თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2019, 14:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 12
როდის დაიწყება სეზონი "იუნაიტედისთვის"?
"იუნაიტედს" ევროპის ლიგაზე სათამაშოდ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა არ მოუწევს.
როდის დაიწყება სეზონი
"მანჩესტერ სიტი" ინგლისის თასის მფლობელი გახდა, რაც გულისხმობს იმას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ადრე დაწყება აღარ მოუწევს და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესარჩევი ტურის გარეშე გავა.

"სიტიმ" "უოტფორდი" 6-0 ანგარიშით დაამარცხა და ამასთანავე "ვულვზს" ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი მისცა.

"ვულვზს" ევროპის ჩემპიონატებზე 1980-81 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშიათ. მათ "იუნაიტედისგან" განსხვავებით სეზონის დაწყება 25 ივლისს მოუწევთ და საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლიან ევროპის ლიგაზე მოსახვედრად.

თუ "სიტის" ნაცვლად ჩემპიონი "ვულვზი" გახდებოდა, "წითლებს" ჩემპიონატის დაწყება საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევდათ. მაგრამ "სიტის" წარმატება ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" სეზონს პრემიერ ლიგით გახსნის და პირველ მატჩს 10 აგვისტოს ჩაატარებს.


წყარო: SkySports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: K1llsw1tch
19 მაი 2019 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ცუდია, საკვალიფიკაციოდან ძალით გამოვარდებოდნენ და ეგ იქნებოდა. სად არის ახლა ამის დრო, ენერგია და ნერვები.
0
№12
ავტორი: Benny
20 მაი 2019 03:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
5 კაცია მინიმუმ საყიდელი და უსასტიკესი სიმკაცრე მწვრთნელის მხრიდან. სოლსკიაერის იმედი უნდა გვქონდეს ფერგიუნსონიც ეგრე იყო თავიდან ყველას მისი წასვლა უნდოდა ცუდი შედეგების გამო მარა მერე კი ვადევნებდით თვალყურს როგორ ყავდა სერ ალექსს 20 წელი მთელი ინგლისი წაკუზული ევრო სარბიელზეც შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა ეს კიდევ იქიდან რომ პრემიერლიგა რთული ჩემპიონატია და ბევრ ფაქტორზეც მოქმედებს. არაუშავს მეგობრებო დაღმასვლას აღმასვლა მოყვება მთავარია სული მანჩესტერ იუნაიტედის არ დაიკარგოს ! ! ! ის მძლავრი სული ყოვლის მომცველი მომაკვდინებელი ! ! !
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top