ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ ლიდერობის გაგება ფეხბურთში მისი ერის შემდეგ შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარის დროს გუნდს ლეგენდარული როი კინი კაპიტნობდა.
დერბიში 2-0 ანგარიშით დამარცხების შემდეგ, ყველა იმაზე საუბრობდა, რომ "წითლებს" ნამდვილი ლიდერი აკლიათ, რომელიც ასეთ მომენტებში გუნდის მართვას შეძლებს. ვიღაც როი კინის, ან ბრაიან რობსონის მსგავსი.
თუმცა პარასკევს დილას პრესკონფერენციაზე ოლე გუნარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფეხბურთის კულტურა სრულიად შეცვლილია.
"თქვენ თვითონაც ძალიან კარგად ამჩნევთ, რომ საფეხბურთო სამყარო შეიცვალა. არ გყავს რობსონი, როი კინი ან სტივ ბრუსი გასახდელში."
"ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და ფეხბურთელებიც ძალიან ნიჭიერები გვყავს. ლიდერობა ბევრი რამის ერთობლიობაა."
"ძალიან მომწონდა როი კინთან ერთად თამაში. ის ფანტასტიკური კაპიტანი იყო. რობოს შესახებ კი აქ ყველა საუბრობდა."
"ახლა ყველანი განსხვავებულები ვართ. საზოგადოებაც განსხვავებულია და ყველა სხვანაირად ვთამაშობთ. მე ისე არ ვუძღვები გუნდს, როგორც სერ ალექსი, ვან გაალი ან მოურინიო უძღვებოდნენ. ყველანი განსხვავებულები ვართ."