თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2019, 14:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2433,
კომენტარები: 13
"ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: "ამ კლუბში წარმატებული ვიქნები"
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელის განცხადებით, მისმა ბიჭებმა დროულად უნდა დაივიწყონ "ევერტონთან" მარცხი და "სიტისა" და "ჩელსისთან" გასამართ მატჩზე კონცენტრირდნენ.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.

"ოთხშაბათს "სიტი" უნდა მივიღოთ "ოლდ ტრაფორდზე" და ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. "ოლდ ტრაფორდზე", სახლში, ჩვენი ფანტასტიკური გულშემატკივრების წინ. დღეს გულშემატკივრები, უბრალოდ, დაუჯერებლები იყვნენ. ახლა მოკლე მიზნებისთვის ჩვენ "სიტისა" და "ჩელსისთვის" უნდა ვკონცენტრირდეთ. თუ ამ მატჩებს მოვიგებთ, შანსები კიდევ გვაქვს. 12 ქულის მოპოვება შეგვიძლია. მარტივი არც ჩვენთვისაა ასე უბრალოდ მომავალ მატჩზე კონცენტრირება, მაგრამ ამ მარცხს ჩვენი დაცემის უფლებას ვერ მივცემთ. გრძელვადიან პერიოდში, აუცილებალდ ვიფიქრებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა მხოლოდ "სიტისა" და "ჩელსიზე" უნდა ვკონცენტრირდეთ."

"ევერტონი" ჩვენზე უკეთეს ფორმაშია.

"ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით ჩვენ კარგთან მიახლოებულიც არ ვართ. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება წინა-სასეზონო სამზადისი. ჩვენ ძალიან კარგად ვიმოქმედეთ და კარგად ვიმუშავეთ და სწორედ ამიტომ მოვედით იქ, სადაც ვართ. ფეხბურთის მოსაგებად მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი, ფიზიკური მომზადებაც გჭირდება, რაზეც ძალიან ბევრი უნდა იმუშავო. მე ეს ადრეც ვთქვი და ახლაც აღვნიშნავ, რომ მსურს, ჩემი გუნდი ყველაზე მშრომელი გუნდი იყოს ლიგაში, სწორედ ისე, როგორც სერ ალექსის დროს იყო. ასეთები ვიყავით მუდამ. ჩვენ გვყავდა გიგზი, ბექსი, გარი ნევილი, ირვინი, ყველა... მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ ნიჭს ფლობ, მაინც ყველაზე მეტი უნდა იმუშავო. ყოველ კვირას უნდა იბრძოლო, იშრომო მანამ სანამ იმ ფორმაში არ ჩადგები, რომელშიც უნდა იყო."

ვწუხვარ გულშემატკივრების გამო.

"სასტვენის ჩასტვენის მომენტიდან ყველაფერი არასწორად წავიდა. მე უბრალოდ ბოდიში მინდა, რომ მოვუხადო გულშემატკივრებს. დღეს ისინი ერთადერთი არიან, რომლების მაისურსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ლოგო ამშვენებს და მაინც შეუძლიათ, რომ ამაყი იყვნენ, რადგანაც ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, ჩვენ თავაწეულები ვერ ვიქნებით."

ამაში ყველა ერთად ვართ.

