თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2019, 23:40
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2227,
კომენტარები: 17
"იუნაიტედის" ფორვარდები გაცილებით უკან არიან ვიდრე სხვები"
პოლ ინსი "იუნაიტედის" ფორვარდებს აკრიტიკებს.
პოლ ინსის განცხადებით, პოლ პოგბა პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას ვერ მოახერხებს და იმისთვის, რომ ის საუკეთესო იყოს მისივე დონის ფეხბურთელები სჭირდება. მისი აზრით, "იუნიატედის" ფორვარდები უმაღლესი კლასის ფეხბურთელად გახდომისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან.

"ხალხი ისაუბრებს პოლ პოგბაზე და იტყვის, რომ მას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ის მეტის გაკეთებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც მისნაირი ფეხბურთელებით იქნება გარშემორტყმული."

"თუ პოგბას ირგვლივ უმაღლესი დონის ფეხბურთელებს დააყენებთ, მაშინ ნამდვილ პოგბას იხილავთ. მე იღბლიანი აღმოვჩნდი და რობსონის, კინისა და კანტონას გვერდით ვთამაშობდი. ისინი მსოფლიო დონის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც თავის ირგვლივ ყველას უკეთესად აქცევდნენ."

"იუნაიტედი" მხოლოდ პოგბას ვერ დაეყრდნობა. ის ყველაფერს ვერ გააკეთებს. თუ მისგან მაქსიმუმი გსურთ, დაუყენეთ განსხვავებული დონის ფეხბურთელები."

"პოგბას სჭირდება და იმსახურებს, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით იყოს გარშემორტყმული და არ ვფიქრობ, რომ ახლა "მანჩესტერ იუნაიტედში" ასეთი ფეხბურთელები არიან. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა კარგად ხვდება, რომ მათი ფეხბურთელების უმეტესობა უბრალოდ საკმარისად კარგები არ არიან."

"შეხედეთ ენტონი მარსიალსა და ჯესი ლინგარდს, ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან, როცა დაბალი დონის გუნდებთან თამაშობენ, მაგრამ როგორც კი ჩემპიონთა ლიგის მატჩს ატარებენ, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უკან არიან, ვიდრე მსოფლიო დონის ფორვარდები."

"და როდესაც ბრწყინვალე ფეხბურთელები არ გყავს, სწორედ ისეთ შედეგებს მიიღებ, როგორიც გუშინ ღამეს მივიღეთ."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
18 აპრილი 2019 01:46
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ძალიან მაგარი რამ მოხდა, სიტი გამოაძუნძულეს ჩემპიონთა ლიგიდან. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ახლა პრემიერლიგაზე კონცენტრირდება და ლივერპულს ჩაუდებს, აი ჩაუდებსს :დდ ტოტენჰემს აიაქსთან აქვს სათამაშო, ჩელსსზე და არსენალზე ბევრს არ ვილაპარაკებ ისედაც იცით რა თამაშები აქვთ წინ (+ ევროპა ლიგაზე გამოდიან). მოკლედ ხალხო მშვენიერი რამ მოხდება, 4-ეულშიც გავალთ და ლივერპულიც დარჩება კიდევ ერთი წელი მშრალზე.
0
№12
ავტორი: gogita1991
18 აპრილი 2019 02:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: ლუკა ბერაია
ძალიან მაგარი რამ მოხდა, სიტი გამოაძუნძულეს ჩემპიონთა ლიგიდან. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ახლა პრემიერლიგაზე კონცენტრირდება და ლივერპულს ჩაუდებს, აი ჩაუდებსს :დდ ტოტენჰემს აიაქსთან აქვს სათამაშო, ჩელსსზე და არსენალზე ბევრს არ ვილაპარაკებ ისედაც იცით რა თამაშები აქვთ წინ (+ ევროპა ლიგაზე გამოდიან). მოკლედ ხალხო მშვენიერი რამ მოხდება, 4-ეულშიც გავალთ და ლივერპულიც დარჩება კიდევ ერთი წელი მშრალზე.

