თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2019, 12:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2018,
კომენტარები: 11
"იუნაიტედმა" კოუტინიოს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
იბრძვიან თუ არა "წითელი ეშმაკები" კოუტინიოსთვის?
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის განმეორებითმა შეხვედრამ "კამპ ნოუზე" კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რომ ინგლისური გრანდი "მანჩეესტერ იუნაიტედი", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, შემადგენლობის სერიოზულ გადახალისებას საჭიროებს.

ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები, ერნესტო ვალვერდეს "ბარსლონასთან". უშანსოდ 3-0 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში თავის გამოჩენა, "იუნაიტედის" ერთ ერთმა ყოფილმა სამიზნემ ფილიპე კოუტინიომაც მოახერხა, რომელმაც დე ხეას კარი საჯარიმოს გარედან. შესანიშნავი დარტყმით აიღო.

რატომ ყოფილმა სამიზნემ? ალბათ უფრო იმიტომ, რომ "მანკუნინელებმა" კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

Sport.es-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელის ყიდვა "იუნაიტედის" გულშემატკივრების უკმაყოფილებას გამოიწვევს, სწორედ ამიტომ გლეიზერების გუნდმა ფილიპეს ყიდვა გამორიცხა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი აქამდე "წითლების" პრინციპული მეტოქის "ლივერპულის" ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონში, 26 წლის ფხბურთელის მონაგარი, ესპანეთის ჩემპიონატში, 30 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Vaskaa
19 აპრილი 2019 01:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
რაც დრო გადის უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ეს იყო ფერგიუსონ იუნაიტედი.
ოთხივე კომპონენტში რომ გუნდს აქვს პრობლემა ეს უკვე კატასტროფაა
დე ხეა, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა,
გუშინ ტუტენჰემიდან რაც სონიმ გააკეთა იმას ვერცერთი ვერ აკეთებს ჩვენთან.
მიიღებენ ბურთს და ფაფხურობენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top