თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2019, 17:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2126,
კომენტარები: 11
ნევილის ხუთი სასურველი ტრანსფერი
ფილ ნევილმა თავისი საოცნებო ფეხბურთელები დაასახელა.
ნევილის ხუთი სასურველი ტრანსფერი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, ფილ ნევილმა დაასახელა ხუთი ფეხბურთელი, რომელთა ხილვასაც "ოლდ ტრაფორდზე" ისურვებდა.

"წითელმა ეშმაკებმა" ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, თუ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში, თუმცა ეს კლუბს ხელს არ უშლის სატრანსფერო გეგმების შედგენაში.

მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" აქტიურ კამპანიას წარმართავს სატრანსფერო ბაზარზე და ნევილი გვისახელებს მისთვის სასურველ ფეხბურთელთა კანდიდატურას.

"გარეთ ბეილი - "იუნაიტედისთვის" უკვე მზად პროდუქტია. ოლე ამბობდა, რომ დამშეული ფეხბურთელის შეძენა სურდა. ვფიქრობ, ჯეიდონ სანჩო სწორედ დამშეულია, მაგრამ ბეილს არაერთხელ მოუგია ჩემპიონთა ლიგა და უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა.

არა მგონია, მისი ხელფასი პრობლემა აღმოჩნდეს. თავის მხრივ კი შემტევ ხაზს უდიდეს ოსტატობას შემატებდა.

ჩემი ორი მომდევნო იდეალური შენაძენი მადრიდის "რეალის" მცველი რაფაელ ვარანი და "იუვენტუსის" მარჯვენა ფლანგელი ჟოაუ კანსელი იქნებოდნენ. კანსელუსთან "ვალენსიაში" ყოფნისას ვიმუშავე და "იუვენტუსშიც" არაერთხელ ვნახე მისი თამაში. უმაღლესი კლასის მოთამაშეა.

ასევე დავიმატებდი ერიკ დაიერს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და ფილიპე კოუტინიოს, რომლის შესახებაც ჭორები დადის.

გუნდი ბრიტანელი ფეხბურთელი აუცილებლად უნდა გყავდეს, თუ ტიტულის მოგებას ისახავ მიზნად. ერერა, ფრედი და მაკტომინეი ჩემი გუნდის წევრები კვლავ იქნებოდნენ. მატიჩს კი ამ სეზონში ჩავარდნა აქვს",
- განაცხადა ნევილმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დარწმუნებული ვარ ბეილს თუ ნდობას გამოუცხადებ იმედებს არ გაგიცრუებს უმაღლესი კლასიაქ და ძალიან გვჭირდება. იმედია ზიდანი გამოუშვებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top