თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2019, 16:26
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2147,
კომენტარები: 19
"წარმოიდგინეთ სად იქნებოდა "იუნაიტედი" დავიდის გარეშე"
პიტერ შმეიხელი დე ხეას კრიტიკოსებს პასუხობს.
"წითელი ეშმაკების" ლეგენდა გაოგნებულია, რადგან ხალხი დე ხეას ადგილს ძირითადში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მისი განცხადებით, ესპანელი "იუნაიტედში" პრობლემა ნამდვილად არ არის.

"მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ყველას მოკლევადიანი ხედვების გამო. იმედგაცრუებული ვარ იმ ხალხის გამო, რომლებიც ფიქრობენ, რომ სოციალურ ქსელებში მსგავსი რამეების დაწერის უფლება აქვთ."

"მინდა, რომ ხალხს ვთხოვო, შეხედონ იმ გუნდს, სადაც ის თამაშობს, დააკვირდით თავდაჯერებულობის ხარისხს გუნდში. შემდგომ დააკვირდით ყველაფერს იმას, რაც დავიდმა გუნდისთვის გააკეთა. ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ის უბრალოდ ბრწყინვალე იყო."

"რა თქმა უნდა, მან დაუშვა შეცდომები და ეს ბუნებრივია. ეს ყველა მეკარეს მოსდის. მხოლოდ ორი მატჩი დარჩა და ხალხი კითხვებს სვამს იმის შესახებ ითამაშებს თუ არა დავიდი. იმედგაცრუებული ვარ ამ ხალხის გამო, რომლებმაც ასე მარტივად აიღეს ხელი ადამიანზე, რომელიც ამდენად კარგია. ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ."

"წარმოიდგინეთ "იუნაიტედი" დე ხეას გარეშე და მიხვდებით, თუ სად ვიქნებოდით დღეს სატურნირო ცხრილში. ეს კითხვა უნდა დასვათ და არა ის, ითამაშებს თუ არა დავიდი ძირითადში."

"მე მას ვერაფერში დავადანაშაულებ. ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში ის უბრალოდ ფანტასტიკური იყო და მსურს, ხალხმა მას უბრალოდ ამ დღეების გადაგორების უფლება მისცენ."

"ის არ არის პრობლემა, "იუნაიტედში" ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც უნდა აკრიტიკოთ, მაგრამ დე ხეა პრობლემა ნამდვილად არ არის."


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Mike
3 მაი 2019 16:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
დე ხეა უნდა დარჩეს love am ძლიერი სიტყვები იყო პიტერ ;) <3
0
№2
ავტორი: ikeoni
3 მაი 2019 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
რავი ამაზე უეჭველი და სწორი რა უნდა თქვა love
0
№3
ავტორი: bero123
3 მაი 2019 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
უეჭველი უნდა დატოვონ გუნდს თუ რამის მიღწევა უნდა
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
3 მაი 2019 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეს სეზონი მკვდარი არის უკვე და მომავალი სეზონიც რატომღაც ესე მგონია მომავალი სეზონი იმიტო რო ვერ შევდივართ ოთხეულში და ევროპის ლიგაზე რო ვიასპარეზებთ კარგი ტრანსფერები არ გამოვა არ მოისურვებენ ჩვენთან გადმოსვლას და ამ სასტავით რამდენი წელია ვწვალობთ უკვე თან გამოუცდელი ოლე და სტოკსიტის ფეხბურთელებით გატენილი მათი დონის არ ვფიქრობ უკვე რო ოლე შეძლებს ამ წუმპედან დაღწევას ესე მგონია რატომღაც.. წავა ლუკაკუ წავა დეხეა წავა პოგბა და 10 წელი ამ გუნდს არაფერი არ ეშველება 7 წელია რო გუნდი ტოპ გუნდი აღარააა სხვა ფეხბურთი მიდის 21 სააკუნეში თანამედროვე მწვრთნელი გვინდა როგორიც აიაქსისაა როგორიც გვარდიოლააა აახლებენ თავიანთ ფილოსოფიებს ეგ არის ამ სააკუნის ფეხბურთის დინება ძველში ჩარჩენა კი გუნდი დაღმასვლააა ამიტო ვფიქრობ რო ოლე უნდა წავიდეს პირობა პირობააა რომელიც 3 წლიან კონტრაკტს ექვემდებარება ოლეს მარა ჯობია რო არ ჩავყაროთ ეგ სამი წელი ისევ წყალში გვეწევა გუნდები ტიტულებით ეს ლივერპული კი წელს ვერ მოიგებს ეპლს მარა ესე ძლიერი დარჩება კლოპის ხელში მრავალი წელი ამიტო არ გვქონდეს იმის იმედი რო ვერ დაგვეწევიან ტიტულებით მარა ფაქტი სახეზეა ესე თამაშით ესე ტრენერების ცვლით გუნდი ტუპტა ხდება
0
№5
3 მაი 2019 19:54
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ნებისმიერს შეიძლება ასე დაემართოს... უბრალოდ ჩავარდნა აქვს და მოიხოდება დარწმუნებული ვარ. დავითა იუნაიტედის კაცია და არსად წამსვლელიც არ არის.
0
№6
ავტორი: shotkin
3 მაი 2019 20:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
+ კიდე ის ხალხი რო იძახით იიიი პოგბა უნდა წავიდეს იიი პოგბა უნდა გააგდოთო იმენა შნეიდერლენის დონის ღირსები თუარიყოთ მაგაზე მაღალი კლასი არ უნდა გეღირსოთ
0
№7
ავტორი: ikeoni
3 მაი 2019 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ციტატა: shotkin
+ კიდე ის ხალხი რო იძახით იიიი პოგბა უნდა წავიდეს იიი პოგბა უნდა გააგდოთო იმენა შნეიდერლენის დონის ღირსები თუარიყოთ მაგაზე მაღალი კლასი არ უნდა გეღირსოთ

