თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2019, 23:30
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2277,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" სარეკორდო თანხის გადახდას გეგმავს
"წითელი ეშმაკები" ცენტრალური მცველის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ჩამოდიან.
2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "საუთჰემპტონის" ჰოლანდიელი ლეგიონერი ვირჯილ ვან დეიკი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც ისტორიაში პირველად გადაიხადეს კოლოსალური, 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, ვან დეიკმა კი "ლივერპულის" მაისური მოირგო.

შესაძლოა, 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კი აღნიშნული რეკორდის დამხობის დროდ მოგვევლინოს. რეკორდის მოხსნას, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" გეგმავს, სატრანსფერო სამიზნე კი ბრენდან როჯერსის ინგლისელი უკანახაზელი ჰარი მაგუაიერია, რომელიც "ლესტერის" ღირსებას იცავს.

გასულ წელს, ფეხბურთელის შეძენის მცდელობა ჟოზე მოურინიოსაც ჰქონდა, თუმცა "მელიებმა" შეთავაზებულ 75 მილიონ ფუნტზე უარი განაცხადეს.

ამ მომენტისთვის, ინგლისის ჩემპიონატის ერთგზის გამარჯვებული კლუბი, ინგლისელ უკანახაზელს 90 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს, რომელიც ევროს ეკვივალენტში 105 მილიონს უდრის. სწორედ აღნიშნული თანხის გადახდას გეგმავს გლეიზერების "მანჩესტერ იუნაიტედი" - იუწყება Daily Star Sunday.

აღნიშნული ტრანსფერის შემთხვევაში, ჰარი მაგუაიერი გახდება ისტორიაში პირველი ცენტრალური მცველი რომლის სანაცვლოდაც სტატიაში მითითებულ თანხას გადაიხდიან.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
24 მარტი 2019 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კულიბალის მერე ყველაზე კარგი ვარიანტია ვინებზეც იწერება,მაგრა მოუმატა მაგუერმა
0
№2
ავტორი: Malboro463
25 მარტი 2019 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მძიმე მცველია ამ ტემპში თუ აპირებენ თამაშს კიდე კი მარა თუ მომატება უნდათ არამგონოა ტემპს აუწყოს. ლინდელოფი გვაყვს ამის სტილის
რომანოლი ან დე ლიხტი დაიმატონ
0
№3
ავტორი: PaLoMo
25 მარტი 2019 00:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
არა რაა კულიბალი სხვა არგვინდა ან დე ლიხტი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: kashmara
25 მარტი 2019 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
an kulibali an varani tan iwereba da neta martali iyos ra done mcvelia es ar mevaseba ara manchesteris donis chemi azrit... varane
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
25 მარტი 2019 00:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩააციკლდებიან ერთი და იგივე ფეხბურთელებს და ვერც ყიდულობენ, ასე სერიალები ვისზეცაა ხოლმე ბოლოს ვერავინ ვერ იყიდეს :D
0
№6
ავტორი: stepno
25 მარტი 2019 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კულიბალს ჯობიაა ხალხოო დამიჯერეთ. პირველრიგში იმიტომ რომ დიდი გამოცდილებააქვს უკვე მაგუაერს პრემიერლიგაში თამაშის და ეგ ბერს ნიშნავს ძალიან. იმის დრო არ გვაქ რომ კულიბალის ადაპტირებას ველოდოთ. ზოგადადაც მაგუაერი ძალიან მაგარი ბიჭია გოლების გატანაც იცის და თავზე ერთ-ერთი საუკეთესოაა ურთულესია საჰაერო დუელის მოგება მაგუაერთან. ესე მგონია დაგვხატავს ეგ ბიჭი. ზუსტად რო ეგ გვჭირდება ჩემი აზრით. ყველაზე მაგარი იქნება მაგუაერი და სანჩო თუ დავითრიეთ ძალიან გავძლიერდებით ამ 2 ფეხბურთელით.
3
№7
ავტორი: PaLoMo
25 მარტი 2019 01:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ისე ადრე თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გადიოდა ტოვებდნენ ფეხბურთელები და შედარებით იაფი ღირდა მათი გადმოყვანა კლუბებში,რომლებიც ლიგაზე იყვნენ და ახლა გინდა? გადაიხადე რამდენსაც გეტყვი...მაგარი უაზროდ გაბერა ამ ნეიმარის ტრანსფერმა:-/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: glory28
25 მარტი 2019 01:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
კულიბალი ჯობია ამას 100 თავით !!!!
105 milioni rambavia!!!!1
0
№9
ავტორი: LASHQARA
25 მარტი 2019 04:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ფასი დიდია, მაგრამ კარგი მცველია,Matthijs de Ligt, Milan Skriniar, ორივე ძალიან მაგარია love am
0
№10
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2019 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Mainc kulibali mirchevnia amas
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top