თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2019, 19:29
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2417,
კომენტარები: 15
"იუნაიტედს" ტიელემანსის შეძენა სურს
ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის პრემიერ ლიგის სამი კლუბი იბრძვის.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მონაკოელი ფეხბურთელი იური ტიელემანსი მოექცა. "მონაკოს" ფეხბურთელით "წითელი ეშმაკების" გარდა "ლესტერი" და "ტოტენჰემიც" ინტერესდებიან.

ბელგიელი ფეხბურთელი არენდით "ლესტერში" თამაშობდა და მან პრემიერ ლიგის გუნდების ყურადღება მიაქცია. თავად "მელიებიც" ახალგაზრდის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ და მისი ინგლისში გადასვლა დიიდ ხნით სურთ.

როგორც პრესა იტყობინება ტიელემანსს "ლესტერში" დარჩენა სურს, რადგან იქაური მწრთვნელით მოხარულია, მაგრამ "იუნაიტედი" ნახევარმცველისთვის კარგ შეთავაზებას ამზადებს.

რომელ კლუბს აირჩევს ნახევარმცველი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც პრესა იტყობინება, ნახევარდაცვის გაძლიერებას ოლე გუნარი სწორედ იური ტიელემანსით ეცდება.


წყარო: SkySports
ჭორები, ტრანსფერები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
15 მაი 2019 10:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ჩემი აზრით ფიზიკურად ძალიან მაგრად მომზადებული და ახალგაზრდა ტალანტები უნდა ვიყიდოთ.პროექტი რომელიც ახლა დაიდება უნდა დაანახოს ყველას რომ გუნდა დიდი მიზნები აქვს და შესაბამისად ზამთრის ფანჯარაზეც გადმოვა ხალხი თუ დაინახავენ რომ ეს გუნდი სერიოზული მიზნებისთვის იწევს.მაღალი პრესინგი რაც დღეს უკვე აუცილებლობაზე მეტია ზუსტად ფიზ მომზადებას ითხოვს და სეირნობით ეგ არ მიიღწევა.ამიტომ ტილემანსი ცუდი ნაღდად არაა.ოღონდ ხელფასების თემა უნდა დაარეგულირონ ამისათ ის სანჩესის გაშვება არის პირვსლი პრიორიტეტი.ყ ელაზე მაღალი ხელფასი ამ გუნდში დეხეას უნდა ქონდეს და მერე მოდიოდნენ დანარჩენები.მე მიდგომას მივესალმები უბრალოდ შიში მაქვს იმის სამწვრთნელო შტაბო როგორ შეძლებს ამ ახალგაზრდების სწორად განვითარებას
0
№12
ავტორი: datasta25
15 მაი 2019 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ვერ ვხვდები, როცა არსებობს ორი გუნდი მოცემულ სიტუაციაში, მანჩესტერი და ბარსელონა,

ბარსელონა რომელმაც მოიგო ლალიგა, ფავორიტი იყო ჩემპ ლიგაზე და მსოფლიოში მოცემული მომენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე აიასნებს სამ ტრანსფერს, დე იონგის დე ლიხტის და გრიზმანის

და ვარსებობთ ჩვენ, მანჩესტერი რომლებმაც ამ ბარსასთან უშანსოდ წავაგეთ, ჰადერსფილებთან და კარდიფებთან ვაგებთ, მეექვსე ადგილზე გავდივართ, შემდეგ სეზონში ჩემპ ლიგას ვერ ვთამაშობთ, იწერება ყველა მოქმედ ფეხბურთელზე რო გვაინტერესებს და მაინც ჯერ არცერთთან რეალურად ახლოს არ ვართ.

მერე პრობლემებს ვეძებთ პოგბაში და დეხეას დაშვებულ 3 შეცდომაში
0
№13
ავტორი: Lalana
15 მაი 2019 13:28
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: datasta25
datasta25

