორი: Lalana
25 მაი 2019 00:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ეტყობა კრისტიანსანდისთან ძველი წყენა აკავშირებს და მიოლდესთან ერთად თუ არა მანჩესტერთან ერთად მაინც მოვიფხან გულსო,აბა მაგათთან თამაშის სხვა აზრს ვერ ვხედავ.მაგათ ისევ ჯობს მანჩესტერის მეორე გუნდს ეთამაშონ.
ტრანსფრებს რაც შეეხება,იცოცხლე,ჭორები იწერება,მაგრამ ჯერ ოფიციალური სახე არ მიუღია,რას უცდიან აქამდე,ან სიტის რატომ უთმობენ კანსელოს,როდესაც ბისაკაში უფრო მეტს გვთხოვენ?იმედია სწრაფად იმოქმედებენ თორემ გადის დღეები და შენაძენი ჯერ არ გაგვიკეთებია.
0
№8
ავტორი: shotkin
25 მაი 2019 18:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დე ლიხტი ვიყიდეთ ბი ბი სის ჟურნალისტი როგორც ამბოობს შეთანხმება მიღწეულიაო მალე გააოფიციალურებენ ალბათ
0
№9
ავტორი: Malboro463
25 მაი 2019 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სკაიმაც დაწერა 12.3 მლნზე შეთანხმდენო და ვნახოთ. დემბელეზეც დაიწერა ლიონიდან. დეპაი კიდე ლივერპულში გადადის
0
№10
ავტორი: Chaqucha
25 მაი 2019 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ციტატა: Malboro463
სკაიმაც დაწერა 12.3 მლნზე შეთანხმდენო და ვნახოთ. დემბელეზეც დაიწერა ლიონიდან. დეპაი კიდე ლივერპულში გადადის

eg tu simaetlea dzmao chemze bednierei aravin iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top