"ჩვენ, როგორც გუნდი, უნდა გავერთიანდეთ. მთლიან შემადგენლობას ვერ შევცვლით. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მე ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ვიტყვი, რომ მე აქ წარმატებული ვიქნები. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ამ წარმატებული გუნდის ნაწილი ვერ იქნებიან, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც იქნებიან. როცა მოვედი ჩვენ "ევერტონს" მხოლოდ ორი ქულით ვუსწრებდით. მე არანაირ ილუზიებში არ ვიყავი და არ ვფიქრობდი, რომ ან ლიგის მოგებას შევძლებდით, ან სამეულისთვის ასე ვიბრძოლებდით. თუ ცხრილს შეხედავთ დაინახავთ, რომ იგივე ადგილზე ვართ, მაგრამ ქულათა სხვაობა საგძნობლად შემცირდა. რაც შეეხებათ გულშემატკივრებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ამ კლუბში თამაში სურთ, ყველაფერი უნდა გაიღონ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით თამაში საერთოდ ყველაფერს ნიშნავს. ეს მათ უნდა იგრძნონ, ისევე როგორც გრძნობენ ჩვენი გუშემატკივრები, ხალხი, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა, არც თამაშის შემდეგ შეუწყვიტავთ სიმღერა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ისინი დაუჯერებლები არიან."

იგრძენით საკმარისი ტკივილი ფეხბურთელებისგან?

"არ ვიცი. ეს მათ უნდა ჰკითხოთ, მე უკვე ვკითხე. ჩემგან ამაზე პასუხს ვერ მიიღებთ. რა თქმა უნდა, თუ ამ კლუბში თამაშობ, წაგება უბრალოდ წაგება არ არის და ყველაფერი გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვეულებრივი ემოციებია."

მათ გამარჯვება დაიმსახურეს.

"ჩემთვის გასაკვირი საერთოდ არ არის, რომ "ევერტონმა" გაცილებით მეტი ირბინა, ვიდრე - ჩვენ. ეს მხოლოდ სირბილზე არ არის, ეს თამაშში მთელი სხეულით ჩართულობაზეა. დაცვა, კუთხურები, წინ წაწევა, გამართული მოძრაობა. ფეხბურთის თამაშის მოგება გტკივა, გტკივა და ისე იგებ. დღეს "ევერტონისგან" ძალიან შორს ვიყავით. მათ დამსახურებულად მოგვიგეს და ვულოცავ ამ გამარჯვებას."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: Lolasha
22 აპრილი 2019 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
სოლსკიაერი რო ვიყო გუნდიდან გავუშვებდი იაანგს, მარსიალს, სანჩესს, ჯონსს, როხოს, დარმიანს, ლინგარდს, პერეირას, პოგბას.
მოვიყვანდი: დეპაის, ნერეშს, ნდომბელეს, ვან დე ბეეკს, დოჰერტის, კულიბალის, ზულეს, იკარდის, ზაჰას, რუბენ ნევეშს, სანე მოიყვანონ აღარ უნდა სიტიში თამაში - რომელ ჩვენ ფეხბურთელს არ ჯობია რო ძირითადში ვერ ითამაშოს. რავიცი რა ხდება საერთოდ გუნდში. წესიერი ტრანსფერი არ მინახავს რამდენი ხანია. კარვახალი მოიყვანონ. რეალის ფეხბურთელებს მოტივაცია აღარ აქვთ. იჩალიჩონ რამე.

დე ხეა
დოჰერტი(კარვახალი)-ზულე-კულიბალი-შოუ

სანე-ნდომბელე(ვან დე ბეეკი)-რუბენ ნევეში-დეპაი

იკარდი-ლუკაკუ(რაშფორდი)



მოიყვანონ ნორმალური შემცვლელებიც და გვეშელება რამე და ცოტა შემტევი გახდეს გუნდი ხო შეიძლება. მაკტომინეიც ძაან მომწონს ძირითადში მაგ ბიჭის თამაშიც შეიძლება. ბარსასთან ძაან მომეწონა. თქვენ რას იტყვით? მაინტერესებს თქვენი აზრიც

რაბიო იყიდონ ახალგზარდა ბიჭია და დონდლო და ზლაზნია არაა პოგბასავით და შეტევას არ აჩერებს უაზროდ იმის გამო რო თავის მზე მოძრაობები აკეთოს
0
№12
ავტორი: batumski123
22 აპრილი 2019 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
გადავხედე
კომემტარებს და ხალხი იმოს მაგივრად კოდწვ დავიმატოთ ვარსკლავები პოგბას გაშვებას ითხოვთ? კიდევ პოგბას გაშვება უნდა
გუნდს ??

