თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2019, 18:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1622,
კომენტარები: 13
"იუნაიტედმა" კულიბალისთვის თანხა გამოყო
"წითელ ეშმაკებს" ტოპ კლასის ცენტრალური მცველი სურთ.
დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის რიგებში მატება იქნება. "წითლებს" გამოცდილი ცენტრალური მცველის დამატება სურთ.

როგორც ჩანს, კლუბის მენეჯმენტმა აღნიშნული პოზიციის ფეხბურთელს იტალიაში მიაგნო და მისთვის, კოლოსალური სატრანსფერო თანხის გამოყოფასაც არ დაზარდება.

Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც, შეიძლება იმის თქმა, რომ გლეიზერების გუნდი, ნეაპოლურ კლუბს, კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ, 150 მილიონ ევროს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ სენეგალელისთვის მადრიდის "რეალი", გერმანული "ბაიერნი" და რომან აბრამოვიჩის "ჩელსიც" იბრძვის.

მიმდინარე სეზონში, კულიბალიმ იტალიის ჩემპიონატში 26 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 01:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: JuanMata
150 მილიონის გადახდა არის სისულელე. კარგი ფეხბურთელია ნამდვილად, მაგრამ იტალიიდან გადმოსული ფეხბურთელები ინგლისში, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ერთი თავით დაბლა დგანან.
თან იმხელა თანხაა, რომ ფაქტია სხვა პოზიცია დაზარალდება, ბევრი ფული კი აქვს იუნაიტედს, მაგრამ უსასრულოც არაა ეს ბიუჯეტი.

100 - სანჩო
150 - კულიბალი,

რამდენი უნდა დახარჯონ მილიარდი? იმიტომ რომ ფაქტია, ნახევარმცველი და მარჯვენა მცველიც მოსაყვანია, ფორვარდზე აღარაფერს ვამბობ, ნაკლებად საჩქაროა.

გეთანხმები, მეც მაგას ვფიქრობ.
0
№12
ავტორი: dybbuk
26 მარტი 2019 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: The red devi11
ციტატა: dybbuk
ციტატა: levionok
150 მილიონს 29 წლის მცველში არავინ გადაიხდის ეა სრული სიგიჟეა და დიდი ჭორი

27 წლისაა

არც ეგაა პატარა ასაკი

არც დიდია
0
№13
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: dybbuk
ციტატა: The red devi11
ციტატა: dybbuk
ციტატა: levionok
150 მილიონს 29 წლის მცველში არავინ გადაიხდის ეა სრული სიგიჟეა და დიდი ჭორი

27 წლისაა

არც ეგაა პატარა ასაკი

არც დიდია

იმედია გადმოიყვანენ თორე შემდეგ სეზონშიც არანაირი შანსი არ გვექნება ჩემპიონობის დაცვა თუ არ გაძლიერდა. ფასი სულ არ მაინტრესებს მე პირადად 200 გადაუხდიათ :დდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top