თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2019, 14:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2432,
კომენტარები: 13
"ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: "ამ კლუბში წარმატებული ვიქნები"
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელის განცხადებით, მისმა ბიჭებმა დროულად უნდა დაივიწყონ "ევერტონთან" მარცხი და "სიტისა" და "ჩელსისთან" გასამართ მატჩზე კონცენტრირდნენ.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.

"ოთხშაბათს "სიტი" უნდა მივიღოთ "ოლდ ტრაფორდზე" და ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. "ოლდ ტრაფორდზე", სახლში, ჩვენი ფანტასტიკური გულშემატკივრების წინ. დღეს გულშემატკივრები, უბრალოდ, დაუჯერებლები იყვნენ. ახლა მოკლე მიზნებისთვის ჩვენ "სიტისა" და "ჩელსისთვის" უნდა ვკონცენტრირდეთ. თუ ამ მატჩებს მოვიგებთ, შანსები კიდევ გვაქვს. 12 ქულის მოპოვება შეგვიძლია. მარტივი არც ჩვენთვისაა ასე უბრალოდ მომავალ მატჩზე კონცენტრირება, მაგრამ ამ მარცხს ჩვენი დაცემის უფლებას ვერ მივცემთ. გრძელვადიან პერიოდში, აუცილებალდ ვიფიქრებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა მხოლოდ "სიტისა" და "ჩელსიზე" უნდა ვკონცენტრირდეთ."

"ევერტონი" ჩვენზე უკეთეს ფორმაშია.

"ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით ჩვენ კარგთან მიახლოებულიც არ ვართ. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება წინა-სასეზონო სამზადისი. ჩვენ ძალიან კარგად ვიმოქმედეთ და კარგად ვიმუშავეთ და სწორედ ამიტომ მოვედით იქ, სადაც ვართ. ფეხბურთის მოსაგებად მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი, ფიზიკური მომზადებაც გჭირდება, რაზეც ძალიან ბევრი უნდა იმუშავო. მე ეს ადრეც ვთქვი და ახლაც აღვნიშნავ, რომ მსურს, ჩემი გუნდი ყველაზე მშრომელი გუნდი იყოს ლიგაში, სწორედ ისე, როგორც სერ ალექსის დროს იყო. ასეთები ვიყავით მუდამ. ჩვენ გვყავდა გიგზი, ბექსი, გარი ნევილი, ირვინი, ყველა... მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ ნიჭს ფლობ, მაინც ყველაზე მეტი უნდა იმუშავო. ყოველ კვირას უნდა იბრძოლო, იშრომო მანამ სანამ იმ ფორმაში არ ჩადგები, რომელშიც უნდა იყო."

ვწუხვარ გულშემატკივრების გამო.

"სასტვენის ჩასტვენის მომენტიდან ყველაფერი არასწორად წავიდა. მე უბრალოდ ბოდიში მინდა, რომ მოვუხადო გულშემატკივრებს. დღეს ისინი ერთადერთი არიან, რომლების მაისურსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ლოგო ამშვენებს და მაინც შეუძლიათ, რომ ამაყი იყვნენ, რადგანაც ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, ჩვენ თავაწეულები ვერ ვიქნებით."

ამაში ყველა ერთად ვართ.

"ჩვენ, როგორც გუნდი, უნდა გავერთიანდეთ. მთლიან შემადგენლობას ვერ შევცვლით. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მე ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ვიტყვი, რომ მე აქ წარმატებული ვიქნები. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ამ წარმატებული გუნდის ნაწილი ვერ იქნებიან, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც იქნებიან. როცა მოვედი ჩვენ "ევერტონს" მხოლოდ ორი ქულით ვუსწრებდით. მე არანაირ ილუზიებში არ ვიყავი და არ ვფიქრობდი, რომ ან ლიგის მოგებას შევძლებდით, ან სამეულისთვის ასე ვიბრძოლებდით. თუ ცხრილს შეხედავთ დაინახავთ, რომ იგივე ადგილზე ვართ, მაგრამ ქულათა სხვაობა საგძნობლად შემცირდა. რაც შეეხებათ გულშემატკივრებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ამ კლუბში თამაში სურთ, ყველაფერი უნდა გაიღონ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით თამაში საერთოდ ყველაფერს ნიშნავს. ეს მათ უნდა იგრძნონ, ისევე როგორც გრძნობენ ჩვენი გუშემატკივრები, ხალხი, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა, არც თამაშის შემდეგ შეუწყვიტავთ სიმღერა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ისინი დაუჯერებლები არიან."

