თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2019, 23:10
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2212,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" პოგბას შემცვლელს "ლესტერის" ფეხბურთელში ხედავს
"წითლები" შემადგენლობის მკვეთრად გაახალგაზრდავებას გეგმავენ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი სამიზნე "მონაკოს" ბელგიელი ფეხბურთელის იური ტილემანსის შეძენა იქნება - ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

ცენტრალური ნახევარმცველი მიმდინარე სეზონს, იჯარის წესით, ბრენდან როჯერსის "ლესტერში" ატარებს. "წითლები" ტილემანსს, პოლ პოგბას ალტერნატივად განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ფრანგის მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" ეჭვქვეშაა.

ვრცელდება ასევე ინფორმაციებიც, რომ 21 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვას "მელიები" 46 მილიონის სანაცვლოდ გეგმავენ, როგორც ჩანს "ლესტერს" ფეხბურთელის შესაძენად "იუნაიტედის" ბარიერის დაძლევა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში ტილემანსმა "ლესტერის" რიგებში, პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, პირადი აქტივი კი 3 გოლით და 5 საგოლე გადაცემით შეავსო.
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Old Red Devil
4 მაი 2019 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
კაია.ლიონიდან დემბელეს ანალოგიურ ფასად დათრევაც შეიძლება.ისე დეპაი რო დააბრუნონ რა მოხდება.
0
№2
ავტორი: Lalana
4 მაი 2019 23:37
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ანდერლეხტიდან მოყოლებული ძალიან მომწონს ეს ნახევარმცველი.არ იქნება ურიგო თუ მოიყვანენ.
0
№3
ავტორი: Malboro463
4 მაი 2019 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
კარგია მარა პოგბას შემცვლელად კიარ უნდა მოყვანა ცენტრში მეწყვილედ .
დრაქსელიც კაი ვარიანტი
0
№4
ავტორი: ikeoni
4 მაი 2019 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Rais pogbas shemcvleliii xoar gadaobt:))))
0
№5
ავტორი: dybbuk
5 მაი 2019 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ასეთი დონის ფეხბურთელები მანჩესტერში უნდა იჯდნენ სკამზე, ამან პოგბა როგორ უნდა შეცვალოს, ეს პიჟონი რომ ისე თამაშობდეს როგორც შეუძლია ტილემანსი მასთან რა მოსატანია საერთოდ
0
№6
ავტორი: datasta25
5 მაი 2019 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
რა პოგბას შემცვლელი, სად ერეკლე და სად ჩემი ცენზურა ამაზეა ნათქვამი, უმაგრესი ბიჭია მარა პოგბას შემცვლელი ამ ეტაპზე ფეხბურთში არარის, პოგბა რასაც აკეთებს იგივე არ შეუძლია არავის, და ვაფშე პოგბას შეცვლა რატო განიხილება მანჩესტერში მაგასაც ვერ ვხვდები, შემოუკრიბონ ირგვლივ ხალხი და ფეხბურთის ისტორიაში დატოვებს პოგბა თავის სახელს, არათუ მანჩესტერის, აბა ცენზურაებში აგერ მესი ვერაფერს აკეთებს ნაკრებში, ყველა ფეხბურთელს ირგვლივ გუნდი ჭირდება
0
№7
ავტორი: stepno
5 მაი 2019 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბოლო იმედებიც კი გადამეწურება თუ ამ გამოსირებულს მოიყვანენ პოგბას შემცვლელაად :(((((((( პოგბას გაყიდვა და მანჩესტერის მილანად გადაქცევა ერთი იქნებაა
0
№8
ავტორი: f.c.mu
5 მაი 2019 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
რა დაქლიაბულიც არ უნდა იყოს პოგბა არამგონია ამან შეცვალოს

1 წელი მაინც უნდა დატოვონ პოგბა და მოუყვანონ კაი იგროკები
0
№9
5 მაი 2019 18:11
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: f.c.mu
რა დაქლიაბულიც არ უნდა იყოს პოგბა არამგონია ამან შეცვალოს

1 წელი მაინც უნდა დატოვონ პოგბა და მოუყვანონ კაი იგროკები

ჩემპიონთა ლიგის მიღმა თუ დარჩება იუნაიტედი, ძალიან დიდი შანსია წავიდეს. თან ეპრანჭება რეალს, ზიდანსაც მოსწონს და კაროჩე რაა...

თან ყველაფერთან ერთად, არნახულ ხელფასს და 185-ს ჩამოდის პერესიო :( აი, ამის ფონზე როგორ შეინარჩუნებენ არ ვიცი ://
1
№10
ავტორი: ManchesterU
6 მაი 2019 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
მოვ... ეს პოგბას შემცვლელად, პოგბას ეს კი არა ვერავინ ვერ შეცვლის ძმაო, მესი რო მესია ეგ ვერ იგებს ნაკრებაში ვერაფერს და პოგბამ მარტომ რა უნდა ქნას 4 5 ფეხბურთელს დავტოვებდი მანჩესტერში მეტი ყველა გასაყრელია ჩემთვის, შოუებით იანგებით და ლინგარდებით მე თუ მკითხავ სადაც ვართ ისიც ზედმეტია ჩვენთვის და ამ გუნდა პოგბა სოლსკიაერი კი არა მამაღმერთი ვერ მოაგებინებს ვერაფერს იმიტომ რომ ეს არის 90 პროცენტი უკლასნო უინტელეკტო უჭკუო გუნდი რომელმაც იცის მარტო წინ პასი, ჩააწოდება და უკან პასი და ეგეც საკითხავია იციან თუ არა. მე ამ მანჩესტერიდან არ დამიწყია გულშემატკივრობა და ვიცი არც თქვენ მაგრამ მოდი სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ რო მილანზე მეტი არაფრით ვარ და არც ნაკლები უბრალოდ პოგბა და დეხეა გვყავს ი ვსო ერთი და იგივე ნაგავი თამაშობს იქაც და აქაც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top