თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2019, 14:50
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2170,
კომენტარები: 14
"იუნაიტედმა" ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები უნდა შეიძინოს"
ფლეტჩერის აზრით, "იუნაიტედი" სერ მეტ ბასბისა და სერ ალექს ფერგიუსონის გზას უნდა გაჰყვეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ დარენ ფლეტჩერმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების განვითარებისთვის ორი გზა არსებობს: არენდით წასვლა და იქ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ან დარჩენა და საუკეთესო ფეხბურთელებისგან სწავლა და ყველა შანსის გამოყენება.

"მე ეს არ გამიკეთებია, მაგრამ ჩემი ძალიან ბევრი თანაგუნდელი ბელგიაში წავიდა გამოცდილების მისაღებად. როცა ახალგაზრდებს სურთ არენდით წასვლა და უკვე შემდგარ ფეხბურთელად დაბრუნება, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ისინი მართლა ყველა ძალიან პატარები იყვნენ. მე ამ წუთში ო'შისა და ევანსზე მაქვს საუბარი. ისინი დაბრუნდნენ როგორც კაცები და როგორც უკვე შემდგარი ფეხბურთელები. ისინი მზად იყვნენ ამ ყველაფრისთვის."

"ეს ფანტასტიკური შესაძლებლობა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გამოცდილებაა, მაგრამ სწორი კლუბი უნდა აირჩიო. ამასთანავე, "მანჩესტერ იუნაიტედში" ვითარება კიდევ უფრო სხვაგვარად ვითარდება. ხანდახან მზად ხარ, რომ პირველ გუნდში ითამაშო და შანსებს იღებ, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. ასე რომ შენი განვითარების ორი გზა არსებობს."

"როდესაც რაღაც ასაკს მიაღწევ, როდესაც უკვე 19 ან 20 წლის ხარ უკვე უნდა დაიწყო მზადება და მუშაობა იმისთვის, რომ პირველ გუნდთან ერთად გამოცდილება მიიღო, ან არენდით წახვიდე, რადგან უკან მზა და შემდგარი ფეხბურთელი დაბრუნდე."

"რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენას, ეს კლუბის ისტორიაა. გადახედეთ "ბასბის ჩვილებს", შემდეგ სერ ალექსის ბიჭებს და მიხდვებით, რომ ამაზე დგას ეს კლუბი. ასე გავიზარდეთ, ასე ვშენდებოდით. "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბი იყო მსოფლიოში, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გადმოვედი სწორედ ის იყო, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ შანსებს მივიღებდი."

