თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2013, 16:57
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2068,
კომენტარები: 16
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ქპრსთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ქპრსთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

მეტოქე
შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა,რომ "ქპრს" დიდი შანსები აქვს პრემიერ ლიგიდან დაქვეითების გადასარჩენად.მისი აზრით ჰარი რედნაპი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი არის მსოფლიოში და სწორედ მას შეუძლია "ქპრს" გადარჩენა.

"ჩემი აზრით "ქუინს პარკ რეინჯერს" აქვს დიდი შანსები,რომ თავიდან აიცილოს პრემიერ ლიგიდან დაქვეითება.მათ ჰყავთ ძალიან გამოცდილი მწვრთნელი,რომელსაც შეუძლია ამ ბარიერის გადალახვა,მაგრამ ამ თამაშში ჩვენ ვაპირებთ სამი ქულის მოპოვებას - სწორედ ეს არის ჩვენი დავალება.ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ მეტოქეს,სწორედ ამიტომაც მე ვაცხადებ,რომ წინ რთული ბრძოლა გველოდება.სიმართლე გითხრათ ამ თამაშისთვის მოთამაშეების შერჩევა ძალიან მიჭირს,რადგან მე მყავს ბევრი ისეთი მოთამაშე,რომელსაც შეუძლიათ მოედანზე ხიფათი შეუქმნან მეტოქეს.ჩვენ გვესმის,რომ ამ შეხვედრაში იქნება ნამდვილი ბრძოლა,რადგან ჩვენი მეტოქე იბრძვის გადარჩენისათვის,მაგრამ ჩვენ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავდივართ." - სერ ალექსის სიტყების ციტირება manutd.com-თან ინტერვიუდან.

სატურნირო მდგომარეობა
"წითელი ეშმაკების" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ მიმდინარე პრემიერ ლიგაში 12 ქულიანი სხვაობა "მანჩესტერ სიტისთან" ეს არ ნიშნავს იმას,რომ გუნდს უკვე ტიტული მოპოვებული აქვს,სწორედ ამიტომ ის თავის ფეხბურთელებს ყურადღებისაკენ მოუწოდებს.

"შეიძლება მიმდინარე პრემიერ ლიგის დარჩენილ მატჩებში ჩვენ რამოდენიმე ქულა დავკარგოთ - ეს გარდაუვალი ფაქტია,მაგრამ ცხადია,რომ ჩვენ ეხლა ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ.პრემიერ ლიგა ყველაზე ძლიერი ტურნირია მსოფლიოს მაშტაბით,სადაც მოულოდნელობა გასაკვირი არ არის.ჩვენი აზრები მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისაკენ არის მიმართულია.რათქმა უნდა ქულებს "მანჩესტერ სიტიც" დაკარგავს რამოდენიმე შეხვედრაში,სწორედ ამიტომ არის პრემიერ ლიგა ყველა დანარჩენი ჩემპიონატისგან გამარჩეულია,აქ გადაწყვეტილი არაფერია ბოლო წუთამდე.ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის შანსები,რომ მიმდინარე სეზონი ტიტულით დავასრულოთ."

ფილ ჯონსი
როგორც მოგეხსენებათ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ფილ ჯონსმა "რედინგთან" მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო.სერ ალექს ფერგიუსონი იმედს იტოვებს,რომ ის შეძლებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში თამაშს "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ,მაგრამ მისი თამაშის შანსები ძალიან ცოტაა.

"ჩვენი ექიმები ცდილობენ,რომ ფილ ჯონსი მალე დაუბრუნდეს თავის გუნდს.იმედი მაქვს ის შეძლებს "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ თამაშს,მაგრამ ამის შანსები ძალიან მცირეა.ფილმა საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო "რედინგთან" მატჩში და მან მოედანი ყავარჯნებით დატოვა,მაგრამ ჯონსს შესწევს იმის ძალა,რომ გაუმკლავდეს ამ დაზიანებას.რატომღაც ფილი ბრაიან რობსონს მაგონებს.მას არაფრის ეშინია და ყოველთვის ცდილობს გუნდისთვის წარმატების მოსატანათ ბოლომდე დაიხარჯოს.ფილი შესანიშნავი ფეხბურთელია,მაგრამ ტრავმები ნამდვილად უშლის მას ხელს თავისი კარიერის მოწყობაში."

"ფილ ჯონში შესანიშნავი სამუშაო გასწია გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ.ის არის უშიშარი და შეუძლია ყველა ბრძოლაში ჩაერთოს,სწორედ ამიტომაც ის ხშირ შემთხვევაში ტრავმებს იღებს.იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდა ნახევარმცველი გუნდს მალე დაუბრუნდება."

წყარო: Redevils.Ru
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
21 თებერვალი 2013 16:58
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია არ დავკარგავთ ქულებს უაზროდ likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: always ReD
21 თებერვალი 2013 17:07
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
მოვიგოთ უნდა am
0
№3
ავტორი: RVP (20)
21 თებერვალი 2013 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
იმედია ფილი მალე გამოჯანმრთელდება feel
0
№4
ავტორი: Beckham 7
21 თებერვალი 2013 17:26
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ ავტორ!!!

რედნაპი კაი მწვრთვნელია ფერგის თქმის არ იყოს და მგონია გაგვიჭირდება, იმედია ჯონსი იქნება რეალთან, იმედია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№5
ავტორი: Z A C K™
21 თებერვალი 2013 17:33
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
რუნიზე რა ისმის???
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№6
ავტორი: GENIUS
21 თებერვალი 2013 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
რუნი არ იქნებაო ხვალ მართალია?
0
№7
ავტორი: Shako Jones
21 თებერვალი 2013 18:50
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ფილ love
0
№8
ავტორი: razma21
21 თებერვალი 2013 19:36
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ადვილ თამაში არ გველის...
0
№9
ავტორი: love united
21 თებერვალი 2013 19:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რუნიზე რა ისმის მართლა?..
0
№10
ავტორი: VaRdo
21 თებერვალი 2013 20:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ლიგაზე მაქვს მთელ იაქცენტი გადატანილი : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top