თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2019, 17:40
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2189,
კომენტარები: 14
"ისინი თავიანთი თამაშის ხარისხით თავად წყვეტენ საკუთარ ბედს"
ოლე გუნარის განცხადებით, "ოლდ ტრაფორდზე" "დიდი წმენდა" იგეგმება.
ნორვეგიელმა "იუნაიტედის" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ოლდ ტრაფორდს" სეზონის დასაწყისამდე ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. "იუნაიტედმა" გუშინდელი ფრეს შემდეგ ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსიც კი დაკარგა.

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ გულშემატკივარს მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის იმედი გაუჩნდა, თუმცა - უშედეგოდ. "იუნაიტედმა" ვერ შეძლო კარგი სტარტის შენარჩუნება და გუშინ პრემიერ ლიგიდან გავარდნილი გუნდის დამარცხებაც კი ვერ მოახერხა.

რა თქმა უნდა, შედეგებით იმედგაცრუებულია თავად ოლე გუნარიც. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაში მან აღნიშნა, რომ ფეხბურთელებისგან შრომასა და თავდადებას იღებს და ასევე იყო გუშინდელ მატჩშიც. უბრალოდ, "იუნაიტედი" საკმარისად კარგი ვერ აღმოჩნდა, რომ გამარჯვება მოეპოვებინა.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ ვინ გააგრძელებდა თამაშს მომავალ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" ოლე გუნარმა პასუხი არ გასცა. კონკრეტულად ალექსის სანჩესის შესახებ კი შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში ის უნდა ვნახოთ, თუ რამდენად სერიოზული ტრავმა აქვს. მას კოჭი გადაუბრუნდა და დაზიანება მიიღო. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ფეხბურთელები ინდივიდუალურად გცემენ პასუხს იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება და ვინ წავა. შეხედეთ მათ მატჩს, სურვილებს, თამაშის ხარისხს და ამაზე პასუხს თავადვე ძალიან მარტივად მიიღებთ."

წყარო: Goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: koksonn
6 მაი 2019 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
გაბრაზებულია ეტყობა კარგი დღე არ დაადგება ფეხბურთელების უმეტესობას
5
№2
ავტორი: batumski123
6 მაი 2019 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
ესეთი სასტავი მინდა მე
დეხეა (ობლაკი)-მუნიე-კულიბალი(ვარანი)-ლინდელოფი-შოუ-ერიქსენი(რაბიო)-პოგბა-ფერნანდეში-რ
აშფორდი-დიბალა(იკარდი)-სანჩო
2
№3
ავტორი: 100%Red
6 მაი 2019 18:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: batumski123
ესეთი სასტავი მინდა მე
დეხეა (ობლაკი)-მუნიე-კულიბალი(ვარანი)-ლინდელოფი-შოუ-ერიქსენი(რაბიო)-პოგბა-ფერნანდეში-რ

აშფორდი-დიბალა(იკარდი)-სანჩო

ნევესს ჩავამატებდი ვულვზიდან))))
0
№4
ავტორი: batumski123
6 მაი 2019 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
ციტატა: 100%Red
ციტატა: batumski123
ესეთი სასტავი მინდა მე
დეხეა (ობლაკი)-მუნიე-კულიბალი(ვარანი)-ლინდელოფი-შოუ-ერიქსენი(რაბიო)-პოგბა-ფერნანდეში-რ

აშფორდი-დიბალა(იკარდი)-სანჩო

ნევესს ჩავამატებდი ვულვზიდან))))

