თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2019, 17:55
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2568,
კომენტარები: 19
დავიდ დე ხეას შემცვლელი ნაპოვნია
ხელმძღვანელობამ ახალი მეკარისთვის 100 მილიონი ფუნტი გამოყო.
დავიდ დე ხეას შემცვლელი ნაპოვნია
ბოლო რამდენიმე თამაშია დავიდ დე ხეა თავის ფორმაში არ არის. რა თქმა უნდა, პრესამ არ დააყოვნა და ესპანელი მეკარე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვია. გარდა მისი ფორმიდან ამოვარდნისა, დავიდ დე ხეას კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს ეწურება. აქედან გამომდინარე, აქტიურად დაიწყო საუბარი "იუნაიტედში" დე ხეას შემცვლელზე.

როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" სერხიო რომეროს კანდიდატურით არ კმაყოფილდება და დე ხეას შემცვლელის შეძენას ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება. "წითლების" მთავარ სამიზნეს იან ობლაკი წარმოადგენს.

დავიდ დე ხეას შემცვლელი ნაპოვნია

შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეას კონტრაქტი 2020 წელს ეწურება. როგორც პრესა იტყობინება, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობასა და ესპანელ მეკარეს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც "Sky Sports" იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ატლეტიკოს" მეკარისთვის 100 მილიონი ფუნტი უკვე გაამზადა.

გადაწყვეტს თუ არა ესპანელი მეკარე დარჩენას "იუნაიტედისთვის" ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხელმძღვანელობამ მაინც აქტიურად დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა და მათ მთავარ სამიზნედ იან ობლაკი იქცა.
ჭორები, ტრანსფერები
19 კომენტარი
№11
ავტორი: rooney-scholes
1 მაი 2019 01:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: JuanMata
ამ სიტუაციაში 100 მილიონის მეკარეში გადაყრა, ძაან უაზრობად მიმაჩნია.
დაცვა და ნახევარდაცვა გააძლიერონ და რომერო არავიზე ნაკლები მეკარე არაა, თან ახალგაზრდა მეკარე გვეზრდება კიდევ, ჩემპიონშიფის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

100 %
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
1 მაი 2019 01:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აი გუნდი არის აიაქსი,მაგალითი სწორი მუშაობის
0
№13
ავტორი: Lalana
1 მაი 2019 01:44
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რა კარგი ბიჭია ზიეჩი.დიდი სიამოვნბით ვიხილავდი მანჩესტერში.ვიღაცეებში მილიარდების გადახდას ნორმალურ ფასში კი მოიყვანდნენ მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად.პოჩეტინოს კი მაინც ყოჩაღ,მორე ტაიმში აშკარად სხვაგვარად გადააწყო გუნდი,მაგრამ აიაქმაც მშვენივრად დაუკეტა თამაში.მოკლედ ორივე მწვრთნლი აშკარად მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.აიაქსში კი მხოლოდ ტენ ჰააგი არ არის ასეთი შედეგის მომტანი,სრულიად აიაქსის სამწვრთნლო შტაბია მოწოდების სიმაღეზე,ძაან მაგარი ფიზიკური მომზადება აქვთ,კომბინაციებშიც უძლიერესები არიან,ბურთის დაჭერაშიც,კონტრშეტევის დროსაც და თითქმის ყველა კომპონენტი თანაბრად ააქვთ განვითარებული,უბრალოდ გოლის გამტანი და ასე ვთქვათ მსგავს საშემსრუებლო კლასში მოიკოჭლებენ.
0
№14
ავტორი: GIOMU
1 მაი 2019 04:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ ეს სიმართლეა, ვფიქრობ პიკფორდი ობლაკს ბევრად ჯობია, თან ინგლისელია.
0
№15
ავტორი: PaLoMo
1 მაი 2019 09:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: batumski123
მანჩესტერს ჩემი აზრით კონტე მოუხდება

რა კონტე ღადაობ?ისეთი მწვრთნელია საჭირო ვისაც შეტევა უყვარს და არ დაცვაზე თამაში.

ციტატა: giorgi_mg
კონტე კიარა აიაქსის მწვრთნელი მოიყვანეთ, რას უშვება ტოტეს :)))

აიაქსს რაც შეეხება:ეს გუნდის ფილოსოფიაა ასეთი და მწვრთნელს ავალებენ,რომ ასე ითამაშონ თორე იმას კი არ ეუბნებიან ვიგებთ და 5კაცი დაცვაში ჩააყენეო.
თამაშობენ ლაღ და ლამაზ ფეხბურთს სიამოვნებთ ტიპებს თამაში და ესა ანამდვილი ფეხბურთი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№16
ავტორი: batumski123
1 მაი 2019 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
კონტე დაცვითი მწვრთნელი კი არის მაგრამ სულ სხვანაირია მაგას ავტობუსი არ ქვია კონტრშეტევებზე თამაშობს და მოუხდება მანიუს კონტე

