თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2019, 23:10
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2212,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" პოგბას შემცვლელს "ლესტერის" ფეხბურთელში ხედავს
"წითლები" შემადგენლობის მკვეთრად გაახალგაზრდავებას გეგმავენ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი სამიზნე "მონაკოს" ბელგიელი ფეხბურთელის იური ტილემანსის შეძენა იქნება - ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

ცენტრალური ნახევარმცველი მიმდინარე სეზონს, იჯარის წესით, ბრენდან როჯერსის "ლესტერში" ატარებს. "წითლები" ტილემანსს, პოლ პოგბას ალტერნატივად განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ფრანგის მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" ეჭვქვეშაა.

ვრცელდება ასევე ინფორმაციებიც, რომ 21 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვას "მელიები" 46 მილიონის სანაცვლოდ გეგმავენ, როგორც ჩანს "ლესტერს" ფეხბურთელის შესაძენად "იუნაიტედის" ბარიერის დაძლევა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში ტილემანსმა "ლესტერის" რიგებში, პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, პირადი აქტივი კი 3 გოლით და 5 საგოლე გადაცემით შეავსო.
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2019 17:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე არაა ცუდი ფეხბურთელი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top