თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2019, 22:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2054,
კომენტარები: 12
დე ხეა კლუბს ამ შემთხვევაში დატოვებს
ესპანელს ევროპა ლიგზე ასპარეზობა არ სურს.
დე ხეა კლუბს ამ შემთხვევაში დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კარის დარაჯი დავიდ დე ხეა, ფრანგული "პსჟ"-ეს ინტერესთა სფეროში მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც იქნება.

სატრანსფერო ჭორებს ამყარებს ის ფაქტიც, რომ მეკარე ბოლოდროინდელი მატჩებია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას. სპორტული ტაბლოიდები კი ამ ყველაფერს, გუნდიდან წასვლის სურვილს უკავშირებენ.

Paris United-ი ავრცელებს ინფორმაციას რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება იმის თქმა, რომ ფეხბურთელის აგენტსა და არაბი შეიხის კლუბის წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკებები უკვე შედგა. კერძოდ, ფრანგულ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ენრიკე ანტერომ, დე ხეას ზღაპრული ხელფასიც შესთავაზა.

თუმცა, გავრცელებული ცნობების თანახმად, დე ხეას "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლა მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, მოახერხებს თუ არა გუნდი, მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას.

მიმდინარე კონტრაქტი მეკარეს "მანკუნიანელებთან" 2020 წლამდე აქვს გაფორმებული.
ჭორები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 მაი 2019 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
და მაინც მგონია რო უყვარს ჩვენი გუნდი და არსად არ წავა...
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
1 მაი 2019 22:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლიგის მიღმა დარჩენა მარტო ლიდერების წასვლის საშიშროება კი არა, კარგი ფეხბურთელების არ მოსვლის საშიშროებაცაა. ამიტო უნდა გამოეყენებინათ ჩელსი-არსენალის ქულების კარგვა, ამიტო უნდა მოეგოთ ჩელსისთან და უაზროდ არ გაენიავებინათ ამდენი შანსი მარა დაკვირვებლი ვარ ასეთი კარგი შანსი როცა ჩნდება ხოლმე ვერასდროს ვერ იყენებენ. მიდი და გაამტყუნე თუნდაც დე ხეა რო წასვლა უნდა (მიუხედავად იმისა რო ბოლოს დროს მოწოდების სიმაღლეზე ვერაა და მაგაზეცაა პასუხისმგებლობა). რა ამბიციები და მოლოდინი უნდა გქონდეს, ტიტულები უნდა დავიდს, ამდენი წელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და რა მოიგო?! პოგბას უნდა კარგი პარტნიორები, ლუკაკუს უნდა სწორი გამოყენება და არა ფლანგზე სირბილი და სხვითვის მაღალი პასების კეთება, როცა ამას ლუკაკუზე უნდა აკეთებდეს ვინმე... უმოტივაციოდ და უბრძოლველად დაკარგეს ლიგის საგზური, ჩელსისთან თამაშზე რო ნერვები მომემეშალა და მეწყინა იუნაიტედის ასე უნიათო თამაში, ასე ლიგის ფინალების წაგება არ მწყენია. ამდენი და ასე კარგი შანსი უნდა გამოეყენებინათ, ამას არ უნდა ბევრი ფილოსოფოსობა, ოლემაც აურია ბოლოს, ბევრს არაფერს ვითხოვდი მისგან მარა რა მოცემულობაც ბოლო ტურების ფონზე იყო, აქედან ლიგაზე უნდა გასულიყვნენ. არ მოინდომეს ფეხბურთელებმა და ეს კარგად ჩანდა, პოლიტიკოსებივით რო გამოვლენ და ჩვენ მანჩესტერი ვართ და ა.შ. არ ითამაშეს ბოლომდე, ოლემაც ვერ დამუხტა გუნდი ბოლოს როგორც ჩანს. ცუდია, ძალიან ცუდია, როცა რაღაცის იმედი გაქვს და ბოლოს ისე ხდება ლიგაზეც ვერ გადიან. თებერვალში ამას არ მოვითხოვდი, მარა ისეთი სიტუაციიდან ვერ შევიდნენ ოთხეულში რო აღარაფერზე აღარ უნდა ქონდეთ პრეტენზია.
2
№3
ავტორი: men1me
1 მაი 2019 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ხოდა ლიგა თუ გინდოდა გაგეხილა წესივრად თვალები შე მზეო
2
№4
ავტორი: Dato kutaisi
2 მაი 2019 01:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ლუზერპული მართლა ლუზერპულია.მაგრამ შემეცოდნენ ადამიანურად.აი ბარსა კი იღბალა გუნდია სასტიკად რა.ჩვენნაირ გაფარჩაკებულ გუნდთანაც კი იყო მომენტები რომ შეიძლება ცუდად წასვლოდათ საქმე მაგრამ მაინც ისე გამოუვიდათ როგორც აწყობდათ.იმედი მაქვს ტოტე აიაქსის გამარჯვებული აწევს თასს ეს იქნება სამართლიანი ყველა გაგებით
0
№5
ავტორი: datasta25
2 მაი 2019 01:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მოკლედ ვისაც გისწორდებათ რო მესი რონალდუს ეპოქაში უყურეთ ფეხბურთს გაგისწორდეთ ძმაო, მე პირადად არ მისწორდება, ერთი რეალში მეორე ბარსაში და ტიპებმა გადაუარეს მსოფლიოს, კონკურენცია არარსებობს, ჯერ რონალდუ და მესია და მერე დანარჩენები, იდეალურად აწყობილი ლივერპული გადის, თავზე აჯდება მოწინააღმდეგეს და ტიპი 2 გოლს იტანს და მორჩა თამაში, რაარის ამაში მაგარი ვერ ვხვდები, რა ჯობდა იმას ყველა გუნდი ერთმანეთს რო ეპაექრებოდა, ყველა კაი გუნდი როიყო და ყველას შანსი რო ქონდა, მესი არის ფეხბურთის ღმერთი, ტიპი მართლა არანორმალურია, ვანდაიკი ვაფშე სასწაულია ძმაო, ტიპმა ვინმე მესი არ გამცდესო და გაიქცა და პაძელნიკს მიუთითა შენ მიდი მაგასთანო.

