თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2019, 12:10
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2400,
კომენტარები: 12
"ასეთ მატჩებში შეცდომები არ უნდა დაუშვა"
ოლე გუნარი "ბარსელონასთან" მარცხის შემდგომ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხზე ისაუბრა. ნორვეგიელის განცხადებით, "წითლები" ახლა პრემიერ ლიგაზე უნდა კონცენტრირდნენ.

მატჩის შემდგომ მწრთვნელმა გაშვებულ მომენტებსა და თამაშის დასაწყისზე ისაუბრა. ასევე "ბარსელონას" ფეხბურთელების სიძლიერესაც გაუსვა ხაზი. შემდგომ კი შიდა ჩემპიონატზე გადაერთო.

ჩვენი განწყობა სწორი იყო.

"ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ აქამდე მოსასვლელად და ორი სხვადასხვა გუნდი დავინახეთ. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და იდეალური 15 წუთი ჩავატარეთ და ვიფიქრეთ კიდეც, რომ რაღაცის გაკეთებას შევძლებდით, მაგრამ ოთხ წუთში ორი გოლი გაგვიტანეს, რამაც ყველაფერი უფრო და უფრო რთული გახადა. განწყობა ზუსტი და შესაბამისი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ კარგი გუნდისა და კარგი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობდით. ვიცით, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ერთ ღამეში ვერ შეიცვლებოდა და მომდევნო წლების განმავლობაში ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რათა ისეთი გუნდების დონეზე ავიდეთ, როგორზეც "ბარსელონაა".

ჩვენ მომენტების გამოყენება ვერ შევძელით.

"როდესაც უკვე ასეთ დონეზე ხარ მოსული, ასე მარტივად ფეხი არ უნდა დაგიცდეს და შეცდომები არ უნდა დაუშვა. ყველა მომენტი უნდა გამოიყენო. ჩვენ ჩვენი დიდებული დასაწყისი ვერ გამოვიყენეთ. მათ პირველი ორი დარტყმა გოლად აქციეს და შემდგომ უკვე თამაში დასრულებული იყო."

როგორ უნდა შეაჩერო ლიონელ მესი?

"ის განსხვავებული კლაია. ის და რონალდუ ბოლო წლებია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ვფიქრობ, რომ ამას ყველა ეთანხმება. დღეს საღამოს კიდევ ერთხელ დავინახეთ მისი დონე. სწორედ "ბარსელონას" გუნდის დონეზე უნდა ვიყოთ და ამისთვის ვიბძოლოთ. ვიცით, რომ ჯერ იმ დონეზე არ ვართ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ იქამდე მისვლას შევძლებთ."

ალექსისის დაბრუნება.

"მარტის დასაწყისიდან ალექსისი ტრავმირებული იყო და ექვსი კვირის განმავლობაში მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რომ ეს 15 წუთი მოედანზე გაეტარებინა. გოლის გატანასთანაც ახლოს გახლათ. იმედი მაქვს, რომ ის დამატებითი ძალა იქნება ჩვენთვის და ოთხეულში გასვლაში დაგვეხმარება."

დროა, რომ ყველა რესურსი გამოვიყენოთ.

"ჩვენ ერთმანეთისგან მაქსიმუმი უნდა ამოვიღოთ. უმაღლესი დონის გარემო უნდა შევქმნათ უმაღლესი განწყობით. ამ მომენტში ჩვენ მართლა ძალიან, ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ მეოთხედფინალამდე მისვლით და ახლა ჩვენი გამოწვევა ოთხეულია. ჩვენ ყველაფერი თავიდან უნდა შევქმნათ, ჯერ მწრთვნელებით, შემდგომ ფეხბურთელებით. ერთ ან ორ ფეხბურთელს ამ ზაფხულში აუცილებლად დავიმატებთ."

წინ დიდი კვირაა.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მომავალ წელსაც გვსურს, ასე რომ წინ დიდებული კვირა გველის. "ევერტონი", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი"... რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზამთ. ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა, თუ უკეთ დავიწყებდით და ჩვენ გავიტანდით პირველ გოლს, მაგრამ ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ შემდეგ კვირაზე ვკონცენტრირდეთ."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
17 აპრილი 2019 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
სანჩესის იმედი დიდად არმაქვს მომავალში ვფიქრობ უნდა წავიდეს ეგეც მომავალი სეზონისთვის წესიერი ხალხია მოსაყვანი და ესეთები გავუშვათ. გაყიდონ ნახევარი გუნდი და 300 მილიონი დაამატონ ტრანსფერებისთვის რადგან აქვს გუნდს ამის საშუალება. აქცენტი უნდა გაკეთდეს შემდგარ ვარსკვლავებზე როგორებიც არიან კეინი ერიქსენი მბაპე კოკე ვერატი პიანიჩი დელიხტი კულიბალი და არა დემბელე ლიონიდან