"ოლეს აქვს შანსი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები შემატოს გუნდს. უნდა მოიყვანოს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მსოფლიოში და მინდა, რომ ყველა ახალგაზრდამ იცოდეს, რომ თუ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდებიან ისინი შანსს აუცილებლად მიიღებენ. ეს ყველამ უნდა იცოდეს და იგრძნოს და შემდგომ უკვე "წითლები" მეტი ფეხბურთელის მიზიდვას შეძლებენ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2019 15:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფლეტჩერზე დაიწერა სპორტული დირექტორის პოზიციაზე განიხილებაო და რამდენად ოპტიმალური ვარიანტია არ ვიცი...
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
15 მაი 2019 15:39
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ახლა ვუსმენდი,სიტის აქვს პრობლემა და მომავალ წელს სრულიად შესაძებელია 1 წლით ლიგიდან მოკვეთონ. დაჟე 1 არხზეც იყო სიუჟეტი. ასეთ შემთხვევაში რა მოხდება? იდეის დონეზე ვთქვათ სიტის არ მიცე უფლება ჩ.ლიგაზე თამაშის. არსენალმა ევროპა ლიგა მოიგო,ასეთ შემტხვევაში ვინმეს აქვს ინფორმაცია რომ შესაძლებელია ჩვენ ჩავანაცვლოთ?
1
№3
ავტორი: datasta25
15 მაი 2019 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ძაან მარტივია ყველაფერი რა მე თუ მკითხავს ვინმე wink მე მიყვარს ფერგი, საუკეთესოა ჩემთვის ისტორიაში როგორც მწვრთნელი, მაგრამ დრო მიდის ფერგის ტაქტიკა წარსულს ბარდება, ასევე მინდა ვთქვა, რომელ ფერგიზე ვსაუბრობთ, რომელმაც 2ჯერ ბარსასთან უბრალოდ უშანსოდ წააგო, ერთხელ პენალტებით და ტერის გამაზული პენალტით მოიგო და ოერთხელ ორ წუთში გატანილი ორი გოლით? ორივე ჩემპ ლიგაზე გაგვიმართლა, 99ში ვიყავით ძლიერები რა თქმა უნდა სასწაულები ვაკეთეთ მაგრამ ფინალში მაინც ძალიან გაგვიმართლა, თუ მეტყვით რომ 13ჯერ მოვიგეთ პრემიერ ლიგა მაშინ გეტყვით რომ პერმიერ ლიგა დრო იყო ერთი გუნდის ჩემპიონატი იყო, და ეგ ერთი გუნდი ჩვენ ვიყავით, ლივერპულის დაუსრულებელი კრიზისი, არსენალის მხოლოდ დროებითი გამონათებები, ჩელსის და აბრამოვიჩის სასიყვარულო ისტორია ამით შემოიფარგლებოდა ეპლ, სადაც ყველა გუნდს თანაბრად ქონდა გადანაწილებული ძალები და ერთი გამოკვეთილი გუნდი სიძლიერით ჩვენ ვიყავით, რომლებიც ევროპულ სარბიელზე დიდად დამაჯერებლები ვერ ვიყავით, ეს იყო ფერგის დრო და ეს იყო ახალგაზრდებით აწყობილი გუნდები, დღეს ეს ფეხბურთი აღარ არსებობს, თუ მეტყვით აიაქსს მაშინ მე პასუხს გაგცემთ 5 წლის შემდეგ როცა აიაქსის დღევანდელი ახალგაზრდები მსოფლიოს დაიპყრობენ. შეხედეთ რეალს და ბარსელონას, მუდმივი ფულის ხარჯვა, მუდმივი ვარსვკვლავური სახელების ყიდვა, ეს არის წარმატების საიდუმლო.ფანჯარა არ გახსნილა ჯერ და ბარსელონას დე იონგი დე ლიხტი და გრიზმანი 99% ნაყიდი ყავთ. ითხოვთ ენთუზიაზმით მოთამაშეებს და არ გინდათ ფულით ვინმეს მოყვანა და ხელფასით, რამდენს ხარჯავენ ბარსა რეალი წლების განმავლობაში ყველა ფანჯარაზე, ეგ არის დღევანდელი ფეხბურთი, პსჟ და სიტი არის დღევანდელი ფეხბურთი ეჭვი არ შეგეპაროთ რო ერთიც და მეორეც მოიგებენ უბრალოდ დროის საკითხია. ენთუზიაზმის ფეხბურთელები იანგის ჯონსის და ერერას სახით გვიყრია გუნდში და ეგ არ ჭრის მემგონი აშკარად ვხედავთ. ზუსტადაც ფულით უნდა ავაწყოთ გუნდი, გავხდეთ მიმზიდველები და შემდეგ უკვე თვითონ მოუნდებათ გუნდში მოსვლა, როგორ გვინდ აძლიერი გუნდი, სანჩო რო გვინდა, რითი უნდა მოიყვანო? ევროპა ლიგით? იასნია ცოტა ხელფასიც უნდა მისცე განსხვავებული, მე არ ვამბობ რომ ვინმე მოვიდეს და ყვერების ფხანვით გამილიონერდეს მაგრამ ჩვენ ეხლა იმ სიტუაციაში ვართ რომ ფულიც უნდა დავხარჯოთ. ასეთია თანამედროვე ფეხბურთი, გვიყვარს თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ესეთია დღეს ფეხბურთი და თუ გინდა ძლიერი გუნდი იყო მოგიწევს ამ რიტმს აყვე, ან არ აყვები და იქნები მილანი ენთუზიაზმით მოთამაშე, ენთუზიასტი მწვრთნელით(გატუზო), ითამაშებ გულით და ვერ მოიგებ ვერაფერს.
1
№4
ავტორი: bziki
15 მაი 2019 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რეებს ცირკაჩობს? რა ჩვილები რა ჩარლტონი?
ხაარ გრანდი? გააქ ფული?
ეგაა მეტი არაფერი რა ბასბი რა ფერგი, მაგათ რო ვარსკვლავის ფული ქონოდათ არ იყიდნენ? ფერგის პატარა ფული გაუჩნდა თუ არა ეგრევე ბერბატოვებში და ფერდინანდებში ხარჯავდა.
ტიპებს ფული აქვთ და ვერ ხარჯავენ, არასწორი ტრანსფერები გააკეთეს და ეხლა შეშინებულები აღარ ხარჯავენ, სწორად დახარჯე შე კაი კაცო
0
№5
ავტორი: ikeoni
15 მაი 2019 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მაგის დრო ნამდვილად არ გვაქს ეხლა
0
№6
ავტორი: xabu
15 მაი 2019 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ბეილი გადმოვიდა 99%. ძალიან დიდი ფსონი შევიდა მის გადმოსვლაზე ესეიგი ინფორმაცია აქვთ :) 1.5 აქვს კუში რო ჩვენთან გადმოვა
შეაფასეთ როგორი ტრანსფერი იქნება.

