"მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მონაკოელი ფეხბურთელი იური ტიელემანსი მოექცა. "მონაკოს" ფეხბურთელით "წითელი ეშმაკების" გარდა "ლესტერი" და "ტოტენჰემიც" ინტერესდებიან.
ბელგიელი ფეხბურთელი არენდით "ლესტერში" თამაშობდა და მან პრემიერ ლიგის გუნდების ყურადღება მიაქცია. თავად "მელიებიც" ახალგაზრდის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ და მისი ინგლისში გადასვლა დიიდ ხნით სურთ.
როგორც პრესა იტყობინება ტიელემანსს "ლესტერში" დარჩენა სურს, რადგან იქაური მწრთვნელით მოხარულია, მაგრამ "იუნაიტედი" ნახევარმცველისთვის კარგ შეთავაზებას ამზადებს.
რომელ კლუბს აირჩევს ნახევარმცველი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც პრესა იტყობინება, ნახევარდაცვის გაძლიერებას ოლე გუნარი სწორედ იური ტიელემანსით ეცდება.