გუნდს რომარ ქონდეს მაყუთი ვიფიქრებდი არაქვს გუნდს მეტის ტრა.. კი და რაცავართ ესავართმეთქი მაგრამ გვაქვს და იყიდონ წესიერი ხალხი მართლა დავიღალერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: ikeoni
17 აპრილი 2019 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Erti ori fexburteli ar gveyofa ole bevrad meti motamashea mosayvani da kargia Ro tvitonac gausva xazi am transferebs albat yvelaze kargad Es kaci xvdeba Sadaa gundi gasazlierebeli...
0
№3
ავტორი: kantona-7
17 აპრილი 2019 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ნახა ვარდაცვა არის ძაან სუსტი და ბურთს ვერიჭერენ + თავდასხმაც 0000 არის და ლინგარდის ძირითადით მესისთან რომვერიზავ ვერაფერს რათუნდა ამას დიდი ფილოსოფია. არც ოლეა რამეში დამნაშავე და ვფიქრობ მაქსიმუმი გააკეთა ლიგაზე ამშემადგენლობით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: David_Beckham7
17 აპრილი 2019 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
1-2 მართლა არ უშველის. 1-2 ს ლივერპული და სიტიც დიამატებს და ჩვენ 3-4 გვჭირდება. ნახევარდაცვა ბრუნო ფერნანდეში ძაან წაგვადგებოდა. ან ერიქსენი ამ ორიდან ერთერთი მაინც. დეკლან რაისი მე ძაან მომწონს და სანამ 100 მილიონამდე არ ასულა მაგის ფასიც ჯობია იყიდონ.მარჯვნა მცველი აუცილებლად რო იანგს აღარ ვხედავდეთ მცველი ცენტრში და მატჯვენა ვინგერი. 4 მაინც საჭიროა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 აპრილი 2019 12:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ერთი და ორი ტრანსფერი ვერაფერს შეცვლის, ბევრი რამაა შესაცვლელი. თითქმის ყველა პოზიცია გასაძლიერებელი.
0
№6
ავტორი: shotkin
17 აპრილი 2019 13:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
.,, ერთ ან ორ ფეხბურთელს ამ ზაფხულში აუცილებლად დავიმატებთ." ამას ში გ ხო არ აქვს რა 1 ან 2 :დდდდ ვსოო ჩათვალეტ რო ისევ წყალწაღებული მანჩესტერის ყურება მოგიწევთ სასატავ ეს აპირებს 2 კაცის დამატებას :დდდდდ სასაცილოდაც არ მყოფნის მეგონა ვინმე აზრიანი მოვდა გუნდშითქო და ამან 1-2 კაციო :დდდ ეგ 1-2 კაცი სიედაც დავცაში ჰაერივით გჭირდება და მერე ნახევარდაცვას და შეტევას რას უშვები ??? კაროჩე რა იმენა ვუდვორდის ხელია ტიპს კიდია ბიზნესმენია და მარკეტინგულად უდგება საქმეს ტიტულებიც ახატია და გულშემატკივარიც და სედეგებიც მთავარია ბევრი მაისური გაიყიდოს
0
№7
ავტორი: OzBeTa
17 აპრილი 2019 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
რაოო ერთ ან ორ ფეხბურთელს დავიმატებთო? რა ორი ტო ნახევარი გუნდი შესაცვლეკია კაი რააა ოლეე

მინიმუმ 4 ტრანსფერი გვჭირდება რა 2 ტოო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№8
ავტორი: Vaskaa
17 აპრილი 2019 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
მოკლედ ვიტყვი დე ხეას წასვლა უნდა.
უნდა წავიდეს.
0
№9
17 აპრილი 2019 14:06
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
მარჯვენა მცველი მოსაყვანია, მარცხენა მცველი მოსაყვანია (შოუს რო რამე დაემართოს ისევ იანგის და როხოს საცოდაობებს უნდა ვუყუროთ), ერთი გამოცდილი კაციც მოსაყვანია 10-იანზე (ერიქსენი გაასწორებდა მაგრად), თავდასხმაში ერთი წესიერი ვინგერიც მოსაყვანია (ვინც ფლანგიდან ორგანიზებულად შეუტევს) და უნდა ჩამოყალიბდეს ოლე 9-იანზე უნდა დააყენოს ან ლუკაკუ, ან რეშფორდი და ან მარსიალი. ვერ ჩამოყალიბდნენ ტიპები, წესიერი 9-იანი არ არის გუნდში. მე მივესალმები ლუკაკუს, თუკი ერიქსენი გვეყოლება. მომენტი უნდა და გამოიყენებს, მაგრამ ამ მომენტს თვითონ ვერ შექმნის, შენ უნდა მისცე პასი და შეაგდებს. როცა ამ ტრანსფერებს განვახორციელებთ, ლუკაკუც მოიხოდება ამიტომ 9-იანის ყიდვის საჭიროება არ არის.

მოკლედ 4 ტრანსფერი მინიმუმ გვინდა, მინიმუმ...
0
№10
ავტორი: Malboro463
17 აპრილი 2019 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
მარცხნივ სანჩესი 1 სეზონს ითამაშებს კიდე და მარსიალის გამოყენებაც შეილება ფორვარდათ. პოგბაც თუ დარჩება ნახევარდაცვაში 2 ფეხბურთელის დამატება დაგვჭირდევა და ერღი მარცხენა ვინგერი. მარჯვენა და მარცხენა მცველები და საკმარისი იქნება. ამ სეზონისთვის მარა ამ ყველაფერს ახალი შემტევუ მწვრთვნელი უფრო მოუხდება.
ბლინდის თამაშს თუ უყურებთ აიაქსში რა ფორმაშია მანჩესტერში კიდე ძირითადშიც ვრრ მოხვდებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top