თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2019, 21:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1269,
კომენტარები: 12
"დიბალა ზაფხულში "იუვენტუსს" დატოვებს"
"იუნაიტედი" დიბალას ტრანსფერს სულ უფრო და უფრო უახლოვდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურადაა ჩაბმული "იუვენტუსის" ფორვარდის პაულო დიბალას ტრანსფერში. ოლე გუნარ სოლსკიაერის ინტერესთა სიაში ფორვარდი ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.

25 წლის ვარსკვლავი, სავარაუდოდ, "იუვენტუსს" დატოვებს, რადგან მისმა აგენტმა განაცხადა, რომ არსებობს შანსი იმისა, რომ არგენტინელი იტალიაში აღარ ითამაშებდა და რომ მას კარიერაში ცვლილებები სჭირდება.

გარდა ამისა, მისმა აგენტმა იმაზეც ისაუბრა, რომ პაულო "იუვენტუსში" ბედნიერი არ არის და ის ერთადერთი არ იქნება, ვინც "ბებერ ქალბატონებს" მიმდინარე ზაფხულში დატოვებს.

"იუნაიტედს" კი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კარგი და გამოცდილი შეტევის ხაზი სჭირდება და ოლე გუნარ სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ დიბალა სწორი არჩევანი იქნება.

იტალური პრესის თანახმად, "იუნაიტედი" ერთი თვეა რაც ამ ტრანსფერზე მუშაობს.

წყარო: DailyMail
ტრანსფერები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
22 მაი 2019 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5092
თუ ყიდულობთ გაოფიციალურეთ დროზე
0
№2
ავტორი: ikeoni
22 მაი 2019 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7873
ხო შეიძლება ჩვენც ვიყიდოთ 2 წელია ეს სიხარული არ მქონია:))
0
№3
ავტორი: dybbuk
22 მაი 2019 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1269
აი ამაზე რომ ნიუსებს ვკითხულობ სულ ისეთი შეგრძნება მრჩება ვერონი რომ მოვიდა, როგორ მახსოვს ნტვ ფუტბოლზე 10 წუთიანი გადაცემა იჩითებოდა ტრანსფერებზე, ჩერდანცევს და მასლაჩენკოს მიყავდათ ხოლმე უმეტესად, ჰოდა მანდ გავიგე პირველად რომ ვერონი გააოფიციალურესო(მაშინ სად იყო ინტერნეტთან ესეთი წვდომა როგორც დღესაა:D), მაგრამ მერე სულ ჩაიკარგა, არადა მაგ დროს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო იყო და იმაზე მეტიც ვიდრე დღეს დიბალაა. რატომღაც მგონია რომ უაზრო თანხად იყიდიან ასევე უაზრო ხელფასს დაუნიშნავენ და 2 წელიწადში სახვეწარი გვექნება რომ ვინმემ იყიდოს, ნეტა ვცდებოდე მაგრამ ამის დიდი ფეხბურთელობა მე ვერ დავინახე და რაღა აქ გაშლის ფრთებს, ვინც დაფრინავდა და ვიყიდეთ ყველა ჩვენთან ჩაyლევდა და დიბალა რომ გვიშველის ძაან ეჭვი მეპარება.
0
№4
ავტორი: datasta25
22 მაი 2019 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 488
ეს და ფელიში თუვიყიდეთ ტრ აკში გაიკეთოს დორტმუნდმა თავისი სანჩო am wink
0
№5
ავტორი: tupaca
22 მაი 2019 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 543
ციტატა: dybbuk
აი ამაზე რომ ნიუსებს ვკითხულობ სულ ისეთი შეგრძნება მრჩება ვერონი რომ მოვიდა, როგორ მახსოვს ნტვ ფუტბოლზე 10 წუთიანი გადაცემა იჩითებოდა ტრანსფერებზე, ჩერდანცევს და მასლაჩენკოს მიყავდათ ხოლმე უმეტესად, ჰოდა მანდ გავიგე პირველად რომ ვერონი გააოფიციალურესო(მაშინ სად იყო ინტერნეტთან ესეთი წვდომა როგორც დღესაა:D), მაგრამ მერე სულ ჩაიკარგა, არადა მაგ დროს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო იყო და იმაზე მეტიც ვიდრე დღეს დიბალაა. რატომღაც მგონია რომ უაზრო თანხად იყიდიან ასევე უაზრო ხელფასს დაუნიშნავენ და 2 წელიწადში სახვეწარი გვექნება რომ ვინმემ იყიდოს, ნეტა ვცდებოდე მაგრამ ამის დიდი ფეხბურთელობა მე ვერ დავინახე და რაღა აქ გაშლის ფრთებს, ვინც დაფრინავდა და ვიყიდეთ ყველა ჩვენთან ჩაyლევდა და დიბალა რომ გვიშველის ძაან ეჭვი მეპარება.