[quote=batumski123]გადავხედე
კომემტარებს და ხალხი იმოს მაგივრად კოდწვ დავიმატოთ ვარსკლავები პოგბას გაშვებას ითხოვთ? კიდევ პოგბას გაშვება უნდა
გუნდს ??
ხალხი პოგბას ნაირ ფეხბურთელებოა ყოლას ნატრულობა გუნდში ჩემი აზრით სწორედაც რომ პოგბას და დეხეას ირვლივ უნდა აეწყოს გუნდი
0
№13
ავტორი: shotkin
23 აპრილი 2019 12:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Dato kutaisi
და რად გვინდა ამ ლიგაზე გასვლა ნაღდად ვერ ვხვდები.ძაღლო სახლში არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო ჩვენზეა ნათქვამი.გადი ოთხეულში ვთქვათ რაც პარადოქსია მარა მეოთხეზე გასვლა ნაღდად არ არის გარანტია ლიგაზე გასვლის.კაი გავედით რა ხდება მერე?ის რომ ტრანსფერების გაკეთებას შევძლებთ?აი მითხარი ვინც მოვიყვანეთ რა ქნა რო?ახალგაზრდებს მიაწვნენ და აკადემიიდან შეავსონ გუნდი.ეს ნახირი გაყარონ და შენება დაიწყონ.არცერთ ევროტირნირზე რომ არ იყო ჩელსი იმ წელს ეპლი დადო.დავისვენებთ და კარგ შეკრულ ახალგაზრდულ გუნდს გამოვიყვანთ შემდეგ ლიგაზე.გუნდი რომელიც ახალგაზრდული იქნება და თან შეთამაშებული,ტიტულებზე მოწყურებული

ზოგადად გეთანხმები მარა ნახე რაშია საქმე აკადემიიდან კარგია როცა მოგყავს ხალხი მარა მანდაც ბალანსი უნდა იყოს რა და აუციელებელია ბალანსის დაცვა აკადემიელია მაქტომინე ასევე პერეირაც იდეაში არაა სასატარტო და ზამენის კაცია ეხალა ასეთ გუნდში პირდაპირ გრინვუდს , ჩონგს და სხვებს ვერ მისცემ 60 წუთს სათამაშოდ ძაან უაზრობა იქნება ბალანსი უნდა იქნას დაცული და აკადემიიდან ჰა ჰა 2 კაცი მაქსიმუმ ყველაზე მაგარი ვინცაა ის დასვან ზამენაზე ხოლმე მარა ასეთ დროს ძაან თეს ლი 11 ეული უნდა გყავდეს და ჩვენი მიზანი ჯერ იმ 11 ეულის მოხოდვაა, ძაან მინდა გრინვუდის ხილვა პირველ სასტავში მარა ჯერ ეხლა საჭიროა იანგებისნაირების მოშორება და ძირითადის გაზლიერება როცა ძირითადის 11 კაცი გყავს ძლიერი და შეთამაშებულ დაბალანსებული გუნდია მანდ უკვე შეიძლება 1-2 კაცის თუნდაც ბავსვის დამატება იმიტორო დაბალანსებული შეთამაშებული მყარი გუნდი ამ ცვლილებას გაუძლებს და სისუსტეები არ დაეტყობა ასე იყო ფერის დროსაც ხალხ რო უკვირდა გიბსონებით და ნახევარდაცვაში ბრაუნებით და ოშებით მოგებული მატჩები ის იყო ცამოყალიბებული აწყობილი გუნდი და არიყო მაგ დროს როტაცია მტკივნეული გუნდისთვის ვაფშე. ჯერ მიხედონ ძირითად 11 ეულს ნეხვებით როა სავსე და მერე სკამი დააბალანსონ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top