თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2019, 12:09
ავტორი: Svani,
ნანახია: 1202,
კომენტარები: 11
"იუნაიტედმა" კოუტინიოს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
იბრძვიან თუ არა "წითელი ეშმაკები" კოუტინიოსთვის?
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის განმეორებითმა შეხვედრამ "კამპ ნოუზე" კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რომ ინგლისური გრანდი "მანჩეესტერ იუნაიტედი", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, შემადგენლობის სერიოზულ გადახალისებას საჭიროებს.

ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები, ერნესტო ვალვერდეს "ბარსლონასთან". უშანსოდ 3-0 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში თავის გამოჩენა, "იუნაიტედის" ერთ ერთმა ყოფილმა სამიზნემ ფილიპე კოუტინიომაც მოახერხა, რომელმაც დე ხეას კარი საჯარიმოს გარედან. შესანიშნავი დარტყმით აიღო.

რატომ ყოფილმა სამიზნემ? ალბათ უფრო იმიტომ, რომ "მანკუნინელებმა" კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

Sport.es-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელის ყიდვა "იუნაიტედის" გულშემატკივრების უკმაყოფილებას გამოიწვევს, სწორედ ამიტომ გლეიზერების გუნდმა ფილიპეს ყიდვა გამორიცხა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი აქამდე "წითლების" პრინციპული მეტოქის "ლივერპულის" ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონში, 26 წლის ფხბურთელის მონაგარი, ესპანეთის ჩემპიონატში, 30 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: chi_08
18 აპრილი 2019 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ძაან კლასნია არადა.. 14 წელია მანჩესტერს ვგულშემატკივრობ და სულ არ გამიტყდება ლივერპულის "ყოფილი" ფეხბურთელი რო დავიმატოთ
3
№2
ავტორი: datasta25
18 აპრილი 2019 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 486
ლივერპულის ყოფილ ფეხბურთელობაზე არ არის, კოუტინიოს დღემდეაქვს რაღაც სენტიმენტები ლივერპულთან და უყვარს მისი ყოფილი და ამჟამინდელი გუნდიც, ხოდა ლივერპულის სიყვარულით მანჩესტერში მოთამაშე ფეხბურთელს გავკარი. ათასი სხვა ვარიანტია და თუ მოინდომებენ იყიდიან კიდეც ამ დონისას სხვას.
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2019 12:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7930
თავიდანვე არ მჯეროდა მე პირადად ამის ტრანსფერის
0
№4
ავტორი: 100%Red
18 აპრილი 2019 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 444
აუ გულშემატკივრები თუარა გაძლევდა ბარსა, თუ გავძლევდა კაი ფასსაც დაადებდა
0
№5
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2019 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7836
თვითონაც ბევჯერ თქვა რო არსად არ მიდის
0
№6
ავტორი: Old Red Devil
18 აპრილი 2019 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 147
ბარსადან თავისი ნებით წასული მე არავინ მინახავს თუ ზლატანს არ ჩავთვლით.ყველას ურჩევნია მანდ დალპეს ლიჟბი სტაბილურად ლიგაზე იყოს.
0
№7
ავტორი: koksonn
18 აპრილი 2019 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ოუენიც ლივერპულში თამაშობდა
0
№8
18 აპრილი 2019 15:48
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: 100%Red
აუ გულშემატკივრები თუარა გაძლევდა ბარსა, თუ გავძლევდა კაი ფასსაც დაადებდა

არა ბარსაში რაც წავიდა ძაან ცუდად თამაშობს, ჩვენთან რო გაიტანა ეგ იყო და ეგ თორემ ტიპი ვერაფერს აკეთებს, ქომაგები დღე და ღამ აგინებენ. თუ დააკვირდი გოლის აღნიშვნისას ყურზე მიიდო ხელები, მაგ აღნიშვნის აზრი ეგ იყო რომ ანუ არ ვუსმენო ქომაგების კრიტიკას... ბაზარიარაა, ლივერპულში ძაან კლასნი იყო და აი სერიოზული იყო, მაგრამ ახლა რასაც ვხედავ ლალიგაზე არაფერი არ არის ეს კოუტინიო.

არამგონია ბარსამ გაშვებაზე უარი თქვას, ამას ზაფხულში უეჭველი შეტენიან ან პსჟ-ს ან კიდევ რომელიმე კლუბს, მაგრამ იუნაიტედი არ იყიდის. და ძაან გამისწორდება კიდეც თუ არ იყიდის.
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
18 აპრილი 2019 16:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2314
სიტის ვუყურებდი გუშინ და ყველა ფეხბურთელს მეკარიდან დაწყებული ბურთის ფლობის უდიდესი ტექნიკა და კულტურა აქვთ,აღარ მაქვს ლაპარაკი მონდომებაზე.ყველას შეუძლია 2კაცის მოტყუება და თან ბურთი მიწეპებული აქვთ ფეხზე.
ახლა გამახსენდა პერიშიჩის ტრანსფერზე რო იყო ლაპარაკი და თავს ვიგიჟებდით რა ჯანდაბად გვინდა მარცხენა ფლანგზე 3 კონა ლარად გვყავსთქო და აღმოჩნდა არც არავინ გვყავს.ახლა გინდ მარსიალი დააყენე და გინდ რეში მაინც ნულია უკვე ეგ ფლანგი,ცალკე მარჯვენა ფლანგიც ნულია.ანუ სა ჯანდაბიდან ვუტევთ ნეტა?მე პერიშიჩის ნაირი და ტიპაჟის მუშა ფეხბურთელების ყიდვის მომხრე ვარ.აი მენდი ლაპორტი უოლკერი ლეროი სანე ბერნარდო სილვა,აი სახელები რომლებიც არაფერი არ იყვნენ სიტიში მისვლამდე და ადგა გვარდიოლა და იყიდა და გახდნენ კარგი ფეხბურთელები.კი არ გახდნენ არამედ კარგები იყვნენ,ამათმა მოძებნეს და უკვე გუნდში მყოფ უმაღლესი კლასის აგუერო დებრუინეს და დავიდ სილვას ამოუყენეს გვერდში და რასაც თამაშობს სიტი კიდეც უყურებთ.გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს რისი თამაში უნდათ კონტრის ბურთის ფლობის პოზიციური შეტევის ფლანგიდან შეტევის თუ ცენზურას თამაშის და ამის მიხედვით უნდა მოიყვანოს და შესაბამისად გაუშვას კიდეც ფეხბურთელები. საქმე საქმეზე რო მიდგეს ის ხალხო ვინც ახლა სიტიში და ტოტეში დაფრინავს იმათ ჩვენ არ ვიყიდიდით შემდგარი ვარსკვლავები გვინდაო ვიტყოდით.სახელები არაა საკმარისი
0
№10
ავტორი: 100%Red
18 აპრილი 2019 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 444
აუ ბაზარი არაა სილვა და სანე მაგარი კლასნი ბიჭერბიარიან
და პეპი სკამზე ალპობს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top