თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2019, 13:52
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2097,
კომენტარები: 22
ოფიციალურად: ანდერ ერერა სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს
ანდერ ერერას ემოციური დამშვიდობება.
ოფიციალურად: ანდერ ერერა სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს
ანდერ ერერამ დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლოს დატოვებს. მან სოციალურ ქსელში დამშვიდობების ვიდეო განათავსა.

ერერას კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და, სავარაუდოდ, 29 წლის ნახევარმცველი პსჟ-ში გადაბარგდება.

ერერა "იუნაიტედს" 2014 წელს შეუერთდა და კლუბის მაისურით 189 მატჩი ჩაატარა. "წითლებთან" ერთად მან ევროპის ლიგისა და ინგლისის თასის ტიტულები მოიგო.

როგორც უკვე აღინიშნა, ერერამ წასვლა სოციალურ მედიაში დაადასტურა. პოსტი ოფიციალურმა გვერდმა გააზიარა.

"სიწითლე ჩემს გულშია და ეს ამ გუნდში გადმოსვლის პირველივე წამიდანვე ვიცი. ამ კლუბს პირველი მატჩიდანვე ვგრძნობ. ეს კლუბი მაისურის პირველად მორგებისთანავე შემიყვარდა."

"ეს დიდებილი კლუბია, დიდებული და მრავალი გულშემატკივარით, რომლებიც კლუბს უდიდეს პატივს სცემენ და ახსოვთ ფეხბურთელები, რომლებმაც ამ კლუბისთვის ყველაფერი გაიღეს."

"ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული მომენტი "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნებზე ჩემი სახელის ამოცნობა და გულშემატკივრების მიერ ჩემთვის მოძღვნილი ჩანტები იყო. ძალიან ამაყი ვიყავი, რადგან ამ საოცარმა ხალხმა თავიანთი დაუჯერებლი ისტორიის ნაწილად მაქცია."

"ყოველ წამს, ყოველ მატჩში, ყოველ მდგომარეობაში, როცა კლუბს წარვადგენდი, მაშინაც კი როცა მოედანზე ვერ შევდიოდი, მთელი სხეულით ვგრძნობდი, თუ რას მიშნავდა ამ მაისურის ტარება."

"ყოველთვის მემახსოვრება დაახლოებით 200 მატჩიდან თითოეული მომენტი. მემახსოვრება, როდის და როგორ მოვირგე პირველად მაისური, რადგან ამ ყველაზე დიდებული კლუბისთვის თამაში ჩემთვის ნამდვილი პატივი იყო."

"მადლობა დაუჯერებელი და ამაღელვებელი ხუთი წლისთვის,"
-აცხადებს ანდერ ერერა თავის მიმართვაში.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
11 მაი 2019 13:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
თან უფასოდ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: Malboro463
11 მაი 2019 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
მთავარია იანგს,ჯონს და სმოლინგს ვუხანგრძლივებთ კონტრაქტს
4
№3
ავტორი: PaLoMo
11 მაი 2019 14:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მანჩესტერმა დე ლიხტი სიმსუქნისკენ მიდრეკუკების გამო დაიწუნაო@@@@@ ტიპი დაფრინავს და მაუქანიოოო ხთფუი ეს თუ მართალია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: bziki
11 მაი 2019 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეგრეა ჯერ პირადი ინტერესი და მერე კლუბის, დაჟე ამაზე უარესებითაა სავსე გუნდი
0
№5
ავტორი: f.c.mu
11 მაი 2019 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
წარმატებები ერერას, ესეთები გვაკლია ზუტად, არ იყო გასაშვები მაგრამ რას ვიზამთ
უნდა მოხდეს აუცილებლად ჩანაცვლება უკეთესით
0
№6
ავტორი: man21utd
11 მაი 2019 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ნამდვილად შეცდომა იყო ამის გაშვება. მაგრამ დაველოდოთ შემცვლელად ვინ მოყავთ
2
№7
ავტორი: bziki
11 მაი 2019 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კიდე კაი ჟოზესს დროს არ გაიქცა თორე რა გაუძლებდა აქ სასტავს

ვერავის დააჯერებდნენ რო ჟოზესს არ გაუგდია ეს გუნდზე შეყვარებული პატრიოტი კაცი
0
№8
ავტორი: Malboro463
11 მაი 2019 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
კიდე ვერ გავიგე თვითონ ისურვა თუ კონტრაქტი არ შესთავაზეს?

ციტატა: PaLoMo
მანჩესტერმა დე ლიხტი სიმსუქნისკენ მიდრეკუკების გამო დაიწუნაო@@@@@ ტიპი დაფრინავს და მაუქანიოოო ხთფუი ეს თუ მართალია

უფრო ბარსას ფაქტორი მგონია დე იონგის მსგავსად იქ წავა თვითონაც. სიმსუქნისკენ მიდრეკილი შოუ და ლუკაკუ არ დაუწუნიათ და დელიხტს რას ერჩიან ან კიდე მაგუაერი ამაზე უარესია
0
№9
ავტორი: bziki
11 მაი 2019 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
15 wlis bavshvi mixvdeba imdens ro ufasod gashveba cudia mara ereras iseti motxovnebi qonda ufasod gashveba archies
0
№10
ავტორი: David_Beckham7
11 მაი 2019 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: bziki
ეგრეა ჯერ პირადი ინტერესი და მერე კლუბის, დაჟე ამაზე უარესებითაა სავსე გუნდი

დე ლიხტია სიმსუქნისკენ მიდრეკილი და ფილ ჯონსი ტანწერწეტა? რა უნდათ ძალით აფრთხობენ საკუთარ გულშემატკივრებს რო შეაძულონ კლუბი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top