თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2019, 11:49
ავტორი: Svani,
ნანახია: 1626,
კომენტარები: 32
"იუნაიტედს" არ სჭირდება ისეთი მოთამაშეები ვინც ფულზე ფიქრობენ"
სოლსკიაერის განცხადებით, გუნდი ცვლილებების მოლოდინშია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი, ზაფხულში ცვლილბებს აანონსებს და აცხადებს, რომ გუნდს არ სჭირდება ის მოთამაშეები რომლებიც ფულის მიმართ არიან მიდრეკილნი.

"ჩვენ გვჭირდება არამხოლოდ მაღალი დონის მოთამაშეები, არამედ ფეხბურთელები რომელთაც სწორი დამოკიდებულებები გააჩნიათ. "იუნაიტედს" არ სჭირდება ის ფეხბურთელები, რომლებიც ფულისკენ და პირადი დიდებისკენ მიიწევენ.

არ მსურს, რომ ჩვენი კლუბი ფეხბურთელებმა მხოლოდ ფულის გამო აირჩიონ, მხოლოდ იმიტომ, რომ შეგვიძლია მაღალი ხელფასების გაცემა".
- ციტირებს Goal - სოლსკიაერის სიტყვებს.

სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, დავიდ დე ხეას, პოლ პოგბას, მატეო დარმიანის, მარკოს როხოს, ალექსის სანჩესისა და რომელუ ლუკაკუს მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო დიდი ალბათობით ხუან მატა და ანდერ ერერა კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.
ინტერვიუები
32 კომენტარი
№1
ავტორი: Svani
28 აპრილი 2019 11:50
  • სიახლეები: 1330
  • კომენტარები: 2630
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას.
1
№2
ავტორი: mishiko1
28 აპრილი 2019 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 209
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მანიუს ფანებო და სრულიად საქართველო.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მანიუს ფანებო და სრულიად საქართველო.
0
№3
ავტორი: giorgi_mg
28 აპრილი 2019 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1307
აი ეს აზრები ნამდვილად ემთხვევა ჩვენსას, ჩვენც ეგ გვინდა, რომ ფულის ხამი პუ.ანკები არ იყვნენ გუნდში.
0
№4
ავტორი: datasta25
28 აპრილი 2019 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 435
პოგბაზე თუ ამდენი იწერება რაღაც დოზით მართალიც იქნება ალბათ და ეგ კაცი თუ წავა რეშფორდი მაინც არ გაუშვათ გთოოოოოოოოოოვთ, არ განიხილოთ მაგ კაცზე შემოთავაზებები!!!
0
№5
ავტორი: ikeoni
28 აპრილი 2019 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7596
ქრისტე აღსდგა მრავალს დაესწარით❤️
0
№6
ავტორი: Old Red Devil
28 აპრილი 2019 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 127
იტოგში ფაპლზე წავიკითხე და პოგბას და ლუკაკუს 200მლნზე ნაკლებად არ გაყიდიან.იტოგში წმენდასთან ერთად მაგარი მაყუთიც მოიღუნება.დე ხეა შეიძლება 60ად წავიდეა პსჟში.სანჩესი,დარმიანი,როხო 300მლნს მაინც გაცდება შემოსავალი.ამას დაუმატე 200მლნ სატრანსფერო და გამოდის რო ტოპების დათრევა რთული არ იქნება.მთავარია მათ უნდოდეთ.ისე კი არც პსჟ იყო სასურველი გუნდი ფეხბურთელებისათვის მაგრამ ნელ ნელა სტაბილური გუნდი გახდა და ვერატი,იბრა,პასტორე,კავანი,ნეიმარისნაირებიც გადავიდნენ.ასე რო საწყის ეტაპზე მთლად ფულიც ვერ აგვარებს საქმეს.შეუთამაშებელი გუნდი,ბირთვი რო არ გყავს ვაბშე არ გაქ შანსი რო ვინმე მოიზიდო.
0
№7
ავტორი: snatch77
28 აპრილი 2019 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 156
ქრისტე აღსდგა !!!
Come on Ole GGMU
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
28 აპრილი 2019 15:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1958
ქრისტე აღსდგა.მრავალს დაგასწროთ უფალმა თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ოლეს ეს ფრაზა უკვე ნიშანია პოგბას გასხმის.ან პრევენციაა რო თუ წავა პოგბა იცოდეს ყველამ ფულის გამო მიდისო.ასეა თუ ისეა ორივე შემთხვევაში სუნი უდის უკვე პოგბას და რაიოლას.არ ვიცი რამდენად გონია პოგბას რომ თუ ის მანჩედან ასე წავა ეს მის კარიერას რო დაღს დაასვამს?არავინ არ იტყვის პოგბა იმიტომ წავიდა რომ ტიტულები უნდოდაო.რეალში ტიტულებს კაი ხანი დაემშვიდობოს,ნაღდად არ მაქვს ილუზია იმის რომ რეალი რამეს მოიგებს უახლოესი 3 წლის განმავლობაში
0
№9
ავტორი: The red devi11
28 აპრილი 2019 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
ციტატა: Dato kutaisi
ქრისტე აღსდგა.მრავალს დაგასწროთ უფალმა თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ოლეს ეს ფრაზა უკვე ნიშანია პოგბას გასხმის.ან პრევენციაა რო თუ წავა პოგბა იცოდეს ყველამ ფულის გამო მიდისო.ასეა თუ ისეა ორივე შემთხვევაში სუნი უდის უკვე პოგბას და რაიოლას.არ ვიცი რამდენად გონია პოგბას რომ თუ ის მანჩედან ასე წავა ეს მის კარიერას რო დაღს დაასვამს?არავინ არ იტყვის პოგბა იმიტომ წავიდა რომ ტიტულები უნდოდაო.რეალში ტიტულებს კაი ხანი დაემშვიდობოს,ნაღდად არ მაქვს ილუზია იმის რომ რეალი რამეს მოიგებს უახლოესი 3 წლის განმავლობაში


