თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2019, 14:40
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 15
ვალვერდე: "ცუდად ნათამაშებმა ხუთმა წუთმა, შესაძლებელია, ყველაფერი შეცვალოს"
ერნესტო ვალვერდე "იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ.
ვალვერდე:
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვებაზე ისაუბრა და "ეშმაკების" ბრძოლისუნარიანობა აღნიშნა.

"ჩემპიონთა ლიგა სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული ტურნირი, რადგან აქ მარტივი შეხვედრა არ არსებობს. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, შესაბამისად, დაზღვეული არაფრისგან ხარ."

"პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" მოვიგეთ, თუმცა ამისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ ტიპის გუნდია, რომლისგან ყველაფერს უნდა ელოდო, სწორედ ამიტომაც, შანსები სრულიად თანაბარი იყო."

"ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ეს ფეხბურთია და ცუდად ნათამაშებმა ხუთმა წუთმა, შესაძლებელია, ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს. 5 წუთის ინტერვალში გატანილმა 2 გოლმა, ძალიან დიდი უპირატესობა მოგვცა და ჩვენც, ეს უპირატესობა შესანიშნავად გამოვიყენეთ."

"აუცილებლად უნდა ავღნიშნო "იუნაიტედის" ბრძოლისუნარიანობა, ისინი მატჩის ბოლომდე იბრძოდნენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ნამდვილად დიდებული კლუბია და ძალზედ საინტერესო თამაშიც ვიხილეთ."

"ლიონელ მესი საოცარი ფეხბურთელია. არგენტინელმა 2 გოლის გატანა მოახერხა და მოედანზე მისი შეჩერება ძალიან რთულია. ნამდვილად საამაყოა, რადგან კლუბში ისეთი ფეხბურთელი გვყავს, როგორიც ლიონელ მესია."
, - განაცხადა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ.
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
17 აპრილი 2019 17:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: datasta25
ციტატა: The Special One
1-2 ტრანსფერი გაკეთდებაო თქვა თავის დაზღვევით მიზნით,აბა ხო არ იტყოდა ნახევარი გუნდი უნდა ვიყიდოთო,ესე საერთოდ დაუკარგავდა მოტივაციას ამ გუნდს და ოთხეულშიც ვეღარ შევიდოდით.

ეჭვი მეპარება, ითქვა უკვე რო 200 მილიონს არჯავნ, და მაგ თანხაში შევა გაყიდული ფეხბურთელებიც, ანუ გაყიდიან თუ არა მნიშვნელობა არააქვს, მაინც 200 დაიხარჯება, მერე გავრცელდა რო 260-ო, მარა დიდი რაზნიცა არარის, კაკრას 2 დონე ფეხბურთელი მოვა მაგ ფასად, ზოგადადაც ერთ ფანჯარაზე 5-6 ფეხბურთელს ვერავინ ყიდულობს, როგორი მდიდარიც არუნდა იყო, მე პირადად ერთ ფანჯარაზე მაგდენი ფეხბურთელი ეყიდოს ვინმე გუნდს, რამდენიც ეხა ჩვენ გვჭირდება არ მახსოვს

სიტიმ 5 კი არა ლამის 8 კაცი იყიდა ერთ ფანჯარაზე.აქ ბალანსია საჭირო.გაყიდვიდან შემოსული და მოგებებით აღებული თანხით შეგიძლია ყიდვა.ასე რომ არაა წარმოუდგენელი 7-8ც იყიდო ამ ნახირს თუ გაყრი.
0
№12
17 აპრილი 2019 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 326
დავიჯერო იჩქარეს ამის დანიშვნით? სად არის ის გუნდი, თავიდან რომ აკრიფა და ნავარდობდა მოედანზე? ისევ ისინი არ თამაშობენ და იგივე მწრთნელი არ არის?! გაოცებული ვარ პირადაპირ... ეს ფრედი კი საჩხერეს ჩიხურაში რომ ათამაშო, იქაც არ იქნება გამორჩეული.
0
№13
ავტორი: Malboro463
17 აპრილი 2019 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
ციტატა: datasta25
ზოგადადაც ერთ ფანჯარაზე 5-6 ფეხბურთელს ვერავინ ყიდულობს, როგორი მდიდარიც არუნდა იყო, მე პირადად ერთ ფანჯარაზე მაგდენი ფეხბურთელი ეყიდოს ვინმე გუნდს, რამდენიც ეხა ჩვენ გვჭირდება არ მახსოვს

ერთ სზონზე 7 ფეხბურთელი დავიმატეტ და მეორე წელს 8 ამათ პლიუს რეზერვებიდან მოყვანილი ხალხი და შედეგი ნოლი. ბოლო წლებში ზედა ექვსეულის გუნდებიდან ყველაზე მეტი ფული მანჩესტერმა დახარჯა და თუარვცდები ყველაზე მეტი ახალწლეულიც ყავდა
0
№14
ავტორი: giorgi_mg
17 აპრილი 2019 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოიყვანონ დროზე ეს სპორტული დირექტორი იქნებ მაგან მაინც გვიშველოს, თუ ვანდერა მოვიდა რაღაც პოზიტივები იქნებ გამოჩნდეს
0
№15
ავტორი: stepno
17 აპრილი 2019 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რომ არა დეხეას ის საშინელი მოქმედება კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. ისე დეხეას N1 ობაზე პრეტენზია თუ აქვს მესის პირველი დარტყმულიც უნდა აეღო ხო ყველამ იცოდა რო მანდ ურტყავდა არაა და როცა N1 ხარ ეგეთი სასწაულები უნდა აკეთო ეგეთ მნიშვნელოვან თამაშებში და არა ისეთი რაც დეხეამ გააკეთა :)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top