თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2019, 00:21
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2464,
კომენტარები: 17
სოლსკიაერი: "უნდა დამესვა თუ არა დე ხეა სათადარიგოზე?"
ოლე გუნარი "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ.
სოლსკიაერი:
პრემიერ ლიგის რიგით 36-ე ტურში, ოთხეულისთვის მებრძოლმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" საქმე ძალიან გაირთულა. მასპინძლებმა "ოლდ ტრაფორდზე", ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი, კიდევ ერთი გუნდი ლონდონის "ჩელსი" მიიღეს და მაურიციო სარის კლუბთან ქულები გაიყვეს, შეხვედრა მინიმალური საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან თავი ხუან მატამ გამოიჩინა, ხოლო სტუმართა მიერ გატანილ გოლში, უდიდესი წვლილი "წითელი ეშმაკების" ესპანელმა კიპერმა დავიდ დე ხეამ შეიტანა. დე ხეა რუდიგერის შორეულ დარტყმას შესაფერისად ვერ დაუხვდა, რის შემდეგაც გამოვარდნილ ბურთზე მარკოს ალონსომ იმოქმედა და ბურთი "წითლების" კარის ბადეში გაეხვა, პირველ ტაიმში გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ნორვეგიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ დე ხეას სათადარიგო სკამზე ვერ ხედავს და მისი რომეროთი ჩანაცვლების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

"შეიძლებოდა თუ არა, რომ დე ხეა სათადარიგო სკამზე დამესვა? არა. დევიდი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ფანტასტიკური მეკარეა. მან "სიტისთან" თამაშის შემდეგ კარგი რეაქცია გამოავლინა, რის შემდეგაც მე მასში დარწმუნებული ვიყავი. მან იცის, რომ ნებისმიერ გაშვებულ გოლზე შეიძლება მიიღო დარტყმა, ეს ჩვეულებრივი სამუშაო მომენტია.

ისევე როგორც "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში, კარგად შევედით თამაშის მსვლელობაში, თუმცა საკუთარი რიტმის პოვნა ვერ შევძელით. ჩვენ გვჭირდებოდა შესამჩნევად მაღალი ტემპი, ამავდროულად ინტენსიური ქმედებები, ჩვენ ამის მიღწევა ვერ შევძელით".
- ციტირებს Sky Sports - ოლე გუნარის სიტყვებს.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
29 აპრილი 2019 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ერთადერთ გამოსავალს ვხედავ რო გლეიზერები გუნდიდან წავიდნენ და გუნდმა ახალი ისტორიის წერა დაიწყოს ძალიან ბევრი ფულის ხარჯვით, იმიტორო ამის გარეშე არაფერი არ გამოდის.
იწერება თან რომ ჯეფ ბეზოსს უნდაო და ვნახოთ რა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს რო, შემდეგი 2 შეხვედრა ახალგაზრდებისთვის მიცემული შანსი იქნება, ძალიან დიდი იმედი მაქვს!! გომესი, ჩონგი, გრინვუდი და ბიჭები გამოიყვანოს.
0
№2
ავტორი: ikeoni
29 აპრილი 2019 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
წინა სეზონებში თუ დეხეა პირადად აგროვებდა ქულებს დღესდღეობით სამწუხაროდ ამის შეცდომები გვტოვებს ლიგის მიღმა:(((
1
№3
ავტორი: GIOMU
29 აპრილი 2019 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
დეხეა რომ კარგად თამაშობდა შესაბამისი ანაზღაურებაც დაფასებაც და აღიარებაც მოიპოვა მაგრამ ახლა რომ ასე თამაშობს და მისი შეცდომების გამო ძალიან დიდი ზიანი ადგება გუნდს ხომ არ უნდა გადავაყოლოთ ყველაფერი, ჯობია ცოტახანი სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს და ზაფხულშიც გაირკვევა მერე დარჩება თუ წავა. აი სანჩესის და მაკტომინაის ზამენა უფრო დიდი შეცდომა იყო. მარსიალი უნდა გამოეყვანა და პერეირა.
