თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2019, 18:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1619,
კომენტარები: 13
"იუნაიტედმა" კულიბალისთვის თანხა გამოყო
"წითელ ეშმაკებს" ტოპ კლასის ცენტრალური მცველი სურთ.
დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის რიგებში მატება იქნება. "წითლებს" გამოცდილი ცენტრალური მცველის დამატება სურთ.

როგორც ჩანს, კლუბის მენეჯმენტმა აღნიშნული პოზიციის ფეხბურთელს იტალიაში მიაგნო და მისთვის, კოლოსალური სატრანსფერო თანხის გამოყოფასაც არ დაზარდება.

Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც, შეიძლება იმის თქმა, რომ გლეიზერების გუნდი, ნეაპოლურ კლუბს, კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ, 150 მილიონ ევროს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ სენეგალელისთვის მადრიდის "რეალი", გერმანული "ბაიერნი" და რომან აბრამოვიჩის "ჩელსიც" იბრძვის.

მიმდინარე სეზონში, კულიბალიმ იტალიის ჩემპიონატში 26 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
25 მარტი 2019 18:35
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ტრანსფერებია საჭირო ტრანსფერები. კარგი ტრანსფერები, რომელიც შემადგენლობას შესამჩნევად გააძლიერებს. დროა პრემიერ ლიგის თასი დაიდოს. ფული არ გვიჭირს, მენეჯმენტს ხარჯვაც არ ეზარება, საჭიროა მიზნების დასახვა, ოლეს დარჩენა და კარგი სატრანსფერო პოლიტიკის გატარება. მომავალი სეზონი ყველანაირად უნდა შევჭამოთ. გგმუ!!! am am
0
№2
ავტორი: JuanMata
25 მარტი 2019 19:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
150 მილიონის გადახდა არის სისულელე. კარგი ფეხბურთელია ნამდვილად, მაგრამ იტალიიდან გადმოსული ფეხბურთელები ინგლისში, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ერთი თავით დაბლა დგანან.
თან იმხელა თანხაა, რომ ფაქტია სხვა პოზიცია დაზარალდება, ბევრი ფული კი აქვს იუნაიტედს, მაგრამ უსასრულოც არაა ეს ბიუჯეტი.

100 - სანჩო
150 - კულიბალი,

რამდენი უნდა დახარჯონ მილიარდი? იმიტომ რომ ფაქტია, ნახევარმცველი და მარჯვენა მცველიც მოსაყვანია, ფორვარდზე აღარაფერს ვამბობ, ნაკლებად საჩქაროა.
0
№3
ავტორი: dybbuk
25 მარტი 2019 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
კულიბალი არის იმ დონის ფეხბურთელი რომელიც გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს, ესეთი ტრანსფერები გვჭრიდება, ფული გვაქვს და მემგონი უნდა მიხვდნენ რომ მანიუს ამდენი წელი უტიტულოდ დარჩენა ზუსტად იმ არასწორი პოლიტიკისა და ტრასნფერების ბრალია რაც აქამდე განხორციელდა. ისე ამდენის გადახდას ბარტერი+ფულზეც არ იტყოდა ნაპოლი უარს, მაგალითად როხო და დარმიანი ერთად, ან ალექსისი და ფული, მაგრამ ამ უკანასკნელის ხელფასს ჩინელების მეტი ვინ გაქაჩავს და თვითონ კიდე არამგონია ამხელა ანაზღაურებას ესე იოლად შეელიოს
0
№4
ავტორი: levionok
25 მარტი 2019 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
150 მილიონს 29 წლის მცველში არავინ გადაიხდის ეა სრული სიგიჟეა და დიდი ჭორი
0
№5
ავტორი: dybbuk
25 მარტი 2019 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: levionok
150 მილიონს 29 წლის მცველში არავინ გადაიხდის ეა სრული სიგიჟეა და დიდი ჭორი

27 წლისაა
1
№6
ავტორი: David_Beckham7
25 მარტი 2019 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ჭორებია რა. რა 150 სისულელეა სუფთა ყვითელი პრესა
0
№7
ავტორი: PaLoMo
25 მარტი 2019 21:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
არამგონაი ამხელა თნხა გაისროლონ მაქსიომუმ 80-90
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2019 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ნაგრად მინდა ამის მოსვლა
0
№9
ავტორი: Malboro463
25 მარტი 2019 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
*ლე არ ქონდეთ თავში კულიბალი 60 მლნზე მეტი არ ღირს
ყველა ამათ როგორ წველის ბლია დ
0
№10
ავტორი: england123
25 მარტი 2019 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
გადაგვარდა ფეხბურთი იქით 280 მილიონს რეალი იხდის ბამპეში, აქეთ 150 კულიბალიში, იქით დე ლიხტში 100 მილიონს ბარსა ისვრისს კაიი რაა ეს უკვეე შოოუ ბიზნესიააა

მანჩესტერი 150 მილიონს არმგონია კულიბალში არ გადაიხდის მაგრამ დღევანდელ მდგომარეობ8დან არააა გასაკვირი არაფერი

რეალს ფეირ ფლეის წესებთან არ უნდა ქონდეს პრიბლემაა 4 წელიაა დიდი ფული არ გაუსვრიააა მარაა იუნაიტედი ფრთხილად უნდა იყოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top