შეიძლება მაგრამ მე ფერნანდეში ბევრად ნია კლასნია უფრო
0
№5
ავტორი: ikeoni
6 მაი 2019 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Bevri wava bevri
0
№6
ავტორი: The Special One
6 მაი 2019 20:29
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ამას რაც უფრო ვარსვკლავ გუნდს მოუყვან უფრო უარეს შედეგს დადებს,არ არის სულშერი იუნაიტედის დონე და არც კონტრაქტი არ უნდა გაეფორმებინათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№7
ავტორი: GIOMU
7 მაი 2019 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ოლეს სინდრომი ოლეს სინდორმიო, სიდნრომი კი არა ახალი მოსული რომ იყო, ყველა დარობდა ცდილობდნენ რაღაცეები დაემტკიცებინათ და შედეგი გვქონდა, ახლა საერთოდ არ დარბიან და როგორ უნდა მოიგო ფეხბურთში თუ არ ირბინე? არ გვჭირდებიან ამომავალი ვარსკვლავები და არც უნიჭიერესი ტალანრი ფეხბურთელები. ჩვენ გვჭირდება მშრომელი მოთამაშეები, რომელსაც მარტივი ელემენტარულის გაკეთება მაინც შეუძლია, შრომაში და მონდომებაში ყველაფერს განივითარებენ და ვარსკვლავებიც რომ არ მოწყვიტონ ინდივიდუალურად ასეთი გუნდი ყოველთვის კარგ შედეგს დადებს გუნდურად.
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
7 მაი 2019 06:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: GIOMU

100%.მშრომელი ხალხის გარეშე ვერ შეარულებ ჩანაფიქრსაც.რაც არ უნდა გენიალური მოიფიქრო შესრულებით თუ არ შეასრულა ვინმემ წერე და იკითხე
0
№9
ავტორი: levionok
7 მაი 2019 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ოლემ ჩაისვარა! ასე დავიწყებდი ჩემს კომენტარს, ჩაისვარა მისმა არ აესებულმა ტაქტიკამ სად წავიდა მისი გათამაშაბული სამკუთხედები და ოთხკუთხედები და შემდეგ გრძელი პასები და ა.შ? არსენალთან რო დაიწყეს დაცვითი ფეხბურთი ვსიო ჯინაზე არ უხვევენ იმ ტაქტიკას. კი ბატონო ოლე დარჩეს მაგრამ იმ შემთხვევაში ხელმძღვანელობა მას თუ ანდობს 300-400 მილიონი ფუნტის განკარგვას( მაურინიოს არ ანდეს ბოლოს)სხვა შემთხვევაში უნდა წავიდეს! 8 ფეხბურთელი უცებ მახსენდება რომელიც უნდა წავიდეს, დამისახელეთ გუნდი რომელსაც ჩვენზე მძიმე ნახევარი ყავს? არ არსებობს ასეთი გუნდი და ხენტრში ყველამ დაგვახია ბურთი თავზე
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
7 მაი 2019 11:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: levionok
ოლემ ჩაისვარა! ასე დავიწყებდი ჩემს კომენტარს, ჩაისვარა მისმა არ აესებულმა ტაქტიკამ სად წავიდა მისი გათამაშაბული სამკუთხედები და ოთხკუთხედები და შემდეგ გრძელი პასები და ა.შ? არსენალთან რო დაიწყეს დაცვითი ფეხბურთი ვსიო ჯინაზე არ უხვევენ იმ ტაქტიკას. კი ბატონო ოლე დარჩეს მაგრამ იმ შემთხვევაში ხელმძღვანელობა მას თუ ანდობს 300-400 მილიონი ფუნტის განკარგვას( მაურინიოს არ ანდეს ბოლოს)სხვა შემთხვევაში უნდა წავიდეს! 8 ფეხბურთელი უცებ მახსენდება რომელიც უნდა წავიდეს, დამისახელეთ გუნდი რომელსაც ჩვენზე მძიმე ნახევარი ყავს? არ არსებობს ასეთი გუნდი და ხენტრში ყველამ დაგვახია ბურთი თავზე

სულ მაგას ვიძახდი ცენტრი გვყავს მძიმეზე მძიმე.პოგბა რამდენადაც დიდი ტალანტის არ უნდა იყოს მძიმეა ძაან ამას დამატებული მატიჩი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top