კონტე დაცვითი მწვრთნელი კი არის მაგრამ სულ სხვანაირია მაგას ავტობუსი არ ქვია კონტრშეტევებზე თამაშობს და მოუხდება მანიუს კონტე
0
№17
ავტორი: JuanMata
1 მაი 2019 12:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
რა კარგი ბიჭია ზიეჩი.დიდი სიამოვნბით ვიხილავდი მანჩესტერში.ვიღაცეებში მილიარდების გადახდას ნორმალურ ფასში კი მოიყვანდნენ მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად.პოჩეტინოს კი მაინც ყოჩაღ,მორე ტაიმში აშკარად სხვაგვარად გადააწყო გუნდი,მაგრამ აიაქმაც მშვენივრად დაუკეტა თამაში.მოკლედ ორივე მწვრთნლი აშკარად მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.აიაქსში კი მხოლოდ ტენ ჰააგი არ არის ასეთი შედეგის მომტანი,სრულიად აიაქსის სამწვრთნლო შტაბია მოწოდების სიმაღეზე,ძაან მაგარი ფიზიკური მომზადება აქვთ,კომბინაციებშიც უძლიერესები არიან,ბურთის დაჭერაშიც,კონტრშეტევის დროსაც და თითქმის ყველა კომპონენტი თანაბრად ააქვთ განვითარებული,უბრალოდ გოლის გამტანი და ასე ვთქვათ მსგავს საშემსრუებლო კლასში მოიკოჭლებენ.

პოჩეტინოსი ყველაზე მეტად რაც მომწონს, ძალიან კარგად შეუძლია თამაშის წაკითხვა და სწორად შეცვლა. რამდენად მოაქვს შედეგი ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ გუშინ ტოტენჰემს, უკეთესი ფეხბურთელები რომ ჰყოლოდა, მინიმუმ ფრეს მაინც ითამაშებდა. მგონია, რომ ცოტა ნორმალურ გუნდში, სადაც ტრანსფერებს აკეთებენ და სკამზე ფეხბურთელები ეყოლება, მშვენიერ შედეგს აჩვენებს.

აიაქსზე გეთანხმები მეც, არ არის ეს გუნდი ერთი ადამიანის დამსახურება, ესაა კლუბის მენეჯმენტის, სპორტული დირექტორის და სკაუტების, სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი შედეგი, აწყობილი სტრუქტურა, სადაც ზუსტად იციან რა უნდათ, ვინ ჭირდებათ, როგორ უნდა ავარჯიშონ ფეხბურთელები და გამოიყენონ მათი ძლიერი მხარეები. რაც იუნაიტედს საერთოდ არ გააჩნია, ამიტომაც ყველა ფეხბურთელი რეგრესს განიცდის ჩვენთან და ყველა მწვრთნელი წარუმატებლად ცდილობს სიტუაცია გამოასწოროს.
მართალი იყო ჟოზე, როცა ამბობდა, მანიუს მეორე ადგილი, ჩემს კარიერაში საუკეთესო შედეგიაო.
0
№18
ავტორი: datasta25
1 მაი 2019 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489

გეთანხმები პოჩეტინოზე, პირველ ტაიმში ყველაფერს კითხულობს და მეორე ტაიმისთვის ზუსტად იმას ავალებს ფეხბურთელებს რაც საჭიროა, ოლე ძაან მიყვარს მარა რასაც ვუყურებ ეგ ძალიან დიდი პრობლემა გვაქ, მეოტე ტაიმში გუნდი უფრო სუსტი გამოდის და ჩემი აზრით მეორე ტაიმში ცუდად თამაში პირადად მწვრთნელის ბრალია ხოლმე.

