კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვებაზე ისაუბრა და "ეშმაკების" ბრძოლისუნარიანობა აღნიშნა.
"ჩემპიონთა ლიგა სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული ტურნირი, რადგან აქ მარტივი შეხვედრა არ არსებობს. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, შესაბამისად, დაზღვეული არაფრისგან ხარ."
"პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" მოვიგეთ, თუმცა ამისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ ტიპის გუნდია, რომლისგან ყველაფერს უნდა ელოდო, სწორედ ამიტომაც, შანსები სრულიად თანაბარი იყო."
"ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ეს ფეხბურთია და ცუდად ნათამაშებმა ხუთმა წუთმა, შესაძლებელია, ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს. 5 წუთის ინტერვალში გატანილმა 2 გოლმა, ძალიან დიდი უპირატესობა მოგვცა და ჩვენც, ეს უპირატესობა შესანიშნავად გამოვიყენეთ."
"აუცილებლად უნდა ავღნიშნო "იუნაიტედის" ბრძოლისუნარიანობა, ისინი მატჩის ბოლომდე იბრძოდნენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ნამდვილად დიდებული კლუბია და ძალზედ საინტერესო თამაშიც ვიხილეთ."
"ლიონელ მესი საოცარი ფეხბურთელია. არგენტინელმა 2 გოლის გატანა მოახერხა და მოედანზე მისი შეჩერება ძალიან რთულია. ნამდვილად საამაყოა, რადგან კლუბში ისეთი ფეხბურთელი გვყავს, როგორიც ლიონელ მესია.", - განაცხადა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ.