ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა "მანჩესტერ იუნაიტედი" ითამაშებს თუ არა ლიგაზე, "წითლები" ფეხბურთელების მიზიდვას მაინც შეძლებენ.
"იუნაიტედის" იმედები "ჩელსიზეა" დამოკიდებული. თუ "ლურჯები" ორივე მატჩში დამარცხდებიან და "წითლები" გაიმარჯვებენ, მაშინ "ეშმაკები" ოთხეულში მოხვდებიან. თუმცა სოლსკიაერის განცხადებით, ეს ფაქტი ტრანსფერებზე გავლენას არ მოახდენს.
"ჩვენ შეიძლება ვიყოთ ან არ ვიყოთ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ეს ტრანსფერებზე გავლენას ვერ მოახდენს."
"რომ იცოდეთ რამდენი ფეხბურთელის აგენტი დაგვიკავშირდა და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა გაოცებული დარჩებოდით. ამ ფეხბურთელებს ჩვენთან თამაშის დიდი სურვილი აქვთ, მათ უყვართ "იუნაიტედი".
"ყველამ იცის, თუ რა პოტენციალი აქვს ამ კლუბს და რამდენად დიდებულ გუნდზეა საუბარი. საბოლოოდ, აუცილებლად დავუბრუნდებით კარგ და ნათელ დღეებს."
"დიახ, ახლა ძალიან რთული მომენტი გვაქვს, ძალიან ცუდ ფორმაში ვართ. იყო სეზონები, რომლებშიც "იუნაიტედმა" იმ სიმაღლეს ვერ მიაღწია, რომლისთვისაც უნდა მიეღწია. მაგრამ ახლა ყველაფერი ჩემსა და კლუბზეა დამოკიდებული და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ."
"შეიძლება წინ ჩემპიონთა ლიგის გარეშე ჩატარებული სეზონი გველის, ვინ იცის? მაგრამ ფეხბურთელებს მაინც უნდათ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და რომ ჩამოგითვალოთ მათი ვინაობა გაოცებულიც დარჩებით."
"რაც შეეხება სპორტული დირექტორის პოზიციას, ბოლოს მაინც მე ვწყვეტ ვინ დარჩება და ვინ წავა. ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს. ყველაფერი იდეალურად მიდის."
"თქვენ რომ დაგიჯეროდთ 250 ფეხბურთელი უნდა შევიძინოთ! მაგრამ ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ შევიძენთ ფეხბურთელებსაც, რომლებზეც თქვენ არაფერი დაგიწერიათ."