თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2019, 12:10
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2401,
კომენტარები: 12
"ასეთ მატჩებში შეცდომები არ უნდა დაუშვა"
ოლე გუნარი "ბარსელონასთან" მარცხის შემდგომ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხზე ისაუბრა. ნორვეგიელის განცხადებით, "წითლები" ახლა პრემიერ ლიგაზე უნდა კონცენტრირდნენ.

მატჩის შემდგომ მწრთვნელმა გაშვებულ მომენტებსა და თამაშის დასაწყისზე ისაუბრა. ასევე "ბარსელონას" ფეხბურთელების სიძლიერესაც გაუსვა ხაზი. შემდგომ კი შიდა ჩემპიონატზე გადაერთო.

ჩვენი განწყობა სწორი იყო.

"ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ აქამდე მოსასვლელად და ორი სხვადასხვა გუნდი დავინახეთ. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და იდეალური 15 წუთი ჩავატარეთ და ვიფიქრეთ კიდეც, რომ რაღაცის გაკეთებას შევძლებდით, მაგრამ ოთხ წუთში ორი გოლი გაგვიტანეს, რამაც ყველაფერი უფრო და უფრო რთული გახადა. განწყობა ზუსტი და შესაბამისი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ კარგი გუნდისა და კარგი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობდით. ვიცით, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ერთ ღამეში ვერ შეიცვლებოდა და მომდევნო წლების განმავლობაში ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რათა ისეთი გუნდების დონეზე ავიდეთ, როგორზეც "ბარსელონაა".

ჩვენ მომენტების გამოყენება ვერ შევძელით.

"როდესაც უკვე ასეთ დონეზე ხარ მოსული, ასე მარტივად ფეხი არ უნდა დაგიცდეს და შეცდომები არ უნდა დაუშვა. ყველა მომენტი უნდა გამოიყენო. ჩვენ ჩვენი დიდებული დასაწყისი ვერ გამოვიყენეთ. მათ პირველი ორი დარტყმა გოლად აქციეს და შემდგომ უკვე თამაში დასრულებული იყო."

როგორ უნდა შეაჩერო ლიონელ მესი?

"ის განსხვავებული კლაია. ის და რონალდუ ბოლო წლებია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ვფიქრობ, რომ ამას ყველა ეთანხმება. დღეს საღამოს კიდევ ერთხელ დავინახეთ მისი დონე. სწორედ "ბარსელონას" გუნდის დონეზე უნდა ვიყოთ და ამისთვის ვიბძოლოთ. ვიცით, რომ ჯერ იმ დონეზე არ ვართ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ იქამდე მისვლას შევძლებთ."

ალექსისის დაბრუნება.

"მარტის დასაწყისიდან ალექსისი ტრავმირებული იყო და ექვსი კვირის განმავლობაში მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რომ ეს 15 წუთი მოედანზე გაეტარებინა. გოლის გატანასთანაც ახლოს გახლათ. იმედი მაქვს, რომ ის დამატებითი ძალა იქნება ჩვენთვის და ოთხეულში გასვლაში დაგვეხმარება."

დროა, რომ ყველა რესურსი გამოვიყენოთ.

"ჩვენ ერთმანეთისგან მაქსიმუმი უნდა ამოვიღოთ. უმაღლესი დონის გარემო უნდა შევქმნათ უმაღლესი განწყობით. ამ მომენტში ჩვენ მართლა ძალიან, ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ მეოთხედფინალამდე მისვლით და ახლა ჩვენი გამოწვევა ოთხეულია. ჩვენ ყველაფერი თავიდან უნდა შევქმნათ, ჯერ მწრთვნელებით, შემდგომ ფეხბურთელებით. ერთ ან ორ ფეხბურთელს ამ ზაფხულში აუცილებლად დავიმატებთ."

წინ დიდი კვირაა.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მომავალ წელსაც გვსურს, ასე რომ წინ დიდებული კვირა გველის. "ევერტონი", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი"... რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზამთ. ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა, თუ უკეთ დავიწყებდით და ჩვენ გავიტანდით პირველ გოლს, მაგრამ ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ შემდეგ კვირაზე ვკონცენტრირდეთ."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
17 აპრილი 2019 17:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: Malboro463
მარცხნივ სანჩესი 1 სეზონს ითამაშებს კიდე და მარსიალის გამოყენებაც შეილება ფორვარდათ. პოგბაც თუ დარჩება ნახევარდაცვაში 2 ფეხბურთელის დამატება დაგვჭირდევა და ერღი მარცხენა ვინგერი. მარჯვენა და მარცხენა მცველები და საკმარისი იქნება. ამ სეზონისთვის მარა ამ ყველაფერს ახალი შემტევუ მწვრთვნელი უფრო მოუხდება.
ბლინდის თამაშს თუ უყურებთ აიაქსში რა ფორმაშია მანჩესტერში კიდე ძირითადშიც ვრრ მოხვდებოდა

მაგას ვუყურებდი მეაც გუშინ.ორივე თამაში მქონდა მეორე ტაიმი ჩართული და აქ რავა ყველა სირდება გაგიჟდები კაცი
0
№12
ავტორი: stepno
17 აპრილი 2019 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: kantona-7
ნახა ვარდაცვა არის ძაან სუსტი და ბურთს ვერიჭერენ + თავდასხმაც 0000 არის და ლინგარდის ძირითადით მესისთან რომვერიზავ ვერაფერს რათუნდა ამას დიდი ფილოსოფია. არც ოლეა რამეში დამნაშავე და ვფიქრობ მაქსიმუმი გააკეთა ლიგაზე ამშემადგენლობით

100% იანი ხარ ძმაო ანალოგიურად ვფიქრობ. ნახევარდაცვა ჩავთავლოთ რომ ჰა ჰა საშუალო დონის გვყავს მაქსიმუმ! თავდასხმაში ვინმე კრეატიული ტიპი გვჭირდება რა ფაქტიაა ნუ ბამპე, ნეი,სალაჰი,მანე ვინმე ეგეთი. რაც შეეხება დაცვას რაუნდა ვთქვა არ გვყავს სანდო მცველები მარჯვენა მცველლი არ გვყავს მაღალ დონეზე მაქ საუბარი ასევე კაი ლინდელოფი ნორმაა მაგრამ დანარჩენები სმოლინგმა რამდენი ხანი უნდა იწვალოს კიდე?? მცველიც სასწაფოდ მოსაყვანია მარჯვენა და ცენტრი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top