თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2019, 16:26
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2148,
კომენტარები: 19
"წარმოიდგინეთ სად იქნებოდა "იუნაიტედი" დავიდის გარეშე"
პიტერ შმეიხელი დე ხეას კრიტიკოსებს პასუხობს.
"წითელი ეშმაკების" ლეგენდა გაოგნებულია, რადგან ხალხი დე ხეას ადგილს ძირითადში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მისი განცხადებით, ესპანელი "იუნაიტედში" პრობლემა ნამდვილად არ არის.

"მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ყველას მოკლევადიანი ხედვების გამო. იმედგაცრუებული ვარ იმ ხალხის გამო, რომლებიც ფიქრობენ, რომ სოციალურ ქსელებში მსგავსი რამეების დაწერის უფლება აქვთ."

"მინდა, რომ ხალხს ვთხოვო, შეხედონ იმ გუნდს, სადაც ის თამაშობს, დააკვირდით თავდაჯერებულობის ხარისხს გუნდში. შემდგომ დააკვირდით ყველაფერს იმას, რაც დავიდმა გუნდისთვის გააკეთა. ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ის უბრალოდ ბრწყინვალე იყო."

"რა თქმა უნდა, მან დაუშვა შეცდომები და ეს ბუნებრივია. ეს ყველა მეკარეს მოსდის. მხოლოდ ორი მატჩი დარჩა და ხალხი კითხვებს სვამს იმის შესახებ ითამაშებს თუ არა დავიდი. იმედგაცრუებული ვარ ამ ხალხის გამო, რომლებმაც ასე მარტივად აიღეს ხელი ადამიანზე, რომელიც ამდენად კარგია. ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ."

"წარმოიდგინეთ "იუნაიტედი" დე ხეას გარეშე და მიხვდებით, თუ სად ვიქნებოდით დღეს სატურნირო ცხრილში. ეს კითხვა უნდა დასვათ და არა ის, ითამაშებს თუ არა დავიდი ძირითადში."

"მე მას ვერაფერში დავადანაშაულებ. ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში ის უბრალოდ ფანტასტიკური იყო და მსურს, ხალხმა მას უბრალოდ ამ დღეების გადაგორების უფლება მისცენ."

"ის არ არის პრობლემა, "იუნაიტედში" ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც უნდა აკრიტიკოთ, მაგრამ დე ხეა პრობლემა ნამდვილად არ არის."


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
19 კომენტარი
№11
ავტორი: M.Rashford
4 მაი 2019 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
რეალია თუ მანჩესტერი ვერ გავიგე დავიბენი... ეგრე რეალს ჩვევია ერთი ჩავარდნა და გაშვება არ დაფასება. დე ხეას დაუფასებლობა უბრალოდ არ შეიძლება. გუნდს აქვს მთლიანად პრობლემა ეს ბოლო კვირეებია და მეკარე რას უშველის. ასაღები ბურთი კიდევ ყველას გადის, მეკარე დამისახელეთ ვისაც ბავშვური ბურთი არ გაუშვია, ეგეთი არ არსებობს. მანჩესტერი დაზარალდება თუ გაუშვებენ, თორემ დე ხეა გუნდს კი იპოვნის...
0
№12
ავტორი: gogita1991
4 მაი 2019 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ტოტენჰემმა წააგო
0
№13
ავტორი: datasta25
4 მაი 2019 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
სასწაულები ხდება ლიგაში, ტოტემ წააგო, შემდეგი თამაში ევერტონთანააქვს რომელიც სასწაულ ფორმაშია, არვიცი არვიცი, შეიძლება რაღაც შანსი მართლა გვაქ :დ
0
№14
ავტორი: 100%Red
4 მაი 2019 17:24
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მოგვეგოოო ესდედანატირებიიი ჩელსისთაააან რაიქნებოდააა rage
პედროს გაუხმა ის თავი
0
№15
ავტორი: Alex26
4 მაი 2019 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
დე ხეა მანჩესტერის კაცია უნდა დარჩეს! am
0
№16
ავტორი: Lalana
4 მაი 2019 17:35
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ვაახ მართლაც რომ საინტერესოა.ჯერ კიდევ არის იმის იმედი რომ ოთხეულში შევიდეთ.აი ამ უაზრო თამაშებიდან ერთიც რომ მოგვეგო უკვე ოთხეული გარანტირებული გვექნებოდა,თუ რა თქმა უნდა, ამ ჰადერსფილდთან და კარდიფთანაც არ მოიაქმებენ.
0
№17
ავტორი: datasta25
4 მაი 2019 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: Lalana
ვაახ მართლაც რომ საინტერესოა.ჯერ კიდევ არის იმის იმედი რომ ოთხეულში შევიდეთ.აი ამ უაზრო თამაშებიდან ერთიც რომ მოგვეგო უკვე ოთხეული გარანტირებული გვექნებოდა,თუ რა თქმა უნდა, ამ ჰადერსფილდთან და კარდიფთანაც არ მოიაქმებენ.

