თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2019, 16:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2241,
კომენტარები: 14
"ჩვენ უნდა გვჯეროდეს, სხვა გზა არ გვაქვს"
პოგბას მამოტივირებელი ინტერვიუ ესპანეთში სტუმრობის წინ.
პოლ პოგბა დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნიატედს" კიდევ ერთი საწაულის ჩადენა შეუძლია და ამას "ნოუ კაპმზე" დავინახავთ.

"წითლები" მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ ავტოგოლის ავტორი ლუკ შოუა.

თუმცა "იუნაიტედისთვის" დამთავრებული ჯერ არაფერია და წინ "ნოუ კამპია". პოგბას განცხადებით, გულშემატკივარი კიდევ ერთ ქამბექს იხილავს.

"ჩვენ დავინახეთ გუნდი, რომლის დამარცხებაც შეგვიძლია. თუ ამის არ გვჯერა, მაშინ შეგვიძლია, რომ ესპანეთში აღარ გავემგზავროთ. ჩვენ გვჯერა, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, ისინი "ბარსელონა", მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, ისევე როგორც ისინი და ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ."

"რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ მსოფლიოში, მაგრამ პრობლემები შევუქმენით. ვიცით, რომ მათთვის ტკივილის მიყენება შეგვიძლია."

"პირველმა მატჩმა უკვე ჩაიარა და ახლა მეორე მატჩში ყველაფერი უნდა ჩავდოთ. შანსები, რომლებიც ცოტა იქნება, ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ ჰქონდათ შანსები და შეეძლოთ კიდევაც გატანა, მაგრამ კარში ჩვენ დავიდ დე ხეა გვიდგას, რომელმაც საოცარი სეივი გააკეთა კოუტინიოს წინააღმდეგ."

"თუმცა "ნოუ კამპზე" ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ძალიან ცოტა შანსები ჰქონდეთ და ჩვენ ჩვენს მომენტებში ნამდვილ "მკვლელებად" ვიქცეთ."

"ჩვენ ერთი ბურთით უკან ვართ, მაგრამ გვჯერა, რომ შანსები გვექნება. ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გვწამდეს, უნდა გვჯეროდეს. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია და ყველამ კარგად ვიცით, რომ მათთვის ტკივილის მიყენება შეგვიძლია, ისევე როგორც მათ ჩვენთვის."

"სავარაუდოდ, პარიზი ჩვენს ტვინში იტრიალებს, სავარაუდოდ კი არა აუცილებლად. იმიტომ რომ მათ პსჟ-სთან დავანახეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ისინი ბევრად უფრო კომფორტულად იქნებიან, რადგან საკუთარ მოედანზე ითამაშებენ, მაგრამ ვნახოთ. წინასწარ ნუ ვისაუბრებთ, საბოლოო სასტვენს დაველოდოთ."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Z-A-R-D-O
11 აპრილი 2019 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: stepno
ციტატა: Z-A-R-D-O
გვჯეროდეს და გვჯეროდეს, გვჯერა ამდენი წელია უკვე. რწმენა რომ იყოს ყველაფერი ადვილი იქნებოდა ცხოვრება. ეს ერთი ფრაზა აქვთ ამოჩემებული “მთავარია გვჯეროდეს” და ამით გადიან ფონს. ფონს რომელსაც ამდენი წელია ვითმენთ გულშემატკივრები. რწმენა უმთავრესი რამაა, მაგრამ ამ რწმენასთან ერთად შენც უნდა მოინდომო. რწმენა არაფერია თუ შენც არ გადადგი რაიმე ნაბიჯი წარმატებისკენ. ჰაერზე ლაპარაკით არაფერი გამოვა!

გეთანხმები ძმაო. მე ერთს დავამატებ უბრალოდ, რომ მანჩესტერს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აკლია და რაც მანჩესტერის დონის კლუბს უნდა ყავდეს ეს არის ნამდვილი ტოპ კლასის მოთამაშე რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. პოგბა არაა ეგ ტიპი არც რეშფორდი არც ლუკაკუ არარიან ეგ ტიპაჟები ზოგადად გუნდში არ გვყავს ეგეთი ტიპაჟი და დიდი წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი რამაა. რონი და მესის არ ვნატრულობ მაგრამ ჩვენ უნდა გვყავდეს მინიმუმ ერთი ტოპ კლას იგროკი მაგალითად ჰაზარდი თუნდაც სალაჰი, მბაპე,ნეიმარი და აი ამდაგვარი ტიპაჟიი მაგრამ სამწუხაროდ არ მოდიან მანჩესტერში

