თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2019, 14:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2139,
კომენტარები: 12
როდის დაიწყება სეზონი "იუნაიტედისთვის"?
"იუნაიტედს" ევროპის ლიგაზე სათამაშოდ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა არ მოუწევს.
როდის დაიწყება სეზონი
"მანჩესტერ სიტი" ინგლისის თასის მფლობელი გახდა, რაც გულისხმობს იმას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ადრე დაწყება აღარ მოუწევს და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესარჩევი ტურის გარეშე გავა.

"სიტიმ" "უოტფორდი" 6-0 ანგარიშით დაამარცხა და ამასთანავე "ვულვზს" ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი მისცა.

"ვულვზს" ევროპის ჩემპიონატებზე 1980-81 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშიათ. მათ "იუნაიტედისგან" განსხვავებით სეზონის დაწყება 25 ივლისს მოუწევთ და საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლიან ევროპის ლიგაზე მოსახვედრად.

თუ "სიტის" ნაცვლად ჩემპიონი "ვულვზი" გახდებოდა, "წითლებს" ჩემპიონატის დაწყება საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევდათ. მაგრამ "სიტის" წარმატება ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" სეზონს პრემიერ ლიგით გახსნის და პირველ მატჩს 10 აგვისტოს ჩაატარებს.


წყარო: SkySports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
19 მაი 2019 14:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როგორ მეზარება ევროპა ლიგაა recourse არადა რა შანსი იყო ოთხეულის თან რამდენჯერ, რამდენჯერ!
0
№2
ავტორი: Lalana
19 მაი 2019 14:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: SANDROGRIGA
როგორ მეზარება ევროპა ლიგაა recourse არადა რა შანსი იყო ოთხეულის თან რამდენჯერ, რამდენჯერ!

ოთხეული კი არა წესიერად რომ ჩაგვეტარებინა ეს ბოლო მატჩები მესამე ადგილზე გასვლაც შეგვეძლო,მაგრამ სადაც ვართ კი ვიმსახურებთ იმას.ჩვენი მოსაგები თამაშებიც ვერ მოვიგეთ.
0
№3
ავტორი: ikeoni
19 მაი 2019 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: SANDROGRIGA
როგორ მეზარება ევროპა ლიგაა recourse არადა რა შანსი იყო ოთხეულის თან რამდენჯერ, რამდენჯერ!

აბაა:(((
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
19 მაი 2019 15:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ავტორ მადლობა სტატიისთვის მაგრამ შეასწორა რა იუნაიტედი კი არა თუ ვულვზი თუ მოიგებდა თასს მაშინ იქნებოდა თუ არ ვცდები
1
№5
ავტორი: datasta25
19 მაი 2019 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
პროსტა რამხელა აფსურდში და საცოდაობაში ვართ რო გუნდი ჰარდერსფილდის და კარდიფის გამო ევროპაზე ხვდება, ევროპაზე თამაშს მირჩევნია ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩავრჩეთ, იმენა იანგ ბოიზების ჩემპიონატია
0
№6
ავტორი: RedGirl
19 მაი 2019 15:40
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ციტატა: Dato kutaisi
ავტორ მადლობა სტატიისთვის მაგრამ შეასწორა რა იუნაიტედი კი არა თუ ვულვზი თუ მოიგებდა თასს მაშინ იქნებოდა თუ არ ვცდები


მადლობა ❤️ ჩავასწორე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: JuanMata
19 მაი 2019 16:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: RedGirl
ციტატა: Dato kutaisi
ავტორ მადლობა სტატიისთვის მაგრამ შეასწორა რა იუნაიტედი კი არა თუ ვულვზი თუ მოიგებდა თასს მაშინ იქნებოდა თუ არ ვცდები


მადლობა ❤️ ჩავასწორე




ციტატა: Dato kutaisi
ავტორ მადლობა სტატიისთვის მაგრამ შეასწორა რა იუნაიტედი კი არა თუ ვულვზი თუ მოიგებდა თასს მაშინ იქნებოდა თუ არ ვცდები


ფინალი სიტი - უოტფორდი იყო, ანუ თუ უოტფორდი მოიგებდა თასს, მაშინ მოგვიწევდა შესარჩევში თამაში wink
0
№8
ავტორი: batumski123
19 მაი 2019 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
სხვათაშორის კაი იქნებოდა სიტის რომ წაეგო დიდი შანსი იყო ქართულ გუნდს შევხვედროდით
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
19 მაი 2019 17:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: batumski123
სხვათაშორის კაი იქნებოდა სიტის რომ წაეგო დიდი შანსი იყო ქართულ გუნდს შევხვედროდით

მაგ რაუნდამდე ვერცერთი ქართული გუნდი ვერ მიაღწევდა:))
0
№10
ავტორი: Manstark_United
19 მაი 2019 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
სიმართლე ვთქვათ ბიჭებო.ამ სეზონის მიხედვით ოთხეულში შესვლას არ ვიმსახურებდით.მხოლოდ შუა სეზონში გვქონდა გამონათება.დასაწყისი და დასასრული იყო სრული ნაგავი. ასე რომ ევროპა ლიგა ზუსტად ის არის სადაც მომავალ სეზონში უნდა ვითამაშოთ.დიდი იმედი მაქვს ოლე დაალაგებს 1 სეზონში გუნდს და მომავალ წელს ოთხეულში უპრობლემოდ შევალთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top