იგრძენით საკმარისი ტკივილი ფეხბურთელებისგან?

"არ ვიცი. ეს მათ უნდა ჰკითხოთ, მე უკვე ვკითხე. ჩემგან ამაზე პასუხს ვერ მიიღებთ. რა თქმა უნდა, თუ ამ კლუბში თამაშობ, წაგება უბრალოდ წაგება არ არის და ყველაფერი გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვეულებრივი ემოციებია."

მათ გამარჯვება დაიმსახურეს.

"ჩემთვის გასაკვირი საერთოდ არ არის, რომ "ევერტონმა" გაცილებით მეტი ირბინა, ვიდრე - ჩვენ. ეს მხოლოდ სირბილზე არ არის, ეს თამაშში მთელი სხეულით ჩართულობაზეა. დაცვა, კუთხურები, წინ წაწევა, გამართული მოძრაობა. ფეხბურთის თამაშის მოგება გტკივა, გტკივა და ისე იგებ. დღეს "ევერტონისგან" ძალიან შორს ვიყავით. მათ დამსახურებულად მოგვიგეს და ვულოცავ ამ გამარჯვებას."

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
22 აპრილი 2019 15:00
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
პოგბა წასულა მერე ზუმასთან ერთად იქეიფა თავისი ნაშობით და ამბებით angry ნაX ბ ლ ი ა
დამთავრდა მაგის მანჩესტერული კარიერა ! ! ! მარა აქ რატო იძახით ზოგი უნდა დავტოვოთ და არიქა თუგინდა მილიონი მივცეთო კვირაშიო ჰაი ჰუი, კაი რა წავიდეს, შევტენოთ რეალს კაი ფულს დაყრის))) თან ზიზუზეც ხო ანძ###ვს ეგ
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
22 აპრილი 2019 15:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: 100%Red