პროსტა რის გამოო რის გამოო,რა თამაშები წავაგეთ და ფრე მერე ჩელსისთან თორე 100%იანი გარანტირებული გვექნებოდა 4ული yuno wassat
0
№18
ავტორი: zaali87
4 მაი 2019 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ჩემი აზრით დეხეას დარჩენა წასვლის საკითხი დამოკიდებულია 100 % ფეხბურთელზე !

საკითხი უნდა დაისვას ესე თუ ამ ზაფხულს კონტრაქტის გახანგრძლივებას არ მოაწერს ხელს მაშინ 100 % უნდა გაუშვან გუნდიდან რადგან ეს იმის პირდაპირი გამოხატვა იქნება რომ გუნდიდან უნდა წასვლა და თან შემდეგ წელს უფასოთ რომ არ გაუშვან აუცილებელია წელსვე წავიდეს (50 - 70 მ ფარგლებში თავისუფლად გაიყიდება)

ამ საზაფხულო ტრანსფერების დროს აუცილებელია გუნდმა მაქსიმალურად ბერვი ფეხბურთელი შეიძინოს და ყველა თუ არა უმეტესობა წამსვლელი ფეხბურთელები (ფეხბურთელები ვისაც წასვლა უნდა გუნდიდან) გაუშვას !

შეცდომები ყველას მოსდის და დეხეას გაშვება დარჩენა ამ შეცდომებმა არ უნდა გადაწყვიტოს! თუმცა ამ ბოლო პერიოდში რომ არ ყოფილიყო აგორებული დე ხეას წასვლის კამპანია თითქმის დარწმუნებული ვარ რომ სოლშერი 1-2 თამაშს გამოატოვებინებდა და ცოტას ამოასუნთქებდა ... ეხლა მისი სკამზე დასმა უკვე იმდენ კითხვას ბადებს რომ ამის გაკეთება ძალიან რთულია მენეჯერისთვის !
0
№19
ავტორი: Lalana
4 მაი 2019 17:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: datasta25
ციტატა: Lalana
ვაახ მართლაც რომ საინტერესოა.ჯერ კიდევ არის იმის იმედი რომ ოთხეულში შევიდეთ.აი ამ უაზრო თამაშებიდან ერთიც რომ მოგვეგო უკვე ოთხეული გარანტირებული გვექნებოდა,თუ რა თქმა უნდა, ამ ჰადერსფილდთან და კარდიფთანაც არ მოიაქმებენ.

პროსტა რის გამოო რის გამოო,რა თამაშები წავაგეთ და ფრე მერე ჩელსისთან თორე 100%იანი გარანტირებული გვექნებოდა 4ული yuno wassat

ძაან უაზროდ მივაყარეთ წაგებები.იქით ვერტონთან შერცხვენა და რა ვიცი რაა.ამ არსენალისა და ჩელსის საცოდაობასაც რომ ვუყურებ როგორ ვერ უნდა შევიდეთ ოთხეულში?აი ეს ხანგრძლივი ჩავარდნა რომ არა უკვე განაღდებული გვექნებოდა ოთხეული,ეგ კი არა ხომ ხედავ ტოტენჰემიც აგებს და მესამეზე გადასვლის შანსიც კი გვქონდა.ჩელსისთან ყველა შმთხვევაში მოსაგები თამაში იყო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top