თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2019, 17:59
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2026,
კომენტარები: 22
არბიტრის ვინაობა ცნობილია
"ბარსელონასთან" გასამართი მატჩის მსაჯთა ბრიგადის შემადგენლობა ცნობილია.
არბიტრის ვინაობა ცნობილია
სამშაბათს, "კამპ ნოუ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას უმასპინძლებს, რომელშიც ადგილობრივი "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

მატჩის მთავარი მსაჯი გამოცდილი გერმანელი, ფელიქს ბრიხი იქნება, ხოლო მისი ასისტენტები მარკ ბორში და შტეფან ლუპი იქნებიან. მეოთხე არბიტრად პაველ კრალოვეცი მოგვევლინება, ხოლო ვიდეორეფერის სამუშაოს ბასტიან დანკერტი და მისი ასისტენტი, მარკო ფრიტცი შეასრულებენ.

ბრიხმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედის" შეხვედრაში ერთხელ უკვე იმსაჯა, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე, "წითელი ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" "იანგ ბოიზს" უმასპინძლეს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გერმანელმა 3 შეხვედრა განსაჯა, სადაც ფეხბურთელებს 13 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა. 43 წლის არბიტრმა აღნიშნულ შეხვედრებში 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: england123
14 აპრილი 2019 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
არააა ცუდი მსაჯი ✨
1
№2
ავტორი: gogita1991
14 აპრილი 2019 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ბორში მაგრად იმსაჯებს
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
14 აპრილი 2019 18:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბრიხი გამოცდილი და კარგი მსაჯია და იმედია შესაბამისად ისაჯებს.
0
№4
ავტორი: 100%Red
14 აპრილი 2019 18:20
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მიდი რა ძმურად გვიჯიგრე და 1-2 პენალტი დაგვარტყმევინე კაცურად fellow
1
№5
ავტორი: datasta25
14 აპრილი 2019 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ბლეტჩერსპორტმა ამომიგდო რო ერიკსენს სთავაზობენ კვირაში 320K-ს და იმედია მართალია და ეგ რო გადმოვიდეს ცენტრი მოგვარებულია
0
№6
ავტორი: ikeoni
14 აპრილი 2019 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
[quote=100%Red]მიდი რა ძმურად გვიჯიგრე და 1-2 პენალტი დაგვარტყმევინე კაცურად :fe
წითელი ბარათიც არ აწყენდა ბუსკეცს wink
0
№7
ავტორი: england123
14 აპრილი 2019 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ლივერპული რა დღეშიაა ნახეე რააა არაა გამორიცხული დადონ ეპლიი რაც კატასტროფა იქნება ჩვენთვის
0
№8
ავტორი: 100%Red
14 აპრილი 2019 21:34
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მე რავუყო ახლა სიტიმ იდარდოს)) ნიჩია კანფეტი იქნებოდა
0
№9
ავტორი: datasta25
14 აპრილი 2019 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: england123
ლივერპული რა დღეშიაა ნახეე რააა არაა გამორიცხული დადონ ეპლიი რაც კატასტროფა იქნება ჩვენთვის

ეპლი კიდე არაუშავს, ორივე ჩემპიონატი არ მოიგონ და არ მინდა არაფერი :დდ
0
№10
ავტორი: gogita1991
14 აპრილი 2019 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ერთი კითხვა მაქ ყველასთან რომელი გვირჩევნია ლიგის საგზურის დაკარგვა ანუ ოთხეულს მიღმა დარჩენა თუ ლუზერების ჩემპიონობა? ისე მიდის ყველაფერი ლივერპულს ძაან მარტივი თამაშები აქ და ჩვენ კიდე სიტისთან გვაქ სათამაშო გამოტოვებული თამაში ეს რას მოვესწარი ტო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top