0
№4
ავტორი: Lalana
29 აპრილი 2019 02:24
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ამ ემერის ბარსელონამ ისეთი რაღაც გაუკეთა რომ მგონი აღარც უნდა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა,თორემ ასე სამარცხვინოდ როგორ უნდა მიეყოლებინა თამაშები.რამდენი საჩუქარი გაგვიკეთა ჩელსიმ და არსენალმა,მაგრამ ამ შანსებს გამოყენება უნდა.ცოტა ნომალური სიტვაცია რომ ყოფილიყო გუნდში მესამე ადგილისთვისაც კი შეიძლებოდა ბრძოლა,მაგრამ ეს გუნდი იმდენად აითქვიფა და გოგლიმოგი გახდა რომ მეტი არ შეიძლება.დღეს ვუყურებდი თამაშს და უკვე იმდენად შეგუებული ვარ,რეაქციაც არ მქონია.ერთი უნდა ავღნიშნო,გეგმა ბ არ არსებობს გუნდში.თუ ერთი გეგმა არ ამართლებს სხვა გეგმა არ აქვთ.ამიტომ არის უკვე მერამდენე თამაშია მეორე ტაიმში სიტვაცია ან არ იცვლება,ან პირიქით,უარესობიკენ მიდის.
0
№5
ავტორი: stepno
29 აპრილი 2019 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სამწუხაროაა რაც მოხდა ფაქტია პირადად დეხეამ წააგო გუშინ და ზოგადად ბოლო თამაშების წარუმატებლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის დეხეას
0
№6
ავტორი: jokero89
29 აპრილი 2019 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ყველა თამაშში ყლაპა ბურთები აასვლა უნდა და არ უშვებენ ეს მკმდევნო სეზონიდან აქ აღარ იქნება.მოიყვანონ პიქბორდი გულით მაინც ითამაშებს ამ ვირი ს შვილისგან განსხვავებით
0
№7
ავტორი: snatch77
29 აპრილი 2019 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ბიჭებო გეგმა B კი არა სამწუხაროდ გეგმაც კი არ აქვს გუნდს , ოლემ რაც დაიძახა თუ ნაღდად გააკეთებს მივესალმები ორივე ხელით , კი დიდი ხანი შეიძლება დასჭირდეს , მაგრამ ბოლოს მებრძოლი გუნდი იქნება , გუნდის სიყვარულით რომ თამაშობენ და არა ყოველი გოლის მერე ხელფასის გაოთხმაგებას რომ ითხოვს სასტავი , მთავარია ბირთვი შეიკრას , მებრძოლი და კლასნი ახალგაზრდებით დააკომპლექტოს გუნდი და ჩვენ მოვითმენთ. ამ ანტიფეხბურთელებს რომ ვუყურებ ყველაზე მეტად ის მაცოფებს , 11 კაციდან 2 ხელფასის გაორმაგებაზე ფიქრობს და დადის , 2 უკვე ვაბშე სხვაგანაა გადასული , ერთი კლასნი კაცი ისეთი სახითაა გეგონება მე მაქვს კვირაში 115 ათასი და ბურთს რომ კარგავს იმის მაგივრად გაეკიდოს პირველი სიყვარული ახსენდება ,ერთი ვარჯიშის მაგივრად პედიგრს ჭამს , 4 კაცი დარბის რასაც ჰქვია და ცდილობს მაინც. ( ლინდელოფი , შოუ , ერერა , მატიჩი ) და მეთერთმეტე იანგია . მოკლედ მაგარი გადახალისება სჭირდება გუნდს , ოლეს ძაან ბევრი ხარვეზი აქვს მარა არაფერს ვთხოვ გარდა ერთისა , გაყაროს პაკაზუხა ხალხი გუნდიდან. Come on Ole
0
№8
ავტორი: Lalana
29 აპრილი 2019 11:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
The red devi11-კი გასაგებია მეგობარო რასაც ამბობ და გეთანხმბი კიდეც,მაგრამ აი დააკვირდი თუ პირველ ტაიმს კარგად ვატარებთ მეორე ტაიმში სრულიად გაშიფრულია გუნდი და ის პლიუსები რასაც პირველ ტაიმში ფლობს გუნდი სრულიად განეიტრაებულია.ყველაზე ელემენტარულს ვიტყვი,როდესაც ყველა შმთხვევაში მოსაგები გაქვს თამაში ან ჩამშელს ხსნი და შემოგყავს შემტევი,ან მცველს ხსნი.ამ შემთხვევაში რა მოხდა?ერერაც მოედანზე დარჩა,მატიჩიც და ამას მაკტომინაიც დაემატა,სამი დაცვიტი ტიპის ფეხბურთელი იყო მოედანზე და სულ რომ გახეულიყვენ მომენტის შექმნა ბევრად გაჭირდებოდა.არაა გამორიცხული რომ არ გაემართლებინა იმ შეცვლებს,მაგრამ ელემენტარულ რაღაცაზე ვსაუბრობ,რომ მოსაგები თამაშის დროს ნორმალური მწვრთნელი მსგავსად იქცევა.რაც შეეხება ფებურთელებს,ნუ მაგათზე უკვე ახალი არც არაფერია სათქმელი.ერთადერთს კიდევ ვიტყოდი რომ რაც არ უნდა შტერი იყოს ეს რეში აშკარაა როდესაც ფლანგზე აყენებენ ბევრად პროდუქტიული იყო და რა გაუჭირეს საქმე და რატომ აყენებნ მეორე თავდამსხმელად ვერ ვხვდები.