ეჰ კაი დრო იყო ვერონი რო ვიყიდეთ... ზოგადად სამხრეთამერიკელები ვერ ამართლებენ მანჩესტერში მაგრამ იმედი მაქ რო დიბალა გამონაკლისი იქნება, ოღონდ თუ ვიყიდეთ ჯერ :))
0
№6
ავტორი: Malboro463
23 მაი 2019 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5092
ვერ ამართლევენო ვინ გვყავდა მაღალი დონის რომ ვერ გამართლეს? ტევეზი ცუდი არ ყოფილა რომ გაჩერებულიყო უფრო მეტსაც მიაღწევდა . ფორლანიც რუნის და სმიტის ტრანსფერს შეწირა იქამდე რონი მოვიდა
საა უნდა გაეშვათ და ფორლანისთვის მეტი დრო უნდა მიეცათ რუდის შეცვლიდა მერე საკაიფოდ. ჰაინცე კიდე მალდინი არც ესპანეთში გამხდარა და მოსვლამდე არც საფრანგეთში ყოფილა. ვალენსიას ტრანსფერი წარმატებული იყო, რაფაელმაც შეიძლება ითქვას გამართლა,ფაბიო,კლებერსონი,ანდერსონი,პერეირა,ვარელა ყველა დაბალი დონის იყო მარტო მანჩესტერში კიარა ვერსად ვერ გამართლეს ფრედიც შეუფერისია მანჩესტერისთვის . დი მარია კიდე ძალით მოყვანილი იყო ცუდი პერიოდიც შეხვდა თავიდან კარგად დაიწყო მერე ხასიათიდან გამომდინარე აერია . სანჩესი და როხო კიდე ჩვენ საეხბურთო სტილს ეწირებიან. ფალაკო კიდე არენდით იყო. მოიყვანონ ახალგაზრდა შემდგარი ფეხბურთელლბი ითამაშონ შემტევი ფეხბრთი და თუ არ გამართლებს მერე ნახეთ. დიბალას სტილის ფეხბურთელს საყრდენ მარჯვენა ნახევარმცველად კიარ უნდა ათამაშებდე.
0
№7
ავტორი: stepno
23 მაი 2019 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4312
ეს მოსაყვანია აღარ უნდა ბაზარი. თუ ცენზურააქვთ მოიყვანონ
0
№8
ავტორი: Malboro463
23 მაი 2019 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5092
ციტატა: dybbuk
შენ ჩემი ძმა ღადაობ თუ მართლა იძახი ეხა ამას?

და საღადაო რა წერია ? რატო ვერ გამართლეს მაგ ფეხბურთელებმა ის მიწერია და დიმას გარდა დიბალას დონე არცერთი არ იყო მაგ ყოფილი ფეხბურთელებიდან. ამათ გამო სამხრეთ ამერიკელებზე უარის თქმა და ზაჰას და ანჰოლტის დონის ფეხბურთელების მოყვანაზე ##ეობა სხვა რა უნდა იყოს

დმასთან ერთად სანჩესის კიდე
0
№9
ავტორი: dybbuk
23 მაი 2019 01:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1269
ციტატა: Malboro463
ციტატა: dybbuk
შენ ჩემი ძმა ღადაობ თუ მართლა იძახი ეხა ამას?