მეც მაგ აზრზე ვარ.ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა ის რომ ტიპია უჯიშო და ხასიათის, არამედ პარიზში ნათამაშები თამაში სადა ის არ იყო მაგრამ მთელი გულით იმუშავა ცენტრმა.რა სხვაობაა იმ ცენტრსა და როცა პოგბა არის იმ ცენტრს შორის?არც არაფერი.მე ვგულისხმობ თამაშების 80%ს.აი როცა მიუდის თამაში და უნდა რო ქნას რამე მაშინ ბაზარი არაა.უბრალოდ როცა მწვრთნელი ხარ ვერ დაეყრდნობი ასეთ ფეხბურთელს და ვერ დაგეგმავ და გამოიცნობ რომელი თამაში წაუვა ამას და რომელი ვერა.უბრალოდ ძალიან მარტივადაა საქმე.თუ ვინმეს მიყავს გაუშვი და მის მაგივრად მოიყვანე ხალხი ვისაც მუშაობა არ ეზარება და თავს დებს ამისთვის.აი არ მესმის მიზეზი რის გამოც წინა ხაზი უნდა გააცდინო მარსიალი რეშფორდი ლინგარდისთვის.ისინი ხომ რეალურად ვიღაცის ადგილს იკავებენ?თუნდაც აკადემიელების, რომელთაც არ ეძლევათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა.თავად რეშიც ასე არ მოვიდა როცა შანსი მიეცა?ახლა ვის ვაძლევთ შანსს?არავის.გრინვუდს რო 8 წუთი შემოიყვან ან ჩონგს ეს ეყოფათ?გვყავს ამათ გარდა მიტჩელი გომესი ბოჰუი, რომელი ვნახეთ რომ გამოჩნდა სადმე?იმიტომ რომ ამ მილიონერ ღორებს აქვთ დაკავებული გარანტირებული ადგილები.ესაა რომ კონკურენციას სპობს გუნდში და ამათაც კიდიათ მერე, მთავარია ხელფასს ხო იღებენ.მოკლედ ან უნდა მოსვას ესენი ტრაკზე ან უნდა გაუშვას სანამ კიდევ აქვთ ფასი.პოგბამ კიდე ახალი რამე უნდა მოიგონოს, იმიტომ რომ ოლე არაა მოურინიო რო დაცვითი თამაში მისი სტილიაო რო დააბრალო და მე შეტევა მინდაო.ხოდა ახლა მოიგონე რამე თორე არც შენ ხარ პოგბა კაი დღეში,ფასი გივარდება ყოველ თამაშში სასტიკად
0
№3
ავტორი: The Special One
22 აპრილი 2019 15:44
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
პოგბა როცა ხასიეთზეა ძაან ჩვეულებრივად არის ნ1 ნახევარმცველი,მარა სამწუხაროდ მაქსიმუმ 2-3 თამაში გადააბას ეგრე და მერე იძინებს და გუნდიც იგივეს აკეთებს.უფრო ჟილკიანი ხალხია მოსაყვანი და არა პოგბასნაირი ზარმაცი ხალხი,მითუმეტეს ნახევარდცვაში.შეტევიდან მარტო ლუკაკუს დავტოვებდი,იმიტომ რომ ყველა თამაშში მაქსიმუმს დებს,გუშინ ერთ მომენტში თავზე მოიგო,გაეკიდა იბრძოლა ბურთისთვის და ამ დროს მარსიალი და რეშფორდი მუძუნძულებდნენ,თითქოს 5 ოქროს ბურთი უდევთ სახლში და დასამტკიცებელი არაფერი აქვთ.კი ვამბობდით მარცხნივ კაცი რად გვინდაო და აგერ სანჩესი მიდის,მარსიალი კატასტროფაა,რეშფორდი კიდე ცენტრია,გამოვიდა ისე რო სადაც გვეგონა რო პრობლემა ყველაზე ნაკლებად იყო ზუსტად მანდაც გვაკლია კაცი ;დ სასწრაფოდ ჭირდება გუნდს ზაფხული,დიდი წმენდა და როგორც მინიმუმ 5 ახალი ფეხბურთელი,შემდეგ უკვე ჩამოაყალიბებს თავის გემოზე ოლე გუნდს და მერე შევაფასოთ,გასაშვებია თუ არა.

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2019 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Imedia gamova gundi am krizisisgan
0
№5
ავტორი: 100%Red
22 აპრილი 2019 15:59
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: 100%Red
პოგბა წასულა მერე ზუმასთან ერთად იქეიფა თავისი ნაშობით და ამბებით angry ნაX ბ ლ ი ა
დამთავრდა მაგის მანჩესტერული კარიერა ! ! ! მარა აქ რატო იძახით ზოგი უნდა დავტოვოთ და არიქა თუგინდა მილიონი მივცეთო კვირაშიო ჰაი ჰუი, კაი რა წავიდეს, შევტენოთ რეალს კაი ფულს დაყრის))) თან ზიზუზეც ხო ანძ###ვს ეგ