100% <3
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
3 მაი 2019 21:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
შმეიხელის პათოსი გასაგებია მაგრამ ხალხს პიტერ იცი რა აღიზიანებს?რა და ის რომ მუდამ გაქცევაზე აქვს ამ კაცს თვალი.კარგი გავიგე რო ტიტულები უნდა და ამ მხრივ რაღაცით გააპრავო მისი მხარე მაგრამ ვერ ვხვდები რა ტიტული უნდა საფრანგეთის ჩემპიონობა და თასი?ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს.როდესაც პიტერ იმას ამბობ ეს ხალხი რამ დააბრმავაო,კი არ დაბრმავდა ხალხი უბრალოდ ახსოვთ ლამის მთელს ფანობას რო სახვეწარი ქონოდა რომ დარჩენიკიყო და მაინც მიდიოდა ფაქსით რომ არ ეჩათლახათ ბოლოს.აი ასეთების მიმართ ხალხი კრიტიკულია და ეს სავსებით ჯანსაღია.არა ჯანსაღი მხოლოდ ისაა რომ ტიპს ორი თამაშის თუნდაც 5 თამაშის გამო რომ მიწასთან გაასწორებ.ხალხს აქვს განცდა რომ სეგნებულად აკეთებს ამას აბა არ მახსოვს ერერას ან მატას თუნდაც სმოლინგის შეცდომების გამო ხალხს ამხელა გამოხმაურება ქონოდა.არ შეიძკება დასკვნების კეთება ისე თითქოს სიმართლის უზენაესი ინსტანცია იყო.თან ამას ლაპარაკობდეს კაცი რომელმაც ეომელ გუნდს მიაშურა ჩვენს შემდეგ გემახსოვრებათ.ასე რომ ეს პათეტიკური გამოსვლა თუ ვინმესთვის რამეს ნიშნავს, ჩემთვის არა...
0
№9
ავტორი: JuanMata
4 მაი 2019 02:03
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi


გეთანხმები, ყველაზე ნერვების მომშლელი დეხეას გაურკვეველი სიტუაციაა და თან უყურებ და ხვდები, რომ რაც კონტრაქტზე დაიწყო საუბარი, იმის შემდეგ დაკარგა კონცენტრაცია.
დეხეა რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგაში ეჭვი ნამდვილად არ შემეპარება, როგორც არ უნდა ეთამაშა ეს მატჩები, მაგრამ როცა პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, თან ამხელა სტატუსით, უნდა მოახერხო და კონცენტრირდე იმ სამუშაოზე, რასაც იმ წამს აკეთებ. იგივე სიტუაციაში არიან ერერა და მატა, ეტყობოდათ რამე დაბნეულობის წინა თამაშში? ორივე ბოლომდე დაიხარჯა და თავისი მოვალეობა შეასრულა.

არ მჯერა, რომ ძალით აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ მოტივაცია დაკარგა, როგორც იმ ფაქსის მოვლენების დროს აურია და სკამზე იჯდა გარკვეული დრო. ძალით გაჩერებული არც დეხეა მინდა და არც მესი.
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
4 მაი 2019 12:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისეთი მოტივირებული ვეღარაა, შევა ფორმაში ისევ, მთავარია წასვლა არ უნდოდეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top