და საღადაო რა წერია ? რატო ვერ გამართლეს მაგ ფეხბურთელებმა ის მიწერია და დიმას გარდა დიბალას დონე არცერთი არ იყო მაგ ყოფილი ფეხბურთელებიდან. ამათ გამო სამხრეთ ამერიკელებზე უარის თქმა და ზაჰას და ანჰოლტის დონის ფეხბურთელების მოყვანაზე ##ეობა სხვა რა უნდა იყოს

დმასთან ერთად სანჩესის კიდე

რამდენი ვწერე და ყველაფერი წაიშალა, მე სამხრეთ ამერიკელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ძაან მომწონს მათი სტილი. უბრალოდ ფაქტია რაც ვერონს, დიმარიას, ფალკაოს, სანჩესს დაემართა. ვერონის დროს მანჩესტერი ბრდღვნიდა ყველაფერს, ლაციოდან დიდი ზარზეიმით იყიდეს, მაგრამ იმის ნახევარიც არ იყო რაც მანამდე. ფალკაომ ჩელსიშიც ითამაშა და იქაც იგივე შედეგი ქონდა რაც აქ და ვან გაალზე მისი დაყვინვის დაბრალება მემგონი არასწორია. დიმარია მეზიზღება, მაგრამ არავის არ შეუშლია მისთვის ხელი ფეხბურთი ეთამაშა, მითუმეტეს მაგ დროს გუნდი ტოტალურ ბურთის ფლობაზე აკეთებდა აქცენტს. სანჩესი წელიწადნახევარი აქაა და მაგ პერიოდში მანიუს ქონდა ასე თუ ისე გამონათებები, ყველამ რაღაცით გამოიჩინა ცალკეულ მონაკვეთებში თავი, ამან კიდე 2 პასი ვერ გააკეთა ამ ხნის განმავლობაში ზედიზედ, გოლებზე ხო საერთო აღარეფერს ვამბობ(რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა). ფორლანი სმიტთან რომ აგებდა კონკურენციას მაგიტომაც ვთვლი რომ ვერ გაამართლა, აბა მერე კი ვნახეთ რეებიც აკეთა ლალიგაში. დალშე იმ ნაყარ–ნუყარ ხალხზე გეთანხმები, ტევესის გამოკლებით, მემგონი ერთადერთი ფეხბურთელია ვინც თავისი პოტენციალი სრულად წარმოაჩინა და რომ არა ის უაზრო კონტრაქტი(ტიპი იყო ვიღაც როჟის საკუთრება, ეგეთი სტრანნი ამბავი იმის მერე არც გამიგია, ანუ მასზე უფლებებს ფლობდა და ფაქტიურად მონა იყო), მერე საერთოდ ღლეობა ქნა და სიტიში გადავიდა.
0
№10
ავტორი: Malboro463
23 მაი 2019 01:43

ვერონზე არ დავწერე არაფერი მაგის მოლოდინი მართლა არ გამართლდა მარა არის რაღაც მიზეზები. არც ისეთი ცუდო იყო ბევრს ჯობდა მანჩესტერში მარა მისი ხასიათის გამო ფერგის მოწონება ვერ დაისახურა პლიუს ტრამვა და რაც ყველაზე მთავარია ბრიტანელებს უფრო წყალობდა ფერგი
თორე ბატს ფორჩუნს და ფილს მაშინაც ჯობდა.
სკოულზი კინი და ბატი საკმარისად ჩათვალა დაგაუშვა ალექსმა
დიმარია კიდე ძალით იყო მოყვანილი და არც უნდოდა გაჩერება კიდე იმ 30 ჩატარებული მატჩიდან 3 პოზიციაზე მოუწია თამაში. ტრამვირებულ ფალკაოს როგორც შენ ამბობ ჩელსიშიც არაფერი გაუკეთებია და აქედან გამომდინარე მანჩესტერში კიარა ინგლისში ვერ გაუმართლებია. ფორლანი სმიტის კიარა რუდის და კონკურენტი იყო . არ დაფასდა სათანადოდ ჩემი აზრით ეგ კაცი მანჩესტერში სმიტს და ლუი საასაც ბევრად აჯობებდა ნუ ისედაც აჯობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

18 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი
კოლჩესტერი
ინგლისის ლიგის თასი
21 დეკემბერი 2019, 18:00
უოტფორდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
26 დეკემბერი 2019, 21:30
იუნაიტედი
ნიუკასლი
პრემიერ ლიგა
კოლჩესტერი18 დეკემბერი
უოტფორდი21 დეკემბერი
ნიუკასლი26 დეკემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

15 დეკემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი1
ევერტონი1
პრემიერ ლიგა
12 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი4
ალკმაარი0
ევროპა ლიგა
7 დეკემბერი 2019, 21:30
სიტი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
ევერტონი15 დეკემბერი
ალკმაარი12 დეკემბერი
სიტი7 დეკემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top