თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2019, 17:55
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2557,
კომენტარები: 19
დავიდ დე ხეას შემცვლელი ნაპოვნია
ხელმძღვანელობამ ახალი მეკარისთვის 100 მილიონი ფუნტი გამოყო.
დავიდ დე ხეას შემცვლელი ნაპოვნია
ბოლო რამდენიმე თამაშია დავიდ დე ხეა თავის ფორმაში არ არის. რა თქმა უნდა, პრესამ არ დააყოვნა და ესპანელი მეკარე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვია. გარდა მისი ფორმიდან ამოვარდნისა, დავიდ დე ხეას კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს ეწურება. აქედან გამომდინარე, აქტიურად დაიწყო საუბარი "იუნაიტედში" დე ხეას შემცვლელზე.

როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" სერხიო რომეროს კანდიდატურით არ კმაყოფილდება და დე ხეას შემცვლელის შეძენას ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება. "წითლების" მთავარ სამიზნეს იან ობლაკი წარმოადგენს.

დავიდ დე ხეას შემცვლელი ნაპოვნია

შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეას კონტრაქტი 2020 წელს ეწურება. როგორც პრესა იტყობინება, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობასა და ესპანელ მეკარეს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც "Sky Sports" იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ატლეტიკოს" მეკარისთვის 100 მილიონი ფუნტი უკვე გაამზადა.

გადაწყვეტს თუ არა ესპანელი მეკარე დარჩენას "იუნაიტედისთვის" ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხელმძღვანელობამ მაინც აქტიურად დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა და მათ მთავარ სამიზნედ იან ობლაკი იქცა.
ჭორები, ტრანსფერები
19 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2019 18:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოსალოდნელი იყო ეს ჭორები
1
№2
ავტორი: datasta25
30 აპრილი 2019 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
გავუშვათ დავითი პსჟ-ში, პსჟს მოუგვარდება პრობლემა, დათუნაც ახალ გამოწვევებში იქნება, ჩვენ ობლაკი ვიყიდოთ, ყველას და ყველაფერს აწყობს ეს სიტუაცია, ჩვენც, პსჟ-საც და დათუნასაც. ჭირი იქა ლინი აქა
0
№3
ავტორი: Svanchester
30 აპრილი 2019 18:40
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
დავითი არსად არ მიდის !!!
0
№4
ავტორი: ikeoni
30 აპრილი 2019 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
არადა უეჭველი დარჩება love
0
№5
ავტორი: JuanMata
30 აპრილი 2019 20:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამ სიტუაციაში 100 მილიონის მეკარეში გადაყრა, ძაან უაზრობად მიმაჩნია.
დაცვა და ნახევარდაცვა გააძლიერონ და რომერო არავიზე ნაკლები მეკარე არაა, თან ახალგაზრდა მეკარე გვეზრდება კიდევ, ჩემპიონშიფის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
3
№6
ავტორი: batumski123
30 აპრილი 2019 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
რამოდენიმე სანდო წყაროზე ეავიკითხე რომ ანტინიო კონტე მოდის მანჩესტერშიო სეზონის ბოლოსო და რამდენად მართალია და თუ მართალია გსურთ თუ არა კონტეს მოსვლა ?
0
№7
ავტორი: dybbuk
30 აპრილი 2019 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დეხეა გადაწყვეტს წასვლას, ობლაკის მოსვლა ძალიან დიდი გაძლიერება იქნება ამ კონკრეტული პოზიციის, ფაქტიურად დანაკარგს ავსებ ისევ უმაღლესი დონის მოთამაშით, ობლაკი არავიზე ნაკლები მეკარე არაა და სამეულში ჩემთვის პირადად აუცილებლად შედის. რომეროს რაც შეეხება, მაგ კაცის იმედზე ყოფნა მემგონი არ ღირს, სასწაულს აიღებს და მერე ისეთ მიქარავს ჩაგიყრის წყალში ყველაფერს, იმ პორტუგალიელ მეკარეს რაც შეეხება, თუ მის დაწინაურებას აპირებენ ალბათ სულ ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, მთავარია რა გზას აირჩევს სულშერი
1
№8
ავტორი: LASHQARA
30 აპრილი 2019 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ფერგიმ გვახსოვს ალბათ რაც გააკეთა როცა მსოფლიოს გააცნო მაშინ ყველასთვის უცნობი ბიჭები, ბექემი, სქოულზი, გიგზი, ნიკი ბატი, ძმები ნევილები... ვნახოთ რა გზას აირჩევს ოლე გუნარი, მაგ გადაწყვეტილებას ერთი ადგილი ჭირდება. am
0
№9
ავტორი: batumski123
30 აპრილი 2019 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
მანჩესტერს ჩემი აზრით კონტე მოუხდება
0
№10
ავტორი: giorgi_mg
1 მაი 2019 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კონტე კიარა აიაქსის მწვრთნელი მოიყვანეთ, რას უშვება ტოტეს :)))
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top