კონტეს ფილოსოფიას ნამდვილად არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქ როგორი ტაქტიკით აგვათამაშებს თუ მოვა, ფაქტია რო ერთი ჩელსიდან გამოგდებული მწვრთნელი ვნახეთ და არ გამოგვადგა და არ მგონია მეორე შემთხვევაში რამე შეიცვალოს...
0
№19
ავტორი: Lalana
1 მაი 2019 13:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
JuanMata-არ შემიძლია არ დაგეთანხმო ორივე ნაწილში.აი გუშინ რა შემადგენლობითაც იყო გამოსული პოჩეტინო კიდევ კარგად ათამაშა გუნდი.ასე მგონია ამ გუნდისგან მაქსიმუმს იღებს და სხვა მწვრთნელი მაგ შემადგენლობით აქამდეც კი ვერ გაქაჩავდა.მაგ კაცს ბევრად მაღალი დონის ფეხბურელები რომ ჰყავდეს აქამდე შედეგიც დადებული ექნებოდა.ჯერ იქიდან დავიყოთ რომ ეს გუნდიც ხურდებში აქვს აწყობილი და წლევანდელ სეზონში ხომ ტრანსფერიც კი არ გაუკეთებიათ.ამის და მიუხედავად მაინც ორ ფრონტზე იბრძვის,ჩემპიონთა ლიგის უსაშინლესი ჯგუფიან გააღწია,მერვედ ფინალში მოუგო კარგ ფორმაში მყოფ დორტმუნდს და აგერ სიტიც გამოაგდო რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია.ყოჩაღ ამ კაცს,თითქმის სრულიად არაფრისგან შექმნა ანგარიშგასაწევი გუნდი და იმის და მიუხედავად რომ წამყვანი ფიგურები აკლია მაინც მშვენივრად ითამაშეს.სწორად აღნიშნე რომ კარგად კითხულობს თამაშს,გუშინ პირველ ტაიმში ვერც ბურთს ფლობდნენ და დიდად ვერც სახიფათოდ უტევდნენ,აი მეორე ტაიმში კი შეცვლებია გარეშე ისე გადააწყო გუნდი რომ სრულიად სხვა თამაში აჩვენეს.ძაან გული მწყდება რომ მასეთი მწვრთნელი მასეთი დონის გუნდშია,ახლა ჩვენ გვგონია რომ ტოტენჰემს რამე შემადგენლობა ყავს მაგრამ ნებისმიერი სხვა მწვრთნელი მაგ შემადგენლობით ასეთ დონეს ვერანაირად დადებდა.
რაც შეეხება მანჩესტერს,კარგა ხანია ამ გუნდს აღარ ააქვს ფილოსოფია და გადავედით სრულიად სვა რელსებზე,ქაოტურად ვიმატებთ ფეხბურთელებს,არ არსებობს განვითარების გეგმა,სრულიად აცდენილია ყველაფერი და ამიტომაც არ არის შედეგი.ჟოზემ კიდევ კარგად დადო ის ევროპის ლიგა და ქვეყნის ჩმპიონატში მეორე ადგილი,მაქამდე მეორე ადგილიც სანატრელი გვქონდა.უბრალოდ მისი სტილი არ ჯდებოდა მანჩესტერის ფილოსოფიაში,თორემ მისთვის რომ ეცლიათ და ზუსტად ის ტრანსფერები გაკეთებულიყო რაც მის სქემაში სწორად აისახებოდა მაშინ ბევრად მეტი შედეგიც იქნებოდა.მისი გაშვების მიზეზი კი თავისებურად მისი ხასიათიც იყო,მაგრამ მე თუ მკითხავ თავის დროზე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი კარგად მოაჯინა სკამზე და ასეთ ურთიერთობასაც შეეწირა ის.ყველაზე მეტად რაც გამიტყდა მაგ კაცისგან ეს იყო სევილიასთან წაგების შემდეგ ნათქვამი სიტყვები,მაგრამ ზოგადად რომ ავიღოთ არასოდეს უთქვამს მანჩესტერზე ცუდი და გაგდების და მიუხედავად რამდენჯერაც ჩვენზე ისაუბრა ერთხელაც არ წამოცდენია რაიმე ცუდი,ვანგაალისგან განსხვავებით.ისე კი სულ ამბობდა და აკრიტიკებდა ხელმძღვანელობას რაც სრულიად სამართლიანი იყო.კაცს გაუგრძელეს კონტრაქტი და ერთი ტრანსფერი დაუდეს მხოლოდ,თუ აღარ ენდობოდნენ მაშინ არც კონტრაქტი უნდა გაეგრძელებინათ,მაგრამ აი ასეთი იდიოტი მართველები გვყავს.

კონტეზეც მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა.დღევანდელ ფეხბურთში ძაან ძნელია კონტეს მსგავსი ტაქტიკოსის პოვნა.ესაა კაცი რომლიც ივენტუსი დააბრუნა თავის ადგილას,ესაა კაცი რომელმაც პოლ პოგბას ყველაზე კარგი ადგილი მიუჩინა გუნდში რომლის შედეგადაც მშვენივრად ათამაშდა.ესაა კაცი რომლმაც ჩაძირული იტალია მეოთხედ ფინალამდე გაიყვანა და გერმანიასთან პენლებში დამარცხდა,ახლა კი ვხედავთ სადაცაა იტალიის ეროვნული ნაკრები,ესაა კაცი რომელმაც პირველივე სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო და ისევე ფეხბურთელების ხუშტურების გამო მოიშორეს თავიდან.ძალიან მაგარი სპეციალისტია,მაგრამ გვეყო ამ დაცვითი ფეხბურთის ყურება და ამიტომაც მისი მოყვანის მომხრე არ ვარ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top