ეს ისე და რაც შეეხება მანჩესტერს, კაროჩე ამ თამაშ რო ვუყურე (ბარსა-ლივერპული) მართლა ვერ აეწყობა გუნდი 1 სატრანსფერო ფანჯარაზე და ვერც ორზე რა, ბარსას სკამს რო შეხედავ კაცი მანდ მიხვდები სად ტრაკში ვართ ჩვენ და სად არიან ისინი, ბარსას სკამი რო მოგვცეს კაცმა ყველას ძირითადში დავაყენებდით და 4ჯერ ძლიერი გუნდი ვიქნებოდით და წარმოიდგინეთ რამდენია გასაკეთებელი რო ამათ მოუგო, კაროჩე ერთი 5 წელი ალბათ ვერც ვიფიქრებთ ლიგაზე.

მგონია რო პრემიერ ლიგას მალე დაემართება ლალიგა, და გამოიკვეთება 2-3 ძლიერი გუნდი და დანარჩენები ჩაკვდებიან, ხოდა სანამ დროა ამ ძლიერ გუნდებში უნდა შევერიოთ თორე ჩავიკეცებით სამუდამოდ, მაგრამ მე პირადად მაქ იმედი, იმიტო რო 21 საუკუნე არის ფული, და მანჩესტერს ერთი რაც არუჭირს ფულია, სუ ხარჯავენ და კიდე ბევრს დახარჯავენ, ამიტომ სწორი მიდგომა და ერთ მწვრთნელზე მინდობაა საჭირო, ვაცადოთ სულშერს, იცის მაგ კაცმა, მარსიალს გაუტრაკა, ჩელსისთან მატჩის წინ იდგა და არ ვარჯიშობდა და სპეციალურად არ შემოიყვანა თამაშში, შეიძლება სუ ტყუილად ჩანს რო ლმობიერია და შიგნით რასაკეთებს კაცმა არიცის, მოკლედ ვნახოთ რა, ფული უნდა დაიხარჯოს.

დეხეას ვერც ვამართლებ ვერც ვამტყუნებ, უნდა ტიტული ამ კაცს მართლა, მარა ლიგაერთის მოგება რამდენდ კაი ტიტულია არ ვიცი. დათუნა მინდა რო დარჩეს, მაინც ჩვენი ბიჭია, თორე ცივი გონებით თუ შევხედავთ ობლაკი მოიყვანონ და ჩვენი კარი უფრო დაცული იქნება ვიდრე ესეთი დეხეას ხელში, პროსტა გვიყვარს და ამდენი ხანია ერთგულად დგას ჩვენ კარში თორე, დღეს შეუცვლელი არავინ არარის.
1
№6
ავტორი: levionok
2 მაი 2019 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ამან რო თქვას ლიგაზე ვერ გავედით და მივდივარო უნდა დახვრიტო ეგრევე! არავინ არ მითხრას მერე რა შეცდომაო და ადეო და ისეო, მაგას არ ვამბობ უმაღლესი დონეა და მაგარია და მანცესტერის უდავოდ საუკეთესო მოთამაშეა თუმცა ლიგაზე ვერ გასვლა დეხეას დანაშაულის გარეშე არ იქნება და ამ ფონზე რომ ტავას ლიგაზე ვერ გავედით და უნდა წავიდეო რბილად რომ ვთქვათ უნამუსობა იქნება!
1
№7
ავტორი: CHEPE
2 მაი 2019 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ციტატა: Dato kutaisi
ლუზერპული მართლა ლუზერპულია.მაგრამ შემეცოდნენ ადამიანურად.აი ბარსა კი იღბალა გუნდია სასტიკად რა.ჩვენნაირ გაფარჩაკებულ გუნდთანაც კი იყო მომენტები რომ შეიძლება ცუდად წასვლოდათ საქმე მაგრამ მაინც ისე გამოუვიდათ როგორც აწყობდათ.იმედი მაქვს ტოტე აიაქსის გამარჯვებული აწევს თასს ეს იქნება სამართლიანი ყველა გაგებით

