თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2019, 23:40
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2222,
კომენტარები: 17
"იუნაიტედის" ფორვარდები გაცილებით უკან არიან ვიდრე სხვები"
პოლ ინსი "იუნაიტედის" ფორვარდებს აკრიტიკებს.
პოლ ინსის განცხადებით, პოლ პოგბა პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას ვერ მოახერხებს და იმისთვის, რომ ის საუკეთესო იყოს მისივე დონის ფეხბურთელები სჭირდება. მისი აზრით, "იუნიატედის" ფორვარდები უმაღლესი კლასის ფეხბურთელად გახდომისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან.

"ხალხი ისაუბრებს პოლ პოგბაზე და იტყვის, რომ მას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ის მეტის გაკეთებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც მისნაირი ფეხბურთელებით იქნება გარშემორტყმული."

"თუ პოგბას ირგვლივ უმაღლესი დონის ფეხბურთელებს დააყენებთ, მაშინ ნამდვილ პოგბას იხილავთ. მე იღბლიანი აღმოვჩნდი და რობსონის, კინისა და კანტონას გვერდით ვთამაშობდი. ისინი მსოფლიო დონის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც თავის ირგვლივ ყველას უკეთესად აქცევდნენ."

"იუნაიტედი" მხოლოდ პოგბას ვერ დაეყრდნობა. ის ყველაფერს ვერ გააკეთებს. თუ მისგან მაქსიმუმი გსურთ, დაუყენეთ განსხვავებული დონის ფეხბურთელები."

"პოგბას სჭირდება და იმსახურებს, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით იყოს გარშემორტყმული და არ ვფიქრობ, რომ ახლა "მანჩესტერ იუნაიტედში" ასეთი ფეხბურთელები არიან. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა კარგად ხვდება, რომ მათი ფეხბურთელების უმეტესობა უბრალოდ საკმარისად კარგები არ არიან."

"შეხედეთ ენტონი მარსიალსა და ჯესი ლინგარდს, ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან, როცა დაბალი დონის გუნდებთან თამაშობენ, მაგრამ როგორც კი ჩემპიონთა ლიგის მატჩს ატარებენ, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უკან არიან, ვიდრე მსოფლიო დონის ფორვარდები."

"და როდესაც ბრწყინვალე ფეხბურთელები არ გყავს, სწორედ ისეთ შედეგებს მიიღებ, როგორიც გუშინ ღამეს მივიღეთ."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
17 აპრილი 2019 23:58
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
დაცვის ცენტრში რომც არ დავიმატოთ ხალხი კიდევ რაღაცას გავქაჩავთ,მაგაზე მეტად მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაა საჭირო,როგორც დაცვის ხაზში ასევე შეტევაში.ცენტრში კი ერთი-ორი ადამიანია მოსაყვანი.ასევე თუ შეძლებენ ერთი წესიერი თავდამსხმელიც მოსაყვანია თორემ ჩემი მტერი იყოს ამათ იმედზე.
0
№2
ავტორი: datasta25
17 აპრილი 2019 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ინსს 100% ვეთანხმები, აი ამაზე დიდი სიმართლე არავის არ უთქვამს,

