თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2019, 17:40
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2344,
კომენტარები: 14
"ისინი თავიანთი თამაშის ხარისხით თავად წყვეტენ საკუთარ ბედს"
ოლე გუნარის განცხადებით, "ოლდ ტრაფორდზე" "დიდი წმენდა" იგეგმება.
ნორვეგიელმა "იუნაიტედის" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ოლდ ტრაფორდს" სეზონის დასაწყისამდე ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. "იუნაიტედმა" გუშინდელი ფრეს შემდეგ ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსიც კი დაკარგა.

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ გულშემატკივარს მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის იმედი გაუჩნდა, თუმცა - უშედეგოდ. "იუნაიტედმა" ვერ შეძლო კარგი სტარტის შენარჩუნება და გუშინ პრემიერ ლიგიდან გავარდნილი გუნდის დამარცხებაც კი ვერ მოახერხა.

რა თქმა უნდა, შედეგებით იმედგაცრუებულია თავად ოლე გუნარიც. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაში მან აღნიშნა, რომ ფეხბურთელებისგან შრომასა და თავდადებას იღებს და ასევე იყო გუშინდელ მატჩშიც. უბრალოდ, "იუნაიტედი" საკმარისად კარგი ვერ აღმოჩნდა, რომ გამარჯვება მოეპოვებინა.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ ვინ გააგრძელებდა თამაშს მომავალ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" ოლე გუნარმა პასუხი არ გასცა. კონკრეტულად ალექსის სანჩესის შესახებ კი შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში ის უნდა ვნახოთ, თუ რამდენად სერიოზული ტრავმა აქვს. მას კოჭი გადაუბრუნდა და დაზიანება მიიღო. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ფეხბურთელები ინდივიდუალურად გცემენ პასუხს იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება და ვინ წავა. შეხედეთ მათ მატჩს, სურვილებს, თამაშის ხარისხს და ამაზე პასუხს თავადვე ძალიან მარტივად მიიღებთ."


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
7 მაი 2019 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სიტიმ ფერნანდესი იყიდა პაჩტი პორტუგალიელები დაევასა პეპს, ბერნარდომ გაუმართლა და აწვება.
იმედია რაითს მაინც დაგვითმობენ, მაგუაერსაც გვახევენ მგონი
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2019 17:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
პოლიტიკურ პარტიას გავს უკვე გუნდი
0
№13
ავტორი: onlyred
7 მაი 2019 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
გადავიდა ფეხბურთელების კრიტიკაზე ეთერში?

გადავიდა ფეხბურთელების კრიტიკაზე ეთერში?
0
№14
ავტორი: stepno
8 მაი 2019 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვნახოთ ვნახოთ იმედია წინა წელს როგორც "ვიაქტიურეთ" ტრანსფერებზე ეხლაც იგივე არ განმეორდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top