ზუსტად მაგაშია საქმე,რომ ისინი ყოველთვის პირველობისთვის იბრძვიან და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მიმზიდველი ადგილია.ჩვენ კი ამასობაში რას ვშვრებით?ყოველ წელს გაუგებრობაა,ოთხეულისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოვყალიბდით და თავისთავად მაღალი დონის ფეხბურთელებსაც დიდად არ სურთ აქ მოსვლა.მითუმეტეს ახლა გვყავს მწვრთნელი რომელიც მაღალ ასპარეზზე სულ რამოდენიმე თვეა დაიწყო მუშაობა და თავისთავად მაღალი დონის ფეხბურთელისთვის არ არის მიმზიდველი მსგავსი სიტვაცია.
რაც შეეეხება პოგბასა და დეხეას მათაც მიუძღვით თავისი წილი იმაში რაც დღეს ხდება.უკვე მერამდენედ ხდება,როდესაც დეხეას კონტრაქტის თაობაზე მიდის მოლაპარაკებები და ამის პარალელურად აგდებს თამაშებს?მაღალი დონის მეკარესაც მოსდის ასეთი შეცდომები,მაგრამ ასე მიყოლებით და ასეთი სიხშირით?თან მითუმეტეს ეს მომენტები კონტრაქტის შეუთანხმებლობას მოჰყვა.პოგბამ კი ძალიან კარგად დაიწყო ოლეს მოსვლის შემდეგ,სრული თავისუფლება მიიღო,აღარ იყო შეზღუდული შავი სამუშაოს შესრულებით და ბოლოს და ბოლოს 6 პენალტი გაიტანა,ეს ექვსი პენალტი ჩვენს თავდამსხმელ ლუკაკუს რომ დაერტყა 12 გოლზე ნამდვილად არ შეჩერდებოდა და ეს იმის მანიშნებელიცაა რომ გუნდი პოგბას სტატისტიკაზეც მუშაობს.თუ ხასიათზეა შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო იყოს მოედანზე,მაგრამ თუ ასე არ არის მაშინ დიდად არაფრით აღემატება ჩვენს მკვდარ ნახევარმცველებს.კი,საკმაოდ ბევრი საგოლე გადაცემა აქვს შექმნილი,მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია თამაშის დროს კილომეტრებს როგორ ფარავს სიარულით,ესეც იყო სტატისტიკაში მოყვანილი და ასევე ისიც შესამჩნევია,როდესაც კონტრშეტევაზე სწრაფად არის გასაკეთებელი პასი ამ დროს თუ პოგბას აქვს ბურთი ეჯიკავება მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელ,ს როდესაც ძალიან მარტივად შეუძლია კნტრშეტევაზე გაქცეულ თანაგუნდელს პასი მიაწოდოს და სანამ ეს ეჯიკავება,მაქამდე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიც ითვისებენ ზონას.ძალიან ბევრჯერ ჰქონია ასეთი მომენტი და წესით ყველასთვის შესამჩნევი უნდა იყოს ეს.პოგბა არ არის გასაშვები გუნდიდან,იმაში ყველას ვეთანხმები რომ საუკეთესო ნახევარცმველია ამ გუნდში,მაგრამ აუცილებლად სჭირდება მას წესიერი კონკურენტი რომ მხოლოდ ერთ-ორ თამაში არ ჰქონდეს გამონათებები.მაგრამ ეგ ისეთი ხასიათის ფეხბურთელია სკამზე რომ დასვა უფრო აუცრუვდება გული.
0
№14
ავტორი: dybbuk
15 მაი 2019 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Lalana
ციტატა: dybbuk
ტილემანსი კიარა რაბიო მოიყვანეთ იბიომატ, უფასოდ მაგაზე უკეთესი ვინ გინდა

კარგი ვარიანტი იქნებოდა,მაგრამ თვითონ რამდენად ექნება მაგის სურვილი აი ეგ კი საეჭვოა.
რაც შეეხბა ტილემანს ძალიან კარგი ბიჭია და ამ მონაცემებით რასაც ის დღეს აჩვენებს ერერასა და მატას ნამდვილად ჯობს,თან ჯერ ახალგაზრდაა და ამ შესაძლებლობბით შეულია მაღალ დონეზე თამაში.იმის და მიუხედავად რომ პატარაა, ფიზიკურადაც ძლიერია და კარგი მოედნის ხედვაც აქვს.
ისე მგონი ნიკოლას პეპეზეც გააკეთეს შეთავაზება და მარჯვენა ფლანგისთვის მშვენიერი ვარანტია.

ხელფასის პონტში არ გაუტეხავენ მაგაში დარწმუნებული ვარ იქიდან გამომდინარეც რომ თავისუფალი აგენტია, რავიცი ძალიან მინდა რაბიო მანიუში თან ახალგაზრდაა. პეპეს ვარიანტს მეც მივესალმები მეგობარო, კარგი არჩევანია ფლანგის გასაძლიერებლად და ფასიც ასე თუ ისე დღევანდელი რეალობიდან ნორმალური აქვს
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2019 15:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბას შემცვლელი ამ ეტაპზე ნამდვილად არაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top