თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2019, 21:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2187,
კომენტარები: 12
"დიბალა ზაფხულში "იუვენტუსს" დატოვებს"
"იუნაიტედი" დიბალას ტრანსფერს სულ უფრო და უფრო უახლოვდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურადაა ჩაბმული "იუვენტუსის" ფორვარდის პაულო დიბალას ტრანსფერში. ოლე გუნარ სოლსკიაერის ინტერესთა სიაში ფორვარდი ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.

25 წლის ვარსკვლავი, სავარაუდოდ, "იუვენტუსს" დატოვებს, რადგან მისმა აგენტმა განაცხადა, რომ არსებობს შანსი იმისა, რომ არგენტინელი იტალიაში აღარ ითამაშებდა და რომ მას კარიერაში ცვლილებები სჭირდება.

გარდა ამისა, მისმა აგენტმა იმაზეც ისაუბრა, რომ პაულო "იუვენტუსში" ბედნიერი არ არის და ის ერთადერთი არ იქნება, ვინც "ბებერ ქალბატონებს" მიმდინარე ზაფხულში დატოვებს.

"იუნაიტედს" კი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კარგი და გამოცდილი შეტევის ხაზი სჭირდება და ოლე გუნარ სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ დიბალა სწორი არჩევანი იქნება.

იტალური პრესის თანახმად, "იუნაიტედი" ერთი თვეა რაც ამ ტრანსფერზე მუშაობს.


წყარო: DailyMail
ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
23 მაი 2019 02:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ციტატა: Malboro463

რა მნიშვნელობა აქვს ინგლისში ვერ გაამართლა თუ კერძოდ მანჩესტერში, ფაქტია რომ ვერ ითამაშა. ვერონზე ცუდი იყოო არ ვამბობ, უბრალოდ ის ვერონი არ იყო რომელიც იყიდეს, ამას ვგულისხმობ, თან მაგ დროისთვის ძაან დიდი ფული გადაიხადეს არგენტინელში. დიმარია ძალით მოიყვანეს რას ნიშნავს? თვითონაა ქათამი და მაგიტომაც გააჯმევინეს ბოლოს, მაგის მაგარი ფეხბურთელობა არ გაიშვას არსად. ფორლანზე გეთანმხები, ეგ წავიდა და იმ წელს მოვიდა სმიტი, აღარ გამახსენდა უცებ ზუსტად იმდენი წლის წინ იყო, ერთი რაც მახსენდება მისი შესრულებით ლუვერპულის კარში გატანილი გოლია და მარტო მაგიტო ვცემ პატივს, თორე დიდი ვერაფერი გააკეთა, ასაკიც ქონდა რომ იყიდეს, 23 წლის იყო, 2 წელი გაჩერდა და მერე გაუშვეს, ისე მაგ ასაკში წესით თავდამსხმელი უნდა ატრაკებდეს ბოლომდე, მაგრამ ისეც ხდება რომ გვიან იხსნებიან, ოღონდ ძაან იშვიათად, ეპლზე მეტად ლალიგას შეეწყო და მთლად ლუკა ტონივით 29 წლის ასაკში არ გახსნილა მაგრამ მაინც დაუგვიანდა.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
23 მაი 2019 12:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაიწყო დიბალაზეც სერიალი როგორც ჩანს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top