თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2019, 14:50
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2170,
კომენტარები: 14
"იუნაიტედმა" ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები უნდა შეიძინოს"
ფლეტჩერის აზრით, "იუნაიტედი" სერ მეტ ბასბისა და სერ ალექს ფერგიუსონის გზას უნდა გაჰყვეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ დარენ ფლეტჩერმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების განვითარებისთვის ორი გზა არსებობს: არენდით წასვლა და იქ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ან დარჩენა და საუკეთესო ფეხბურთელებისგან სწავლა და ყველა შანსის გამოყენება.

"მე ეს არ გამიკეთებია, მაგრამ ჩემი ძალიან ბევრი თანაგუნდელი ბელგიაში წავიდა გამოცდილების მისაღებად. როცა ახალგაზრდებს სურთ არენდით წასვლა და უკვე შემდგარ ფეხბურთელად დაბრუნება, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ისინი მართლა ყველა ძალიან პატარები იყვნენ. მე ამ წუთში ო'შისა და ევანსზე მაქვს საუბარი. ისინი დაბრუნდნენ როგორც კაცები და როგორც უკვე შემდგარი ფეხბურთელები. ისინი მზად იყვნენ ამ ყველაფრისთვის."

"ეს ფანტასტიკური შესაძლებლობა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გამოცდილებაა, მაგრამ სწორი კლუბი უნდა აირჩიო. ამასთანავე, "მანჩესტერ იუნაიტედში" ვითარება კიდევ უფრო სხვაგვარად ვითარდება. ხანდახან მზად ხარ, რომ პირველ გუნდში ითამაშო და შანსებს იღებ, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. ასე რომ შენი განვითარების ორი გზა არსებობს."

"როდესაც რაღაც ასაკს მიაღწევ, როდესაც უკვე 19 ან 20 წლის ხარ უკვე უნდა დაიწყო მზადება და მუშაობა იმისთვის, რომ პირველ გუნდთან ერთად გამოცდილება მიიღო, ან არენდით წახვიდე, რადგან უკან მზა და შემდგარი ფეხბურთელი დაბრუნდე."

"რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენას, ეს კლუბის ისტორიაა. გადახედეთ "ბასბის ჩვილებს", შემდეგ სერ ალექსის ბიჭებს და მიხდვებით, რომ ამაზე დგას ეს კლუბი. ასე გავიზარდეთ, ასე ვშენდებოდით. "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბი იყო მსოფლიოში, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გადმოვედი სწორედ ის იყო, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ შანსებს მივიღებდი."

"ოლეს აქვს შანსი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები შემატოს გუნდს. უნდა მოიყვანოს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მსოფლიოში და მინდა, რომ ყველა ახალგაზრდამ იცოდეს, რომ თუ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდებიან ისინი შანსს აუცილებლად მიიღებენ. ეს ყველამ უნდა იცოდეს და იგრძნოს და შემდგომ უკვე "წითლები" მეტი ფეხბურთელის მიზიდვას შეძლებენ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
16 მაი 2019 00:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
პროსტა ვერ ვხვდები რა ტენდენციაა ნაღდად.რახან ოლე მოიყვანეს ყველა უნდა მოყვეს ხურდაში და დასაქმდეს გუნდში თუ რა ჯანდაბაა?ისიც საკმარისია როცა მთავარი მწვრთნელია გამოუცდელი ადექით ახლა და შემოყარეთ დაუძახეთ ხალხს,მაგალითად გაზონის გაკრეჭის დირექტორად დანიშნეთ ბრაუნი,ბურთების მომწოდებლების დირექტორად ევრა(მაინც გვერდით ხაზთან ახლოს იყო ოროფესიულად სულ),კარებში ბადეების ჩამომკიდებლების დირექტორად ბარტეზი, ჯემბა ჯემბა და მაკედა არ დამიტოვოთ დაუსაქმებელო სადმე.
აუ რა ტრა*კში ვართ პროსტა.არ აყაყანდნენ ეს ვითომ მცოდნე და გამოცდილი ხალხი.ფერგიმ თქვა ადრე ფლეტჩერის ნაირი ჭკვიანი ნახევარმცველი არ მინახავს ცხოვრებაშიო,თან ეს თქვა მაშინ როცა ხავი ინიესტა ბრდღვნიდნენ ყველაფერს.მაშინაც ვერ გავიგე და ვერც ახლა ვგებულობ რა აქვს ამ კაცს ისეთი.ზუსტად ის გვჭირს ის შეუსაბამობა რეალობასთან ახლა რაც ფერგიმ მოხია მაშინ ფლეტჩერზე,როგორც მაშინ წამოგვიხოა ბარსამ ისე წამოგვიხია ყველამ ახლაც.ხოდა ბატონებო ამ ურა პატრიოტიზმს მოეშვით და თუ ახალგაზრდებზდ აქცენტს აკეთებთ კეთილო ინებეთ რომ გაყიდოთ ნაგავი აქედან თორე ისე ფული არ გეყოფათ არაფერში.ახალგაზრდის ყიდვა არის სწორო როცა ყიდულობ ფელიქსს,დეიონგს,სანჩოს,მბაპეს აი ამ კალიბროს და ამ პერსპექტივისას.აბა გაისად რო უკვე თქვენი ნაყიდი პერსპექტიული ბავშვები ჩაისვრიან მერე ვინ უნდა წმინდოს ამდენი ნაგავი?კაროჩე არ ვიცი ამათ თავში რა უდევთ.ყველა რგოლი შესაცვლელია და ამ დროს ხალხს უფასოდ ვუშვებთ.ფინანსურ ბალანსს ვერ დაიკავებ და ფეარ პლეის პრინციპების დარღვევოსთვის წახვალთ ნახ*უიზე.სადაც ნამდვილად არის თქვენი ადგილო.ადექით ახლა და ინსულტ გადატანილ ფერგის დაეკითხეთ რჩევებს.ყველაზე თანამედროვე კონსულტაციას გაგიწევთ.ვაი ჩვენს პატრონს
0
№12
ავტორი: bziki
16 მაი 2019 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Bisaka 40,maguaeri 65-75,rice 40-50
Es uechveli mosayvania dalshe kide ifiqron tviton me ramdeni vifiqro amat magier

Freizeri, rishalisoni, Ruben nevesi, fernandeshi ramdenime kai axalgazrda aris kide portugaliashi, lidss ro axeven vigac chempionshipis donis talantebs cota tavi gaamodrion araa aucilebeli kroosebi, grizmanebi da varanebi moiyvanon
0
№13
ავტორი: de gea1
16 მაი 2019 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
Esga gvaklda da ager esec shemogviertda, fergis axalgazrdebi moyavda gamocdil fexburtelebis hverdze, ra axalgazrdebi es xoar sheshyavs? Ajiaxsia? Amdeni siri sad naxes ezizgebat gundi?

Shotlandielebi moiyvane uelselebi jobia, sasaciloa satirali riar iyos

Shotlandielebi moiyvane uelselebi jobia, sasaciloa satirali riar iyos
0
№14
ავტორი: Shota Blues
17 მაი 2019 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
აბა რა ეს არის სწოი პოლიტიკა. ახალგაზრდების მოყვანა მათი გამოზრდა, გარდასახვა იმად რაც იუნაიტედის ისტორიას მიესადაგება. ზუსატ აქ მჟღავნდება ნამდვილი ბოსის უნარები, რომ აღმოაჩინოს ნიჭი...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top