პოგბა სანჩესი დეხეა ეს სამი წავა. მგონია. და ლუკაკუს უბრალოდ თავად გყიდის. 400-500 მილიონს დადება ტრანსფერებისთვის და დაითრევს კაი ტიპებს

პოგბა კი არისტოპი მაგრამ პოგბას ნაირ ტოპებს კი მირჩევნია კეიტა მილნერის ან ჰენდერსონის ნაირი მშრომელები. და ტიპები შეტევაში და დაცვაში. ლივერპული სულ იმიტომ მომყავს მაგალითად რომ ბევრად დიდი ჭაობიდან ამოათრიეს ამ ფეხბურთელებმა ზუსტად
0
№10
ავტორი: GIOMU
28 აპრილი 2019 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
უზომოდ სწორი მიდგომაა. იდეოლოგია თუ არ აქვს ადამიანს იმ გუნდის სადაც თამაშობს და იქ ყოფნა თუ მხოლოდ სამსახურია მაშინ არ უნდა გააჩერო ასეთი ფეხბურთელი გუნდში.

ვფიქრობ უეჭველი უნდა გაუშვა, როხო, დარმიანი, პერეირა, ერერა, მატა, ვალენსია, იანგი, სანჩესი, ასევე ბაილი ან ჯონსიდან რომელიმე, არა იმიტომ რომ ცუდი ფეხბურთელები არიან, უბრალოდ სულ ტრამვირებულები არიან, მერე უჭირთ ფორმის აღდგენა და ა.შ. შეიძლება ასევე ფრედის დაკვირვება, აშკარად სარდენზე ცოტა მოუმატა, უკნიდან ართმევა დაიწყო, ფიზიკურადაც მოძლიერდა, ადრე სულ ძირს ეგდო ახლა შედის ბრძოლაში და იგებს ხშირად. თუ ბურთის ფლობა და ცენტრში გათამაშებასაც დახვეწს კარგი იქნება და ვფიქრობ უნდა დატოვონ ამ შემთხვევაში, ნუ ერთი სეზონი ამისთვის საკმარისი იქნება.

გუნდმა უნდა იყიდოს მინიმუმ 5 ფეხბურთელი, არაა აუცილებელი ტოპ ვარსკვლავები. კარგი იქნებოდა, მეორე ეშელონების გუნდებიდან წამყვანი ფეხბურთელების ყიდვა რომელბსაც ხშირად უწევთ გრანდებთან თამაში, მთავარია მოტივირებული ჟილკიანი მოთამაშეები იყვნენ.

ასეთი წმენდა ცოთატი მოურინიომ მოახერხა და შედეგიც დადო მაგრამ მერე და მერე ამ მკვდარი სატრანსფერო პოლიტიკით...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

20 ივლისი 2019, 15:30
იუნაიტედი
ინტერი
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი
25 ივლისი 2019, 15:30
ტოტენჰემი
იუნაიტედი
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი
30 ივლისი 2019, 22:00
კრისტიანსუნი
იუნაიტედი
ამხანაგური მატჩი
ინტერი20 ივლისი
ტოტენჰემი25 ივლისი
კრისტიანსუნი30 ივლისი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

17 ივლისი 2019, 15:00
იუნაიტედი4
ლიდსი0
ამხანაგური მატჩი
13 ივლისი 2019, 15:00
იუნაიტედი2
პერტ გლორი0
ამხანაგური მატჩი
12 მაისი 2019, 18:00
იუნაიტედი0
კარდიფი2
პრემიერ ლიგა
ლიდსი17 ივლისი
პერტ გლორი13 ივლისი
კარდიფი12 მაისი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top