ხოდა ბარსას ფინალის წაგებაა??:დ:დ:დ ძაან რთულია თუნდაც ივარაუდოს კაცმა მხოლოდ ამ ორ გუნდს შორის გასული აწევს ლიგას და დიდი ალბათობით ეს ბარსა იქნება
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
2 მაი 2019 02:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: CHEPE
ციტატა: Dato kutaisi
ლუზერპული მართლა ლუზერპულია.მაგრამ შემეცოდნენ ადამიანურად.აი ბარსა კი იღბალა გუნდია სასტიკად რა.ჩვენნაირ გაფარჩაკებულ გუნდთანაც კი იყო მომენტები რომ შეიძლება ცუდად წასვლოდათ საქმე მაგრამ მაინც ისე გამოუვიდათ როგორც აწყობდათ.იმედი მაქვს ტოტე აიაქსის გამარჯვებული აწევს თასს ეს იქნება სამართლიანი ყველა გაგებით

ხოდა ბარსას ფინალის წაგებაა??:დ:დ:დ ძაან რთულია თუნდაც ივარაუდოს კაცმა მხოლოდ ამ ორ გუნდს შორის გასული აწევს ლიგას და დიდი ალბათობით ეს ბარსა იქნება

ლოგიკურად ბარსა მოიგებს მაგრამ მინდა რომ არ მოიგოს და იცი რატომ?datasta25მა დაწერა ზემოთ შესანიშნავად ყველაფერი.ლივერპულმა რაც ეთამაშა მთელი 70 წუთი ის ვეთამაშეთ ჩვენ პირველ თამაშში 15 წუთზე მეტი მეორეში 15 ზე ნაკლები,მეტი ვერ გავქაჩეთ უკლასობამ გვიწია თორე აი დღეს თამაშით თუ რომელიმეს ეკუთვნოდა მოგება მიუხედავად იმისა რომ მძულს ლუზერპული,სწორედ ისინი იყვნენ.მაგრამ რა გინდა აგერ მეორე თამაშში 2 წუთში გვქონდა 2 100%საგოლე შანსი და ჩვენმა ვარსკვლავბიჭუნებმა ცენზურაეს და მერე რაც დაგვმართეს გავდა შედეგით მაინც დღევანდელ თამაშს.4მა გუნდმა ითამაშა წელს ლიგაზე კარგი ფეხბურთი:აიაქსი,სიტი,ლუზერპული და ტოტე.ბარსას ფეხბურთი ფეხბურთის გარდა ყველაფერია.მესი არ ნიშნავს რო ბარსა თამაშობს.ამიტომაც არ მინდა ამათმა რომ მოიგონ და ზოგადად კატალონიელებზე მწყრალად ვარ,ბოლო ბოლო იმ ქვეყნის შვილი ვარ რომლის ფართობი ლამის კატალონიის ხელაა და ორი სეპარატისტული რეგიონი მაქვს.სეპარატიზმი 21ე საუკუნეში თან ისეთ ქვეყანაში რომლის ბიუჯეტში შენგან მხოლოდ ტურიზმიდან შემოსული თანხა შედის,გამოდის მის კმაყოფაზე ხარ და კიდევ დამოუკიდებლობას იძახი,უბრალოდ მიუღებელია ჩემთვის.აი ამას დამატებული ბარსას ფეხბურთელების ამ პოლიტიკურ ამბებში სრული ჩართულობა ეს ძაან მეზედმეტება და ბოლო ბოლო ორი ფინალის ჩვენზე მომგებ გუნდს არასოდეს დავუჭერ მხარს:))
0
№9
ავტორი: GIOMU
2 მაი 2019 04:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მაშინ უკვე შემცვლელი უნდა ვეძებოთ, 95% ვერ მოვხვდებით ლიგაზე და ესე იგი ესეც წავა, ამიტომ პიკფორდი მოიყვანონ ჯობია.
0
№10
ავტორი: mishiko1
2 მაი 2019 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
წავადა წავიდეს ერთი მაგის... ამას გუნდი სულ კიდია ფული უნდა და ფულს დამსახურება რომ უნდა ვერ ხვდება. ბოლო 7-8 შეხვედრა როგორც ჩაატარა რასაც იღებს იმის ნახევარიც არ ეკუთვნის, იწერებოდა დეხეა თუ წავიდა ობლაკს იყიდიანო თა გლეიზერები 120 მილიონს გამოყოფენო, ობლაკი ძალიან მაგარი კიპერია დეხეასავით გამოშტერება არ ჩვევია ხოლმე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top