+ ბლეტჩერზე დაიწერა ძალიან სასიხარულო სიახლე, რო სულშერმა ბარსასთან თამაშის მერე გადაწყვიტა ყველა პოზიცია გააძლიეროსო, და მინიმუმ 5 ფეხბურთელს დაიმატებსო, 2 მცველს 2 ნახევარმცველს და ფორვარდსო, ძაან მაგარი იქნება თუ მართლა დაიმატებენ, და იმედია იგივე დონის ფეხბურთელებზე არ არის ლაპარაკი.
1
№3
ავტორი: dybbuk
18 აპრილი 2019 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
დონე მართლაც რომ საშუალოა, მაგრამ ეს მარტო თავდასხმას არ ეხება სამწუხაროდ. რას მოვესწარი, მანჩესტერში 2-3 ტოპ ფეხბურთელია, როცა ამდენივე საშუალო დონის ფეხბურთელები ირიცხებოდა ფერგის დროს, დანარჩენები ყველა უმაღლესი კლასის ხალხი იყო.
0
№4
ავტორი: gogita1991
18 აპრილი 2019 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მართალს ამბობს პოლი ეხლა გუნდში გარდამტეხი მომენტია ან უნდა მოიყვანონ გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები ან არადა ვინც გვყავს ისინიც უნდა გავყიდოთ კი ვიძახით უნდა დარჩნენო მარა ჰა ამდენი ხანია დეხეა ჩვენთანაა და რა მოიგო? რეალში რო გადასულიყო თავის დროზე ყველამ ვიცით რამდენ ტიტულსაც დადებდა იგივე შემიძლია პოგბაზე ვთქვა შეხედეთ მას საფრანგეთის ნაკრებში როგორ თამაშობს აქ უბრალოდ არ ყავს შესაბამისი დონის გუნდელები და არც უნდა გვინდა გვიკვირდეს წასვლას რო ითხოვენ მანჩესტერი რო არ ყვარებოდა პოგბას არც დაბრუნდებოდა მაშინაც უნდოდა რეალს თუ გახსოვთ... მოკლედ ჩემი აზრით პრობლემა ხელმძღვანელობაშია დანიშნონ ეს სპორტული დირექტორი რას ელოდებიან მგონი ყველა გუნდს ყავს ჩვენს გარდა ფაქტია რო ჭირდება გუნდს უფასოდ ვკარგავთ უკვე ხალხს იმ დონეზე დავეცით უნდა დაიხარჯოს ფული აზრიანად სწორი ფეხბურთელებია მოსაყვანი თუ არადა გვითხრან რო ლუზერებივით ერთი 30 წელი ვეღარაფერს მოვიგებთ და მოგვივა მილანზე უარესი ან რამე ეგეთი დავიღალეთ უკვე ყველა არ ვართ ჩვენ ასეთ მანჩესტერს მიჩვეული და საერთოდ არაა ეს ის გუნდი ვინც მე ფეხბურთი შემაყვარა

