თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2019, 17:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 11
ნევილის ხუთი სასურველი ტრანსფერი
ფილ ნევილმა თავისი საოცნებო ფეხბურთელები დაასახელა.
ნევილის ხუთი სასურველი ტრანსფერი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, ფილ ნევილმა დაასახელა ხუთი ფეხბურთელი, რომელთა ხილვასაც "ოლდ ტრაფორდზე" ისურვებდა.

"წითელმა ეშმაკებმა" ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, თუ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში, თუმცა ეს კლუბს ხელს არ უშლის სატრანსფერო გეგმების შედგენაში.

მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" აქტიურ კამპანიას წარმართავს სატრანსფერო ბაზარზე და ნევილი გვისახელებს მისთვის სასურველ ფეხბურთელთა კანდიდატურას.

"გარეთ ბეილი - "იუნაიტედისთვის" უკვე მზად პროდუქტია. ოლე ამბობდა, რომ დამშეული ფეხბურთელის შეძენა სურდა. ვფიქრობ, ჯეიდონ სანჩო სწორედ დამშეულია, მაგრამ ბეილს არაერთხელ მოუგია ჩემპიონთა ლიგა და უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა.

არა მგონია, მისი ხელფასი პრობლემა აღმოჩნდეს. თავის მხრივ კი შემტევ ხაზს უდიდეს ოსტატობას შემატებდა.

ჩემი ორი მომდევნო იდეალური შენაძენი მადრიდის "რეალის" მცველი რაფაელ ვარანი და "იუვენტუსის" მარჯვენა ფლანგელი ჟოაუ კანსელი იქნებოდნენ. კანსელუსთან "ვალენსიაში" ყოფნისას ვიმუშავე და "იუვენტუსშიც" არაერთხელ ვნახე მისი თამაში. უმაღლესი კლასის მოთამაშეა.

ასევე დავიმატებდი ერიკ დაიერს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და ფილიპე კოუტინიოს, რომლის შესახებაც ჭორები დადის.

გუნდი ბრიტანელი ფეხბურთელი აუცილებლად უნდა გყავდეს, თუ ტიტულის მოგებას ისახავ მიზნად. ერერა, ფრედი და მაკტომინეი ჩემი გუნდის წევრები კვლავ იქნებოდნენ. მატიჩს კი ამ სეზონში ჩავარდნა აქვს",
- განაცხადა ნევილმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2019 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Verafers ityvi Iseti kamandaaa:))
0
№2
ავტორი: Lalana
26 მარტი 2019 17:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: ikeoni
Verafers ityvi Iseti kamandaaa:))

არაა ცუდი მაგრამ წამყვანმა უკეთესი თერთმეტეული შეადგინა.ჩემი აზრით კი ბეილი ნამდვილად აღარ უნდა იყოს სასურველი მისი ტრავმებიდან გამომდინარე.რაც შეეხება კოუტინიოს,მის ადგილას პოგბა გვყავს და ნამდვილად არაა საჭირო,მითუმტეს ყოფილი ლივერპულელი,აი ვარანი ნამდვილად მაგარი შენაძენი იქნებოდა,როგორც კანსელო.
0
№3
ავტორი: Malboro463
26 მარტი 2019 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დაიერი ზედმეტია. ბეილი ხრუსტალია
2 წლის წინ კაი იქნებოდა მარა ეხლა იკეთესი არჩევანია ბაზარზე.
ვარანე და კანსელო კარგი იქნება მარა ნაკლებად რეალურია
0
№4
ავტორი: bziki
26 მარტი 2019 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კულიბალი,ალდერვეირელდი ან მაგუაერი
ბისაკა
საული
სანჩო

.რაკს თუ გაან.რევენ ყველა რეალურია,400 მილიონის ამბავია ცოტა მეტის
0
№5
ავტორი: kobinio
26 მარტი 2019 20:32
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ბეილის გარდა ყველა სასარგებლო რჩევაა
0
№6
ავტორი: shotkin
26 მარტი 2019 21:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აზზე არ ვარ ვის მოიყვანენ მარა ერტთი ვიცი რო ბეილის ნახვა არ მინდა აქ ვაფშე

აზზე არ ვარ ვის მოიყვანენ მარა ერტთი ვიცი რო ბეილის ნახვა არ მინდა აქ ვაფშე
0
№7
ავტორი: dybbuk
26 მარტი 2019 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
კულიბალი, ვერატი, სანჩო და მოგვარებულია ყველაფერი. მარჯვნივ დალომ უნდა დაიმკვიდროს ადგილი, არაა ცუდი ბიჭი, თან ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. აი რაც შეეხება ბეილს, მეც ბევრი თქვენგანის მსგავსად საერთოდ არ მინდა ჩვენთან გადმოვიდეს.
1
№8
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2019 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: Lalana
ციტატა: ikeoni
Verafers ityvi Iseti kamandaaa:))

არაა ცუდი მაგრამ წამყვანმა უკეთესი თერთმეტეული შეადგინა.ჩემი აზრით კი ბეილი ნამდვილად აღარ უნდა იყოს სასურველი მისი ტრავმებიდან გამომდინარე.რაც შეეხება კოუტინიოს,მის ადგილას პოგბა გვყავს და ნამდვილად არაა საჭირო,მითუმტეს ყოფილი ლივერპულელი,აი ვარანი ნამდვილად მაგარი შენაძენი იქნებოდა,როგორც კანსელო.

Bazari araa
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 23:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბეილი მარადმწვანე ტრანსფერია?! :)
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
27 მარტი 2019 07:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: dybbuk
კულიბალი, ვერატი, სანჩო და მოგვარებულია ყველაფერი. მარჯვნივ დალომ უნდა დაიმკვიდროს ადგილი, არაა ცუდი ბიჭი, თან ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. აი რაც შეეხება ბეილს, მეც ბევრი თქვენგანის მსგავსად საერთოდ არ მინდა ჩვენთან გადმოვიდეს.

100%.ეგ სამი ტრანსფერი საერთოდ სხვა გუნდს შექმნის აი სულ სხვას.მგონია რომ ამ ზაფხულში ცხელი ბაზარი იქნება და უნდა ველოდოთ ახალგაზრდებს და მართლა დამშეულებს და არა ბეილს და მისდაგვარებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top