თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2019, 00:21
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2461,
კომენტარები: 17
სოლსკიაერი: "უნდა დამესვა თუ არა დე ხეა სათადარიგოზე?"
ოლე გუნარი "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ.
სოლსკიაერი:
პრემიერ ლიგის რიგით 36-ე ტურში, ოთხეულისთვის მებრძოლმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" საქმე ძალიან გაირთულა. მასპინძლებმა "ოლდ ტრაფორდზე", ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი, კიდევ ერთი გუნდი ლონდონის "ჩელსი" მიიღეს და მაურიციო სარის კლუბთან ქულები გაიყვეს, შეხვედრა მინიმალური საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან თავი ხუან მატამ გამოიჩინა, ხოლო სტუმართა მიერ გატანილ გოლში, უდიდესი წვლილი "წითელი ეშმაკების" ესპანელმა კიპერმა დავიდ დე ხეამ შეიტანა. დე ხეა რუდიგერის შორეულ დარტყმას შესაფერისად ვერ დაუხვდა, რის შემდეგაც გამოვარდნილ ბურთზე მარკოს ალონსომ იმოქმედა და ბურთი "წითლების" კარის ბადეში გაეხვა, პირველ ტაიმში გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ნორვეგიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ დე ხეას სათადარიგო სკამზე ვერ ხედავს და მისი რომეროთი ჩანაცვლების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

"შეიძლებოდა თუ არა, რომ დე ხეა სათადარიგო სკამზე დამესვა? არა. დევიდი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ფანტასტიკური მეკარეა. მან "სიტისთან" თამაშის შემდეგ კარგი რეაქცია გამოავლინა, რის შემდეგაც მე მასში დარწმუნებული ვიყავი. მან იცის, რომ ნებისმიერ გაშვებულ გოლზე შეიძლება მიიღო დარტყმა, ეს ჩვეულებრივი სამუშაო მომენტია.

ისევე როგორც "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში, კარგად შევედით თამაშის მსვლელობაში, თუმცა საკუთარი რიტმის პოვნა ვერ შევძელით. ჩვენ გვჭირდებოდა შესამჩნევად მაღალი ტემპი, ამავდროულად ინტენსიური ქმედებები, ჩვენ ამის მიღწევა ვერ შევძელით".
- ციტირებს Sky Sports - ოლე გუნარის სიტყვებს.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
29 აპრილი 2019 12:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: datasta25
ერთადერთ გამოსავალს ვხედავ რო გლეიზერები გუნდიდან წავიდნენ და გუნდმა ახალი ისტორიის წერა დაიწყოს ძალიან ბევრი ფულის ხარჯვით, იმიტორო ამის გარეშე არაფერი არ გამოდის.
იწერება თან რომ ჯეფ ბეზოსს უნდაო და ვნახოთ რა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს რო, შემდეგი 2 შეხვედრა ახალგაზრდებისთვის მიცემული შანსი იქნება, ძალიან დიდი იმედი მაქვს!! გომესი, ჩონგი, გრინვუდი და ბიჭები გამოიყვანოს.

