თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2019, 16:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2240,
კომენტარები: 14
"ჩვენ უნდა გვჯეროდეს, სხვა გზა არ გვაქვს"
პოგბას მამოტივირებელი ინტერვიუ ესპანეთში სტუმრობის წინ.
პოლ პოგბა დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნიატედს" კიდევ ერთი საწაულის ჩადენა შეუძლია და ამას "ნოუ კაპმზე" დავინახავთ.

"წითლები" მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ ავტოგოლის ავტორი ლუკ შოუა.

თუმცა "იუნაიტედისთვის" დამთავრებული ჯერ არაფერია და წინ "ნოუ კამპია". პოგბას განცხადებით, გულშემატკივარი კიდევ ერთ ქამბექს იხილავს.

"ჩვენ დავინახეთ გუნდი, რომლის დამარცხებაც შეგვიძლია. თუ ამის არ გვჯერა, მაშინ შეგვიძლია, რომ ესპანეთში აღარ გავემგზავროთ. ჩვენ გვჯერა, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, ისინი "ბარსელონა", მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, ისევე როგორც ისინი და ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ."

"რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ მსოფლიოში, მაგრამ პრობლემები შევუქმენით. ვიცით, რომ მათთვის ტკივილის მიყენება შეგვიძლია."

"პირველმა მატჩმა უკვე ჩაიარა და ახლა მეორე მატჩში ყველაფერი უნდა ჩავდოთ. შანსები, რომლებიც ცოტა იქნება, ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ ჰქონდათ შანსები და შეეძლოთ კიდევაც გატანა, მაგრამ კარში ჩვენ დავიდ დე ხეა გვიდგას, რომელმაც საოცარი სეივი გააკეთა კოუტინიოს წინააღმდეგ."

"თუმცა "ნოუ კამპზე" ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ძალიან ცოტა შანსები ჰქონდეთ და ჩვენ ჩვენს მომენტებში ნამდვილ "მკვლელებად" ვიქცეთ."

"ჩვენ ერთი ბურთით უკან ვართ, მაგრამ გვჯერა, რომ შანსები გვექნება. ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გვწამდეს, უნდა გვჯეროდეს. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია და ყველამ კარგად ვიცით, რომ მათთვის ტკივილის მიყენება შეგვიძლია, ისევე როგორც მათ ჩვენთვის."

"სავარაუდოდ, პარიზი ჩვენს ტვინში იტრიალებს, სავარაუდოდ კი არა აუცილებლად. იმიტომ რომ მათ პსჟ-სთან დავანახეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ისინი ბევრად უფრო კომფორტულად იქნებიან, რადგან საკუთარ მოედანზე ითამაშებენ, მაგრამ ვნახოთ. წინასწარ ნუ ვისაუბრებთ, საბოლოო სასტვენს დაველოდოთ."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
11 აპრილი 2019 16:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ცოტა სასაცილოა ამის მომსენა იმ ფეხბურთელისგან ვისაც გონია რო შემდეგ სეზონში მანჩესტერს არანაირი შანსი არ აქვს პრემიერ ლიგის მოგების.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 აპრილი 2019 16:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: shotkin
ცოტა სასაცილოა ამის მომსენა იმ ფეხბურთელისგან ვისაც გონია რო შემდეგ სეზონში მანჩესტერს არანაირი შანსი არ აქვს პრემიერ ლიგის მოგების.

ეგ ნამდვილად თქვა? რაღაც არამგონია, გავლენიან გამოცემებშI არ შემხვედრია, ან რამე კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზა იქნებოდა.
0
№3
ავტორი: shotkin
11 აპრილი 2019 17:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: shotkin
ცოტა სასაცილოა ამის მომსენა იმ ფეხბურთელისგან ვისაც გონია რო შემდეგ სეზონში მანჩესტერს არანაირი შანსი არ აქვს პრემიერ ლიგის მოგების.

ეგ ნამდვილად თქვა? რაღაც არამგონია, გავლენიან გამოცემებშI არ შემხვედრია, ან რამე კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზა იქნებოდა.

ეუროსპორტის ოფიციალურმა დადო ფეიჯზე ციტატა და არ მგონია სიცრუე იყოს
0
№4
ავტორი: 100%Red
11 აპრილი 2019 17:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ანგარიში აღმოფხვრადია, მარა ბარსა პსჟ არარი, თან სახლში უფრო მაგრად თამაშობენ ვიდრე გასვლაზე.
რავი შეუძლებელი არაფერია თან 1-0 არაა ისეთი ანგარიშე, ერთი სიტყვით აღმოფხვრადია. იმედია უფრო მოემზადებიან და თან იღბალიც ჩვენკენ იქნება)) (ოლეს ვენაცვალე იმედი რო დაგვიბრუნა ისევ, აბა კენჭისყრაზე პსჟ რო შეგვხვდა ყველას ჩაქნეული ქონდა ხელი wink )
0
№5
ავტორი: f.c.mu
11 აპრილი 2019 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 376
პირველ ტაიმიში არაუშავდა მეგონა გამოცოცხლდა მაგრამ მეორე ტაიმში საერთოდ იყო თუ არა სტადიონზე ვერ შეამჩნევდი, ფრედიმ და მაკტომინეიმ აშკარად უკეთ ჩაატარეს თამაში.

