თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2019, 13:52
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2317,
კომენტარები: 22
ოფიციალურად: ანდერ ერერა სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს
ანდერ ერერას ემოციური დამშვიდობება.
ოფიციალურად: ანდერ ერერა სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს
ანდერ ერერამ დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლოს დატოვებს. მან სოციალურ ქსელში დამშვიდობების ვიდეო განათავსა.

ერერას კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და, სავარაუდოდ, 29 წლის ნახევარმცველი პსჟ-ში გადაბარგდება.

ერერა "იუნაიტედს" 2014 წელს შეუერთდა და კლუბის მაისურით 189 მატჩი ჩაატარა. "წითლებთან" ერთად მან ევროპის ლიგისა და ინგლისის თასის ტიტულები მოიგო.

როგორც უკვე აღინიშნა, ერერამ წასვლა სოციალურ მედიაში დაადასტურა. პოსტი ოფიციალურმა გვერდმა გააზიარა.

"სიწითლე ჩემს გულშია და ეს ამ გუნდში გადმოსვლის პირველივე წამიდანვე ვიცი. ამ კლუბს პირველი მატჩიდანვე ვგრძნობ. ეს კლუბი მაისურის პირველად მორგებისთანავე შემიყვარდა."

"ეს დიდებილი კლუბია, დიდებული და მრავალი გულშემატკივარით, რომლებიც კლუბს უდიდეს პატივს სცემენ და ახსოვთ ფეხბურთელები, რომლებმაც ამ კლუბისთვის ყველაფერი გაიღეს."

"ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული მომენტი "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნებზე ჩემი სახელის ამოცნობა და გულშემატკივრების მიერ ჩემთვის მოძღვნილი ჩანტები იყო. ძალიან ამაყი ვიყავი, რადგან ამ საოცარმა ხალხმა თავიანთი დაუჯერებლი ისტორიის ნაწილად მაქცია."

"ყოველ წამს, ყოველ მატჩში, ყოველ მდგომარეობაში, როცა კლუბს წარვადგენდი, მაშინაც კი როცა მოედანზე ვერ შევდიოდი, მთელი სხეულით ვგრძნობდი, თუ რას მიშნავდა ამ მაისურის ტარება."

"ყოველთვის მემახსოვრება დაახლოებით 200 მატჩიდან თითოეული მომენტი. მემახსოვრება, როდის და როგორ მოვირგე პირველად მაისური, რადგან ამ ყველაზე დიდებული კლუბისთვის თამაში ჩემთვის ნამდვილი პატივი იყო."

"მადლობა დაუჯერებელი და ამაღელვებელი ხუთი წლისთვის,"
-აცხადებს ანდერ ერერა თავის მიმართვაში.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: GIOMU
11 მაი 2019 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მთავარია ახლა სხვებიც მიაყოლონ და რამოდენიმე კარგი ტრანსფერი გაკეთდეს ცენტრალური ნახევარმცველის.
0
№22
ავტორი: Dato kutaisi
11 მაი 2019 20:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: bziki
კიდე კაი ჟოზესს დროს არ გაიქცა თორე რა გაუძლებდა აქ სასტავს

ვერავის დააჯერებდნენ რო ჟოზესს არ გაუგდია ეს გუნდზე შეყვარებული პატრიოტი კაცი

ჩემი სათქმელი თქვი.მარსიალის წასვლაზე რო იწერებოდა ჟოზეს დროს ეს არ დავკარგოთ არ დავიღუპოთო ახლა ყველა ასხამს ვისაც არ ეზარება.ურა პატრიოტიზმი მიტოა დამღუპველი ყველაფერში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top