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
29 აპრილი 2019 11:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ყველა რეფორმა არის მტკივნეული ყველა სფეროში და ამას ადანიანები ეწირებიან.როცა იდეა მაღალია მაშინ საშუაკებებიც გამართლებულია.ჩემი აზრით ოლე გაისის მერე კიდეც რო გაუშვან ახლა უნდა გამოიყენონ მისი ფიგურა ხალხის გასაყრელად.დაბრალდეს ოლეს ზატო გუნდი ამოისუნთქავს.ბევრჯერ წანიკითხავს აქ რომ ევერტონზე მაგარი სასტავი აღარ გვყავსო?ერთი მხრივ ზედაპირულად როცა შეხედავ ასეა მაგრამ თუ სიღრმისეულად შეხედავ არ გვყავს ევერტონზე მაგარი სასტავი.სახელები მარტო არაფერი არაა ფეხბურთში.ეს გუბდური სახეობაა და არა იბდივიდუალური ძიუდო ჭადრაკი და ა.შ.რამოდენინე ფეხბურთელის ინდივიდუალურმა თანაშმა შეიძლება რამდენიმე თამაშში მოგიტანოს გამარჯვება მაგრან არა სტაბილურად.ხოდა ყველაზე დაუბალანსებელი სასტავი გვყავს ჩვენ.არც კონკურენციაა პოზიციებზე და თან ხელფასები აქვთ ასტრონომიული.ცუდად თამაშის გამო კაცი ვეე ისჯება და ხელფასს მაინც იღებს ასდთ სიტუაციაში რა მოტივაციაზე შეიძლება ილაპარაკო.ხოდა ევერტონის ნაირი სასტავი მიტომაა რომ სისხლს ფსამს მოედანზე და ჩვენები კი დასეირნობენ
0
№10
ავტორი: Lalana
29 აპრილი 2019 12:16
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
Dato kutaisi-აი მაგაში კი ნამდვილად ვარ დარწმუნებული რომ ფულის ხამები ამ გუნდს მოშორდებიან და თუ ოლემ ივაჟკაცა და საკუთარ თავზე ბევრი რამ აიღო კარგადაც გაწმენდს გუნდს,მაგრამ როგორ აუწყობს ვუდვორდი ფეხს მაგაშია საქმე,იმედია ზაფხულში ტექნიკური დირექტორისთვის წესიერ კაცს შეარჩევენ და უფრო ლოგიკურადაც გადაწყდება ის პრობლმებიც რაც გუნდშია.ყველაზე შესამჩნევი რაც არის,ვანგაალიდან მოყოლებული მანჩესტერის ფეხბურთელები თითქმის ყველაზე ცოტას დარბიან,აი მაგალითად პოგბას სტატისტიკას რომ გადავხედოთ თითქმის მთელი თამაში დადის და ასწრაფებას თითქმის არ აკეთებს,სხვა რაზეა საერთოდ საუბარი.არასათანადო ფიზიკური მომზადება და ასევე მოუნდომლობა,არავინ არ არის მონდომებული,თითქმის ყველა სიარულში ატარებს თამაშს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top