გამიხარდება თუ მოვლენ ბეილი, იკარდი, კულიბალი, სანჩო, ფერნანდეში

გამიხარდება თუ წავლენ იანგი, ლინგარდი, ფრედი, ლუკაკუ, პერეირა, სანჩეზი, მარსიალი

თუ შევინარჩუნებთ პოგბას და დეხეას და დავიმატებთ ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელებს მივიღებთ უძლიერეს გუნდს. პოგბასაც მოუნდება დარჩენა თუ ეს ტრანსფერები დაიდება, და რატო არ გესმით მისი არ ვიცი რეალში რომ უნდა, ისტორიაში უნდა რომ შევიდეს და იცის ყველამ რომ ეს ინდივიდუალების თამაში არ არის და გუნდი ხელს უნდა გიწყობდეს წარმატებას რომ მიაღწიო. მე პირადად რასაც ვხედავ ყველას ჯობია გუნდში პოგბა, შეიძლება მესი და რონალდოსნაირად ყველა თამაშში არ არის ტოპი მაგრამ დამიჯერეთ ამბიციურ გუნდში ძალიან მაგარი იქნება!
0
№7
ავტორი: JuanMata
15 მაი 2019 17:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: SANDROGRIGA
ფლეტჩერზე დაიწერა სპორტული დირექტორის პოზიციაზე განიხილებაო და რამდენად ოპტიმალური ვარიანტია არ ვიცი...


ფლეტჩერზე კი დაიწერა, მაგრამ მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტულ დირექტორად არ ნიშნავენ, რაღაც შუა რგოლი იქნება ვუდვორდს და მწვრთნელს შორის. ანუ იქნება ტექნიკური დირექტორი, როგორც მივხვდი.

ჰოდა საერთოდ ვერ გავიგე რას აპირებენ, მემგონი სპორტული დირექტორი არ იქნება, ახალ პოსტს ჩააკვეხებენ და საბოლოოდ ისევ ვუდვორდი იქნება მთავარი.
0
№8
ავტორი: bziki
15 მაი 2019 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თქვი რა პირდაპირ რო ტრ... ში ვართ და ვარსკვლავს და შემდგარ ამბიციურ იგროკებს აქ გადმოსვლა მარტო ფულის გამო უნდა რა ბასბი.
რო ვიცოდეთ რო გაქვთ გამოცდილება, მენტალიტეტი და უნარი არაფრიდან გუნდი შეკრათ კიდე ხო მითუმეტეს რო არც ეგაა გარანტია და მაგის გარეშეც რა დაიჯერო?
0
№9
ავტორი: Svanchester
15 მაი 2019 22:50
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვა კარგია, მაგრამ შენ ეხლა მბაპეს არავინ მოგცემს, ჩვენ კი იმ დღეში არ ვართ რო ცდები ვატაროთ, ფული არის და საყიდელია ტოპ დონის მოთამაშეები, ახალგაზრდები იძახეთ და ბარემ გადაკეთდით აიაქსის დონის გუნდად და ზარდეთ მაშინ წლების ხარჯზე ფეხბურთელები იმ იმედით რო რამე გამოვა და ისევ ავალთ უმაღლეს საფეხურზე, ის არ ესმით რომ ბაბუს სხვა ფილოსოფია ჰქონდა ის ფილოსოფია რომელსაც ესენი ვერასდროს ვერ გაატარებენ, ძაან არ ჩავრჩეთ წარსულში მომტირლებად ჯობია და ნორმალური ფეხბურთელები შემოვყაროთ, აკეთეთ ახალგაზრდებზე აქცენტი და უცადეთ რამდენ პრემიერ ლიგას და ლიგას მოიგებენ ლივერპული და სიტი. პრობლემაში არ გადაგვეზარდოს ეს სიბრძნის ღაღადი ფლეტჩერ.
0
№10
ავტორი: Malboro463
15 მაი 2019 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ეჰ დარენ გრანდის შესაფერის ახალგაზრდას მინიმუმ 50 მილიონი რომ უნდა კი ხვდები ეს მინიმუმი და რამდენი უნდა იყიდო? გამოცდილი ფეხბრთელებიც ხომა საჭირო აკადემის ფეხბურთელებით კიდე ვერ აწყობ გუნდს ბრიტანელი ფეხბურთელებიდან 100 კაციდან 1 თუ გამოდგება ისიც შუა ასაკამდე ჰოლანდიაში,ბრაზილიაში ან ესპანეთი კიარ გაქვთ აკადემია იქ რომ გმოზარდოთ. შენ რაც იყავი ახალგაზრდობაში მასეთს ხომარ იყიდი მასეთი დონის ფეხბურთელებს მალე ევერტონიც აღრ იკადრებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top