გრინვუდის გოლი ვნახე ამ კვირაში და აშკარად ჯობია ამ მკვდრებს.იმედია ახლჰაზრდებით დააკომპლეკტებენ გუნდს და ამ ფული მეშოკებს გაყიდიან
0
№12
ავტორი: Lalana
29 აპრილი 2019 12:27
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
The red devi11-ეს მძორები მოედანზე რომ დადიან და წესიერ პრესინგს არ სთავაზობენ მაგიტომაც გვიკატავებდნენ მაგ ბურთს.გუნდი სრულიად გადასახალისებელია და ამას მხოლოდ ერთი ზაფხული არ ეყოფა.მე ისიც მაშინებს ვუდვორდის ხუშტურებიდან გამომდინარე არ შეიძინონ ფეხბურთელები და ისევ უაზრო ხალხი არ მოყარონ გუნდში.ძალიან ბევრი პრობლემაა და არ ვიცი ეს პრობლემბი როგორ გადაიჭრება.რამოდენიმე ხნის წინ წავიკითხე რომ საგრძნობლად დაეცა მანჩესტერ იუნაიტედის აქციები წინა წელთან შედარებით და სანამ ფინანსურადაც არ გაიჭედება გუნდი თავს უნდა უშველონ.
0
№13
ავტორი: onlyred
29 აპრილი 2019 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელებიც არ უნდა იყვნენ ამ გუნდზე მაღლა.
რეალმა ბენიტესი 6 თვეში გაუშვა.
არავინ და არაფერი უნდა იყოს კლუბზე მაღლა, ეს ველაზე დიდი მარკეტინგია პირველ რიგში ნორმალური ფეხბურთელის თუ მწვრთნელის მოსაყვანად. როცა მწვრთნელმა იცის, რომ მას ენდობიან თუ მიიყვანეს ის მოვა გუნდში. თუ ფეხბურთელმაც იგივე იცის, ხედავს აქ პროფესიონალიზმს ისიც გადმოვა ჩვენთან.
0
№14
ავტორი: PaLoMo
29 აპრილი 2019 21:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: stepno
სამწუხაროაა რაც მოხდა ფაქტია პირადად დეხეამ წააგო გუშინ და ზოგადად ბოლო თამაშების წარუმატებლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის დეხეას

არ ვფიქრობ,რომ დეღეამ წააგო მატჩი. 1გოლი ყველა გუნდს გადის ზოგჯერ,მაგრამ შემდეგ გატანის თავი,რომ არ აქვთ ამ ფულის მოჭრაზე დახამებულებს ეს ფაქტია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№15
ავტორი: onlyred
29 აპრილი 2019 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
+ მე ვსაუბრობ ნდობაზე და კონკრეტულ მოთხოვნებზე.
საერთოდ რა გვინდა? ბომბარდის ვყიდულობთ და გვაქვს მოთხოვნა 20 გოლი სეზონში? გასაგებია მოვითხოვოთ ეს. ნახევარმცველისგან რას ველოდებით? ან მწვრთნელისგან?
დანარჩენზე მერე ვიმსჯელოთ გაამართლა თუ არა
ეგ ბაბუს ქონდა ადრე წესად, ნახევამრცველებსაც კი თხოვდა 10 გოლს მაინც სეზონში და იმიტო გაქონდათ გიგზზს და სქოულზს, თუნდაც ქერიქს და ზოგადად ჩვენი ცენტრი საკმაოდ პროდუქტიული იყო
0
№16
ავტორი: Lolasha
29 აპრილი 2019 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ერთადერთი დადებითი იმაში რომ ოთხეულში ვერ შევდივართ არის ის რომ ის ხალხი წავა ვისაც არ უნდა აქ თამაში. დე ხეას აშკარად აღარ უნდა მანჩესტერში თამაში. მოუმ თქვა ერთხელ კაი რაღაც. როცა მოთამაშე სხვა რამეზე ფიქრობს არ უნდა ათამაშოო და ზუსტად ეგ ხდება დე ხეას თავს და მაშინაც დე ხეაზე თქვა ეს და პირველ 2 თამაშში რომერო დააყენა. პოგბა დე ხეა ლუკაკუ მარსიალი სანჩესი ჯონსი დარმიანი როხო ვალენსია იანგი - ამათგან ზოგი გასაშვებია და ზოგი თავისით წავა.
მოიყვანონ იოვიჩი, სანჩო, ვან დე ბეეკი, ზიეჩი, ნდომბელე, ველტმანი მარჯვენა ფლანგზე არაა ცუდი მცველის პოზიციაზე, დუკურე ძაან კაი ნახევარმცველია უოტფორდიდან, ლუკაკუ იკარდიში გაცვალონ - იკარდი ძაან კლასნია, ათასი რამე შეიძლება და ვერაფერს ესენი ვერ აკეთებენ რა... რატო უნდა აკეთებდეს ფულემი ჩვენზე კარგ ტრანსფერებს, ეგ კიარა ვულვზმა რა ფეხბურთელები დაიმატა გააპეს ტოპ 6 გუნდები... რავიცი რააააა
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2019 18:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რომერო არაა ის მეკარე რო დაეტრდნოს გუნდი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top