+1 უბრალოდ აღარ შევეხე მაგა თემას ძმაო. ფერგის წასვლის შემდეგ წარმოიშვა ეგ პრობლემა, და დღემდეა. ბევრი “ამომავალი ვარსკვლავი” ყავდა ამ დროში მანჩესტერს, მემფისიდან დაწყებული დიმარიამდე დამთავრებული. გარკვეულ წილად ყველამ მოიტანა რაღაც შედეგი, მაგრამ როგორც ლიდერი არავინ ყოფილა ამ დროის განმავლობაში. ესეც ალბათ კლუბის არასწორ პოლიტიკას უნდა დავაბრალოთ ჩემო ძამიკო.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
11 აპრილი 2019 23:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
მგონი ერთადერთი სწორი ინტერვიუა რაც პოგბამ მისცა ბოლო 2 წლის განმავლობაში.აი იგივეს თუ საქმით დაამტკიცებ მთლად უკეთესი პოლ.მესმის იმედგაცრუება რაც ბიჭებო გქონდათ ამ თამაშის მერე მაგრამ პოზიტივი გაცილებით მეტი იყო ამ თამაშში ვიდრე წინა 5-6 თამაშში.კერძოდ ის რომ გუნდი თამაშობდა ფეხბურთს ისეთ გუნდთან რომელიც ნებისმიერ გუნდთან ფავორიტად ითვლება.მესის ფაქტორი დიდია,პლიუს ის რომ ამ კალიბრის გუნდთან არცერთს ლამის თამაშის გამოცდილება არ ქონია.თავიდან დაფეთებულები თამაშობდნენ აი პირველივე მაღალი პრესინგისას გამოჩნდა რა უნდა ექნა ბარსას უბრალოდ არ იცოდა.მოგერიებას წინ აზრი არ ქონდა თავზე ყველა ბურთს აგებდნენ შესაბამისად შეცდომებმა იმატა მათი მხრიდან.ეს როგორც კი იგრძნეს ჩვენმა ბედოვლათებმა მაშინვე საკუთარი ძალების ირწმუნეს აშკარა იყო და ფეხბურთის თამაშიც დავიწყეთ.ცალკე თენაა კარში ზუსტი დარტყმები მაგრამ ეს მთლიანად თუ არა 80%რეშის ბრალი იყო იმიტომ რომ ლუკაკუ მიუხედავად იმისა რომ არაფერი გამოუვიდა დიდ სამუშაოს ასრუკებდა და რეალურად სივრცეს ათავისუფლებდა,რომელიც რეშს უნდა გამოეყენებინა მაგრამ რავი...ახლა დააკვირდით მომენტებს რომელიც შეიქმნა ლინგარდი მარსიალის შემოსვლის მერე.შეტევა უფრო მოძრავი გახდა და მოკლე პასებს აზრი მიეცა რადგანაც ყველა მოძრაობდა და კიდეც შეექმნა ნახევარ მომენტი მარსიალს...რაც შეეხება ბოლოს ბურთის დამალვას ეგ სავსებით ლოგიკურია ჯერ ბარსაა და მერე მეორე 93 წუთამდე პრესინგი წარმოუდგენელია.მოკლედ მე მგონია რომ სწორად ვეთამაშეთ და იანგის ნაცვლად დალო და წინ ლინგარდი ან მარსო რომ ყოფილიყო სხვაგვარი იქნებოდა სიტუაცია.მე იმედით ველოდები შემდეგ თამაშს
0
№13
ავტორი: ikeoni
11 აპრილი 2019 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
მიდი პოლ ბოლომდე უნდა ვიბძოლოთ
0
№14
ავტორი: stepno
12 აპრილი 2019 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Z-A-R-D-O
ციტატა: stepno
ციტატა: Z-A-R-D-O
გვჯეროდეს და გვჯეროდეს, გვჯერა ამდენი წელია უკვე. რწმენა რომ იყოს ყველაფერი ადვილი იქნებოდა ცხოვრება. ეს ერთი ფრაზა აქვთ ამოჩემებული “მთავარია გვჯეროდეს” და ამით გადიან ფონს. ფონს რომელსაც ამდენი წელია ვითმენთ გულშემატკივრები. რწმენა უმთავრესი რამაა, მაგრამ ამ რწმენასთან ერთად შენც უნდა მოინდომო. რწმენა არაფერია თუ შენც არ გადადგი რაიმე ნაბიჯი წარმატებისკენ. ჰაერზე ლაპარაკით არაფერი გამოვა!

გეთანხმები ძმაო. მე ერთს დავამატებ უბრალოდ, რომ მანჩესტერს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აკლია და რაც მანჩესტერის დონის კლუბს უნდა ყავდეს ეს არის ნამდვილი ტოპ კლასის მოთამაშე რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. პოგბა არაა ეგ ტიპი არც რეშფორდი არც ლუკაკუ არარიან ეგ ტიპაჟები ზოგადად გუნდში არ გვყავს ეგეთი ტიპაჟი და დიდი წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი რამაა. რონი და მესის არ ვნატრულობ მაგრამ ჩვენ უნდა გვყავდეს მინიმუმ ერთი ტოპ კლას იგროკი მაგალითად ჰაზარდი თუნდაც სალაჰი, მბაპე,ნეიმარი და აი ამდაგვარი ტიპაჟიი მაგრამ სამწუხაროდ არ მოდიან მანჩესტერში

+1 უბრალოდ აღარ შევეხე მაგა თემას ძმაო. ფერგის წასვლის შემდეგ წარმოიშვა ეგ პრობლემა, და დღემდეა. ბევრი “ამომავალი ვარსკვლავი” ყავდა ამ დროში მანჩესტერს, მემფისიდან დაწყებული დიმარიამდე დამთავრებული. გარკვეულ წილად ყველამ მოიტანა რაღაც შედეგი, მაგრამ როგორც ლიდერი არავინ ყოფილა ამ დროის განმავლობაში. ესეც ალბათ კლუბის არასწორ პოლიტიკას უნდა დავაბრალოთ ჩემო ძამიკო.

100% ხარ სამწუხაროდ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top