თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2013, 16:57
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2068,
კომენტარები: 16
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ქპრსთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ქპრსთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

მეტოქე
შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა,რომ "ქპრს" დიდი შანსები აქვს პრემიერ ლიგიდან დაქვეითების გადასარჩენად.მისი აზრით ჰარი რედნაპი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი არის მსოფლიოში და სწორედ მას შეუძლია "ქპრს" გადარჩენა.

"ჩემი აზრით "ქუინს პარკ რეინჯერს" აქვს დიდი შანსები,რომ თავიდან აიცილოს პრემიერ ლიგიდან დაქვეითება.მათ ჰყავთ ძალიან გამოცდილი მწვრთნელი,რომელსაც შეუძლია ამ ბარიერის გადალახვა,მაგრამ ამ თამაშში ჩვენ ვაპირებთ სამი ქულის მოპოვებას - სწორედ ეს არის ჩვენი დავალება.ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ მეტოქეს,სწორედ ამიტომაც მე ვაცხადებ,რომ წინ რთული ბრძოლა გველოდება.სიმართლე გითხრათ ამ თამაშისთვის მოთამაშეების შერჩევა ძალიან მიჭირს,რადგან მე მყავს ბევრი ისეთი მოთამაშე,რომელსაც შეუძლიათ მოედანზე ხიფათი შეუქმნან მეტოქეს.ჩვენ გვესმის,რომ ამ შეხვედრაში იქნება ნამდვილი ბრძოლა,რადგან ჩვენი მეტოქე იბრძვის გადარჩენისათვის,მაგრამ ჩვენ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავდივართ." - სერ ალექსის სიტყების ციტირება manutd.com-თან ინტერვიუდან.

სატურნირო მდგომარეობა
"წითელი ეშმაკების" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ მიმდინარე პრემიერ ლიგაში 12 ქულიანი სხვაობა "მანჩესტერ სიტისთან" ეს არ ნიშნავს იმას,რომ გუნდს უკვე ტიტული მოპოვებული აქვს,სწორედ ამიტომ ის თავის ფეხბურთელებს ყურადღებისაკენ მოუწოდებს.

"შეიძლება მიმდინარე პრემიერ ლიგის დარჩენილ მატჩებში ჩვენ რამოდენიმე ქულა დავკარგოთ - ეს გარდაუვალი ფაქტია,მაგრამ ცხადია,რომ ჩვენ ეხლა ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ.პრემიერ ლიგა ყველაზე ძლიერი ტურნირია მსოფლიოს მაშტაბით,სადაც მოულოდნელობა გასაკვირი არ არის.ჩვენი აზრები მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისაკენ არის მიმართულია.რათქმა უნდა ქულებს "მანჩესტერ სიტიც" დაკარგავს რამოდენიმე შეხვედრაში,სწორედ ამიტომ არის პრემიერ ლიგა ყველა დანარჩენი ჩემპიონატისგან გამარჩეულია,აქ გადაწყვეტილი არაფერია ბოლო წუთამდე.ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის შანსები,რომ მიმდინარე სეზონი ტიტულით დავასრულოთ."

ფილ ჯონსი
როგორც მოგეხსენებათ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ფილ ჯონსმა "რედინგთან" მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო.სერ ალექს ფერგიუსონი იმედს იტოვებს,რომ ის შეძლებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში თამაშს "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ,მაგრამ მისი თამაშის შანსები ძალიან ცოტაა.

"ჩვენი ექიმები ცდილობენ,რომ ფილ ჯონსი მალე დაუბრუნდეს თავის გუნდს.იმედი მაქვს ის შეძლებს "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ თამაშს,მაგრამ ამის შანსები ძალიან მცირეა.ფილმა საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო "რედინგთან" მატჩში და მან მოედანი ყავარჯნებით დატოვა,მაგრამ ჯონსს შესწევს იმის ძალა,რომ გაუმკლავდეს ამ დაზიანებას.რატომღაც ფილი ბრაიან რობსონს მაგონებს.მას არაფრის ეშინია და ყოველთვის ცდილობს გუნდისთვის წარმატების მოსატანათ ბოლომდე დაიხარჯოს.ფილი შესანიშნავი ფეხბურთელია,მაგრამ ტრავმები ნამდვილად უშლის მას ხელს თავისი კარიერის მოწყობაში."

"ფილ ჯონში შესანიშნავი სამუშაო გასწია გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ.ის არის უშიშარი და შეუძლია ყველა ბრძოლაში ჩაერთოს,სწორედ ამიტომაც ის ხშირ შემთხვევაში ტრავმებს იღებს.იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდა ნახევარმცველი გუნდს მალე დაუბრუნდება."

წყარო: Redevils.Ru
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№11
ავტორი: I L C
21 თებერვალი 2013 20:32
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რუნის რა ჭირს ვერ გავიგე ვარჯიშზე მიიღო ტრამვაო მარა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№12
ავტორი: dachi_mu
21 თებერვალი 2013 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
sad ewera eg?me mgoni asvenebs babu runis.
0
№13
ავტორი: I L C
21 თებერვალი 2013 22:30
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
dachi_mu,

არსად მარა ამბობენ ესე ბევრგან გავიგე მარა მეც ეგრე მგონია რო ასვენებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№14
ავტორი: Amanda Seyfried
21 თებერვალი 2013 22:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ნანის იმედი მაქვს
0
№15
ავტორი: TrueRed
26 თებერვალი 2013 00:40
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
იმედია მოვიგებთ ფერგი
0
№16
ავტორი: Degea1
27 თებერვალი 2013 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top