ბევრი აქ ჯერ კიდე სამუშაო და მითუმეტეს დასამტკიცებელი
0
№6
ავტორი: Z-A-R-D-O
11 აპრილი 2019 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
გვჯეროდეს და გვჯეროდეს, გვჯერა ამდენი წელია უკვე. რწმენა რომ იყოს ყველაფერი ადვილი იქნებოდა ცხოვრება. ეს ერთი ფრაზა აქვთ ამოჩემებული “მთავარია გვჯეროდეს” და ამით გადიან ფონს. ფონს რომელსაც ამდენი წელია ვითმენთ გულშემატკივრები. რწმენა უმთავრესი რამაა, მაგრამ ამ რწმენასთან ერთად შენც უნდა მოინდომო. რწმენა არაფერია თუ შენც არ გადადგი რაიმე ნაბიჯი წარმატებისკენ. ჰაერზე ლაპარაკით არაფერი გამოვა!
0
№7
11 აპრილი 2019 18:57
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
-------------------------------- დე ხეა --------------------------------

----დალო--------სმოლინგი------ლინდელოფი-----შოუ-------

-----------ერერა----------მაკტომინეი---------პოგბა--------------

--------მარსიალი----------ლუკაკუ---------რეშფორდი---------

არანაირი 5 მცველი, 4-3-3 უნდა ვეთამაშოთ. არანაირი იანგი, დალო მარჯვნივ და ლუკაკუზე თავური ჩაწოდებები უნდა გაკეთდეს. ერერას თამაში საეჭვოა, თუ არ იქნება ფრედი მშვენიერი ბიჭია, თუ იქნა იდეალური იმიტომ რომ მესის აიყვანს და გამოთიშავს თამაშიდან. რომელიმე თავდასხმაში თუ აურევს ლინგარდი, პერეირა ან მატა უცბად უნდა შემოიყვანოს.

მოკლედ მოსაგებად უნდა გავიდეთ და არა ბარსას ბურთის გაგორებას ვუყუროთ, რადგან კონტ-შეტევაზე დავიჭიროთ მერე... დასაკარგი არაფერი არ არის, უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე... მოკლედ 1-2 დაიდოს ))) ან 2-3-ზეც არ მაქვს პრეტენზია იყოს :დდდ
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
11 აპრილი 2019 21:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: ლუკა ბერაია

შოუ ყვითლის გამო არ იქნება
0
№9
ავტორი: datasta25
11 აპრილი 2019 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: ლუკა ბერაია
-------------------------------- დე ხეა --------------------------------

----დალო--------სმოლინგი------ლინდელოფი-----შოუ-------

-----------ერერა----------მაკტომინეი---------პოგბა--------------

--------მარსიალი----------ლუკაკუ---------რეშფორდი---------

შოუ არ იქნება,
დანარჩენი მართლა კაია, ზოგადად ლიგარდი რეშო მარსიალი ჯობია მარა ნუ თუ ჩაწოდებაზე უნდა ვითამაშოთ ესე ჯობია, 4-4-2 ზე გეთანხმები ეხლა უკვე მაგის დრო არარის გოლი გვაქ გასატანი.
თავზე ჩაგდებამ თუარ გაამართლა ეგრევე უნდა შეივალოს ვინმე შეტევაში, რეშმა თუისევ უნდა იაროს ლინგარდი უნდა შემოვიდეს ეგრევე.
მოკლედ ვნაოთ, შეიძლება გამოვიდეს რამე
0
№10
ავტორი: stepno
11 აპრილი 2019 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Z-A-R-D-O
გვჯეროდეს და გვჯეროდეს, გვჯერა ამდენი წელია უკვე. რწმენა რომ იყოს ყველაფერი ადვილი იქნებოდა ცხოვრება. ეს ერთი ფრაზა აქვთ ამოჩემებული “მთავარია გვჯეროდეს” და ამით გადიან ფონს. ფონს რომელსაც ამდენი წელია ვითმენთ გულშემატკივრები. რწმენა უმთავრესი რამაა, მაგრამ ამ რწმენასთან ერთად შენც უნდა მოინდომო. რწმენა არაფერია თუ შენც არ გადადგი რაიმე ნაბიჯი წარმატებისკენ. ჰაერზე ლაპარაკით არაფერი გამოვა!

გეთანხმები ძმაო. მე ერთს დავამატებ უბრალოდ, რომ მანჩესტერს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აკლია და რაც მანჩესტერის დონის კლუბს უნდა ყავდეს ეს არის ნამდვილი ტოპ კლასის მოთამაშე რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. პოგბა არაა ეგ ტიპი არც რეშფორდი არც ლუკაკუ არარიან ეგ ტიპაჟები ზოგადად გუნდში არ გვყავს ეგეთი ტიპაჟი და დიდი წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი რამაა. რონი და მესის არ ვნატრულობ მაგრამ ჩვენ უნდა გვყავდეს მინიმუმ ერთი ტოპ კლას იგროკი მაგალითად ჰაზარდი თუნდაც სალაჰი, მბაპე,ნეიმარი და აი ამდაგვარი ტიპაჟიი მაგრამ სამწუხაროდ არ მოდიან მანჩესტერში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top