მეც მაგ აზრზე ვარ.ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა ის რომ ტიპია უჯიშო და ხასიათის, არამედ პარიზში ნათამაშები თამაში სადა ის არ იყო მაგრამ მთელი გულით იმუშავა ცენტრმა.რა სხვაობაა იმ ცენტრსა და როცა პოგბა არის იმ ცენტრს შორის?არც არაფერი.მე ვგულისხმობ თამაშების 80%ს.აი როცა მიუდის თამაში და უნდა რო ქნას რამე მაშინ ბაზარი არაა.უბრალოდ როცა მწვრთნელი ხარ ვერ დაეყრდნობი ასეთ ფეხბურთელს და ვერ დაგეგმავ და გამოიცნობ რომელი თამაში წაუვა ამას და რომელი ვერა.უბრალოდ ძალიან მარტივადაა საქმე.თუ ვინმეს მიყავს გაუშვი და მის მაგივრად მოიყვანე ხალხი ვისაც მუშაობა არ ეზარება და თავს დებს ამისთვის.აი არ მესმის მიზეზი რის გამოც წინა ხაზი უნდა გააცდინო მარსიალი რეშფორდი ლინგარდისთვის.ისინი ხომ რეალურად ვიღაცის ადგილს იკავებენ?თუნდაც აკადემიელების, რომელთაც არ ეძლევათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა.თავად რეშიც ასე არ მოვიდა როცა შანსი მიეცა?ახლა ვის ვაძლევთ შანსს?არავის.გრინვუდს რო 8 წუთი შემოიყვან ან ჩონგს ეს ეყოფათ?გვყავს ამათ გარდა მიტჩელი გომესი ბოჰუი, რომელი ვნახეთ რომ გამოჩნდა სადმე?იმიტომ რომ ამ მილიონერ ღორებს აქვთ დაკავებული გარანტირებული ადგილები.ესაა რომ კონკურენციას სპობს გუნდში და ამათაც კიდიათ მერე, მთავარია ხელფასს ხო იღებენ.მოკლედ ან უნდა მოსვას ესენი ტრაკზე ან უნდა გაუშვას სანამ კიდევ აქვთ ფასი.პოგბამ კიდე ახალი რამე უნდა მოიგონოს, იმიტომ რომ ოლე არაა მოურინიო რო დაცვითი თამაში მისი სტილიაო რო დააბრალო და მე შეტევა მინდაო.ხოდა ახლა მოიგონე რამე თორე არც შენ ხარ პოგბა კაი დღეში,ფასი გივარდება ყოველ თამაშში სასტიკად