მეც მაგის იმედი მაქ ერთი ეგ თუ გამახარებს წელს
0
№13
ავტორი: kantona-7
18 აპრილი 2019 03:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არვიცი ვინრას ფიქრობს მაგრამ ძნელია ამკაცს არდაეთანხმო რასაც ამბობს. 5 მაღალი კლასის იგროკია მოსაყვანი ნიმუმ

აქარავინ ყიდულობს და არციყიდიან ალბათ მევინც მინდა:დ წავედი პესში მაინც ვიყიდი კიდევერთხელ:დდ

რეშფორდი- კეინი- მბაპე
პოგბა-კანტე-ერიქსენი
შოუ-ლინდელოფი-დელიხტი-დალო
დათუნა
დალოტი მეძალიან მომწონს:დდდ კანტეც ფანტაზიაა ნამეტანი როგორც სხვები:დდდ

აფსუს რაგუნდია და რამენეჯერი ვიქნებოდი ამგუნდით:დდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: batumski123
18 აპრილი 2019 06:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
კაროჩე დაცვა მარცხენა ფლანგის გარდა მთლიანად გამოსაცვლელია 2 ცენტრალური მცველია.საყიდელი.კულიბალი და დელიხტი (ან შკრინიანი)და მარჯვენა მცველიც კანსელოა.კარგი 2 ან 1 მაინც მაღალი დონის ნახევარმცველი (ვერატი ან კანტე კროსიც შეილება ერიქსენი ან უფასოდ.რაბიო და ჩემი აზრით 9 ანიც.საჭიროა იკარდი მაგრად დაგვხატავდა ან დიბალა ლუკაკუ გასაშვებია მარსიალი და რაშფორდი ზამენაზე უნდა დაჯდნენ და კონკურენციის ქვეშ უნდა იყვნენ და 2 მაღალი დონის ვინგერებია საჭირო კაროჩე 7-8 ყრანსფერი უეჭველია გასაკეთებელი თუ გინდათ გუნდს დავემსგავსოთ და.ეს.იანგები როხოები სასწრაფოთ უნდა მოვიშოროთ
0
№15
ავტორი: de gea1
18 აპრილი 2019 09:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
sruli qaosia sareansfero sias tu gadaxedav igive nagvis yidvas apireben, arvici ra yveshveleba am transferebs vin akontrolebs

gasawrelta sia ese gamoiyureba shemi azrit yangi, jonsi, bay, darmiani, lindegardi, lukaku, matichi, mata, roxo. zamenis xalxi smolingi, lindelofi, marsiali, reshfordi, erera, fredi, ese fiqrobs yvela darwmunebuli var, unda moiyvanon dibala sansho de ligti rabio an verati grizmani kulibali
0
№16
ავტორი: giorgi_mg
18 აპრილი 2019 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რეალობა ეგ არის 100%
0
№17
ავტორი: JuanMata
18 აპრილი 2019 11:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თამაშს რომ უყურებ, აშკარად დაბალი დონეა, პასების გაკეთება უჭირთ ნორმალურად, ყველაფერს, რომ თავი დაანებო. ერთი ორი კაცია გუნდში, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ფლანგიდან ფლანგზე ბურთი გადაიტანოს და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.

მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები, აი აიაქსი ავიღოთ, ორი წლის წინ შეგვხვდნენ ევროპის ლიგის ფინალში და ძალიან მარტივად მოვუგეთ, ორი წლის შემდეგ ჩვენზე ბევრად კარგი გუნდია. ტადიჩი და ბლინდი დაიმატეს და რა მაგრად თამაშობს ორივე. იდეალურად ჩაჯდნენ ამ გუნდში. ჩვენ ბლინდის მოშორებაზე ვიყავით, იმიტომ რომ მაღალი დონის არ იყო, ახლა ბლინდი ცალი ფეხით ლიგის ფინალში და ჩვენ ევროპის ლიგას ვერ ვცდებით. იგივე მარსიალს და რეშფორდს სხვა გუნდები ბევრად უკეთ გამოიყენებენ, ვიდრე ჩვენ.

იმიტომ რომ არ გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, არ ვიცით რა ფეხბურთს ვთამაშობთ და რომელი ფეხბურთელი მოერგება ჩვენს გუნდს, გარტყმაზე ვაკეთებთ ტრანსფერებს, და მერე ამ ფეხბურთელებს არ ვიცით რა უნდა ვუყოთ.

ტოტენჰემი გვჯობნის, ტიპებს სამი წელია ტრანსფერი არ გაუკეთებიათ და ცარიელ ადგილებს აკადემიის ხალხით ავსებს. და თუ ვინმე ყავთ მაღალი კლასის, ეგეც მაგათი დამსახურებაა, რომ გამოზარდეს.
ჩვენ ვერ ვავითარებთ ფეხბურთელებს, ჩვენთან მოდიან რაღაც გარკვეულ დონეზე და მერე განიცდიან დეგრადაციას.
მოვა აქ მბაპე და სეზონის ბოლოს გვეყოლება მეორე ლინგარდი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top