მართალს ამბობს პოლი ეხლა გუნდში გარდამტეხი მომენტია ან უნდა მოიყვანონ გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები ან არადა ვინც გვყავს ისინიც უნდა გავყიდოთ კი ვიძახით უნდა დარჩნენო მარა ჰა ამდენი ხანია დეხეა ჩვენთანაა და რა მოიგო? რეალში რო გადასულიყო თავის დროზე ყველამ ვიცით რამდენ ტიტულსაც დადებდა იგივე შემიძლია პოგბაზე ვთქვა შეხედეთ მას საფრანგეთის ნაკრებში როგორ თამაშობს აქ უბრალოდ არ ყავს შესაბამისი დონის გუნდელები და არც უნდა გვინდა გვიკვირდეს წასვლას რო ითხოვენ მანჩესტერი რო არ ყვარებოდა პოგბას არც დაბრუნდებოდა მაშინაც უნდოდა რეალს თუ გახსოვთ... მოკლედ ჩემი აზრით პრობლემა ხელმძღვანელობაშია დანიშნონ ეს სპორტული დირექტორი რას ელოდებიან მგონი ყველა გუნდს ყავს ჩვენს გარდა ფაქტია რო ჭირდება გუნდს უფასოდ ვკარგავთ უკვე ხალხს იმ დონეზე დავეცით უნდა დაიხარჯოს ფული აზრიანად სწორი ფეხბურთელებია მოსაყვანი თუ არადა გვითხრან რო ლუზერებივით ერთი 30 წელი ვეღარაფერს მოვიგებთ და მოგვივა მილანზე უარესი ან რამე ეგეთი დავიღალეთ უკვე ყველა არ ვართ ჩვენ ასეთ მანჩესტერს მიჩვეული და საერთოდ არაა ეს ის გუნდი ვინც მე ფეხბურთი შემაყვარა
0
№5
ავტორი: Lalana
18 აპრილი 2019 00:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მთელ ჩვენ შემტევებს ერთი 37 წლის იბრაჰიმოვიჩი მირჩევნია.დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ამ ზაფხულს მაინც გადახალისდება ისე გუნდი როგორც საჭიროა,მაგრამ რაც მთავარია ისეთი ტრანსფერები უნდა დაიდოს რომელიც ჭირდება გუნდს და არა ისეთები ერთ პოზიციაზე ათი კაცი რომ გვყავს და მეთერთმეტეს ვიმატებთ.
0
№6
ავტორი: shotkin
18 აპრილი 2019 00:30
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
100% იანი ის თქვა რასაც დიდი ხანია ისედაც ყველა ხედავს და ხვდება მარა მოქმედება არ არის არანაირი სამწვრთნელო შტაბიდან ზახულში ამათმა თუ არ იაქტიურეს და მართლა ჰაი კლასის იგროკები არ მოუყვანეს შემდეგ სეზონში კიდე წვალებას ვუყურებტ და მერე ისინიც წავლენ ვინც რამე დონეს ფლობენ არ მინდა ამ ფრედის და მატიჩის ყურება რა ხო შეიძლება რო მაღალი კლასის ტოპ ფეხბურთელი დაუყენონ ამ პოგბას როგორიც ვერატი ან კროსია ვინმე და ასევე თავდასხმაში აუცილებელია ხალხის დამატება მომბეზრდა ამ მარსიალის ყურება ნუ ლინგარდზე არაფერს არ ვწერ ეგ საერთოდ არ უნდა ირიცხებოდეს ამ გუნდში
0
№7
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2019 01:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Rac ar unda simartle tqvas aman zogjer DZaan zedmeti mosdis da magrad ar mevaseba
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
18 აპრილი 2019 01:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ეჰ სიტი ტოტენჰემს რო უყურებ და უბედნიერესი იქნები რო ასეთ თამაშს მოესწარი მანჩესტერის ფანი მაგარი ტეხავს მაგრამ რეალობაა.სიტის ეკუთვნოდა გასვლა მაგრამ ტოტეზეც ვერ იტყვი რო არ ეკუთვნოდაო.დელეალი მაგონებს ძაან პოგბას.ფეხბურთი არის რასაც თამაშობდა დღეს სიტი.აი ეს ფეხბურთი მიყვარს და არა ის რასაც გვარდიოლა ათამაშებს ხოლმე ტიკი ტაკას და ****ბას.ერთი სიამოვნება იყო ამათი ყურება.ტოტენჰემი რეალურად თითქმის ისე გავიდა ნახევარფინალში როგორც ჩვენ გავცდით პსჟს.კიდე კაი რო ვარი დანერგეს თორე რამდენი ტრაგედიები იქნებოდა...ეხ ბიჭებო ამ სიტისთან ვლაპარაკობდით ძალით წავაგოთ რო ლივერი არ გაჩემპიონდესთქო ხო?:)))))არ გამოცხადება ჯობია ამათთან მემგონი:))))მომავლის იმედით და ინსის და ყველა ჩვენთაგანის სურვიკების ასრულების ინედით ეგებ გვეშველოს და შემადგენლობა გაძლიერდეს თორე გაისად მართლა ამათ თამაშის გადამკიდე ან კატარაქტა დაგვემართება ან ინფარქტი
0
№9
ავტორი: PaLoMo
18 აპრილი 2019 01:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მიბაძეთ სიტის და 1პოზიციაზე 2კაცი მოიყვანეთ.გვარდიოლას კიდე არ ყოფნის ტრანსფერები და ჩვენ 2კაცი ვერ კოგვიყვანია გუნდში.ტოტენჰემსაც აფ განუხორიცლებია ტრანსფერი ზაფხულში,მაგრამ შეხედეთ რა დონეზე დგას ამ ეტაპისთვის :-/

აქ მწვრთნელი არაფერ შუაშია...ფეხბურთელებს არ აქვთ საკმარისად გათვიცნობირებული რაუნდათ(უფრო სწორად კი უნდათ,რომ ფული აკეთონ)ფეხბურთი კი ფეხებზე კიდიათ...რა გაააკეთა სანჩესმა,რომ ამდენ ხელფასს ირებს,რას აკეთებს პოგბა,რომ ამდენ ხელფასს ითხოვს? დე ხეა,რომელსაც ამდენი წელია გუნდის საძირკველია არ აძლევენნიმდენს რამდენსაც ითხოვს და ეკუთნის და პოგბა ითხოვს 500ათასს იმაში,რომ მეტი ვარცხნილობა გაიკეთოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2019 01:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სრული სიმართლეა, გუნდი თუ არ გაძლიერდა არაფერი გამოვა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top