ხოდა სადამდე მოუთმენ ერთი ოლეც
არა მე იმას კი არ ვამბობ ბოგბაა მარტოთქო მარა რაც ღირხარ უნდა ინამუსო და იმის ნახევარი მაინც ითამაშო.
კაშმარ რა ხალხია გუნდში facepalm
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2019 17:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ვნახოთ რა შეიცვლება, ბევრი რამაა შესაცვლელი და იმედი მაქ ამ ბევრიდან ნახევარზე მეტი მაინც შეიცვლება შემდეგი სეზონსთვის.
0
№7
ავტორი: shotkin
22 აპრილი 2019 17:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არ ვიცი რაიქნება მარა არ მგონია რო პოგბას გაყიდის ძაან ზღაარი მგონია ეგ, დალშე კარგი იქნება თუ გვერდით ვერატის დონეს დაუყენებენ ეს მატიჩი დაბერდა და საკმზე იყოს ჯობია ასევე სკოტიც ძაან ახალგაზრდა სულ ძირითადისთვის ყველა პოზიციაზე გასაძლიერებელია გუნდი აი დაცვა ყველამ ვიცით რა და როგორ და აღარ ვიტყვი ზედმეტს აი თავდასხმას რაც შეეხება უკვე იმ აზრზე ვარ რო სერიოზული ცვლილებებია საჭირო რა , ტიპიური ვინგერის ნასაი არაა გუნდში და აუცილებლად მოსაყვანია ზირითადის ვინგერი თან 2 ვე ფლანგის მარა თუ რაშფორდით ამოავსებს 1 ფლანგს კაი ნიჩივო და რაც სეეხება 9 იანის პოზიციას მგონი ჯობია ლუკაკუ სკამზე იყოს სემდეგ წელს და მარსიალი იყოს 9 ზე და გამოდის ერთ ფლანგზე რეში მეორეზე ვინმე ახალი და 9 ზე მარსო ან კიდე ვარიანტია რო თუ მაინდამაინც რეში უნდა რო 9 ზე იყოს მაშინ 2 სასტავის ვინგერი გვინდა და ნაცენზურა სკამზე ლუკაკუც და მარსიალიც , ძაან იმედებს გვიცურებს მარსიალი აი ძაან ფაქტიურად მაგის მოედანზე ყოფნა არაფერში ადგია გუნდს მე სენ გეტყვი კომბინაციებში ერტვება და გადამწყვეტ პასებს აკეთებს ან წამოიკიდებს 2-3 კაცს არაა უაზროდ დგას და ბურთს რო მისცემ პრიმიტიული 1 და იგივე მოზრაობით რასაც 4 წელია აკეთებს იმას იმეორებს და ვსო დაკარგავს და დადგება 1 ადგილას იმენა გული მერევა უჟილკო უმოტივაციო როჟებზე ვინმეზეა ნაწყენი რამე არმოწონს თუ რა , ამ წელს უნდა გაკეთდეს საჭირო ტრანსფერები და მოყვანილებიდან ყველამ 90 დან 100 $ მდე უნდა გაამართლოს თორე შAრში ვართ და მერე სემდეგი წლისთვის უკვე თუ ამ ახალმა ფეხბურთელებმა გაამართლეს და დაიმკვიდრეს თავი და ძალა გახდნენ უკვე სეიძლება მარსიალის და ლუკაკუს კალიბრისნაირების გაშვება და უკეთესების მოყვანა თორე ამათ როვუყურებ ცარიელი სახელებია და ვსო მეტი არაფერი
1
№8
ავტორი: kaizerstein
22 აპრილი 2019 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
მოკლედ, პოგბა გასაშვებია... სანამ აქაა გუნდი სტაბილური ვერ იქნება, რადგან რა თქმა უნდა თვითონ არასტაბილურია და ეს აქ ყველამ იცით ხო? ასევე მარსიალი სკამზე უნდა იყოს რეშფორდთან ერთად. ბოლოსდაბოლოს იანგს მარცხენა ნახევარმცველად დავაყენებდი მის ძველ პოზიციაზე :) და ვალენსიას მარჯვენაზე :) ბებრები აჯობებს ამ უნიჭო ბავშვებს.
0
№9
22 აპრილი 2019 19:50
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
მე უკვე აღარ მაქვს 4-ეულის იმედი :((( ამ იუნაიტედს სიტი გადაუვლის, მარტო პრემიერლიგა ადარდებთ და 1-3 ან 1-4 მოგვიგებენ :(( ჩვენ ჩელსისაც ვერ მოვუგებთ, 12 ქულა კი არა მაქსიმუმ 7 ქულას თუ ავიღებთ. ჰადერსფილდს და კარდიფს მოვუგებთ და ჩელსისთან მაქსიმუმ ფრე ვითამაშოთ, ესეც თქვენი 7 ქულა, მეტის იმედი მე არ მაქვს.

არვიცი რა, აი შენ პირს შაქარი ოლე და გაგეყვანოს 4-ეულში მაგრამ... რაღაც არამგონია, ევერტონთან წაგების მერე ყველანაირი იმედი დამეკარგა, მხოლოდ მომავალ სეზონზე ვფიქრობ. დიდი წმენდა უნდა მოხდეს, ბევრი გასაყრელია, ბევრი მოსაყვანია და მერე გვეშველება რამე.
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
22 აპრილი 2019 20:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
და რად გვინდა ამ ლიგაზე გასვლა ნაღდად ვერ ვხვდები.ძაღლო სახლში არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო ჩვენზეა ნათქვამი.გადი ოთხეულში ვთქვათ რაც პარადოქსია მარა მეოთხეზე გასვლა ნაღდად არ არის გარანტია ლიგაზე გასვლის.კაი გავედით რა ხდება მერე?ის რომ ტრანსფერების გაკეთებას შევძლებთ?აი მითხარი ვინც მოვიყვანეთ რა ქნა რო?ახალგაზრდებს მიაწვნენ და აკადემიიდან შეავსონ გუნდი.ეს ნახირი გაყარონ და შენება დაიწყონ.არცერთ ევროტირნირზე რომ არ იყო ჩელსი იმ წელს ეპლი დადო.დავისვენებთ და კარგ შეკრულ ახალგაზრდულ გუნდს გამოვიყვანთ შემდეგ ლიგაზე.გუნდი რომელიც ახალგაზრდული იქნება და თან შეთამაშებული,ტიტულებზე მოწყურებული
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top