თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2019, 23:30
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2282,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" სარეკორდო თანხის გადახდას გეგმავს
"წითელი ეშმაკები" ცენტრალური მცველის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ჩამოდიან.
2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "საუთჰემპტონის" ჰოლანდიელი ლეგიონერი ვირჯილ ვან დეიკი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც ისტორიაში პირველად გადაიხადეს კოლოსალური, 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, ვან დეიკმა კი "ლივერპულის" მაისური მოირგო.

შესაძლოა, 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კი აღნიშნული რეკორდის დამხობის დროდ მოგვევლინოს. რეკორდის მოხსნას, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" გეგმავს, სატრანსფერო სამიზნე კი ბრენდან როჯერსის ინგლისელი უკანახაზელი ჰარი მაგუაიერია, რომელიც "ლესტერის" ღირსებას იცავს.

გასულ წელს, ფეხბურთელის შეძენის მცდელობა ჟოზე მოურინიოსაც ჰქონდა, თუმცა "მელიებმა" შეთავაზებულ 75 მილიონ ფუნტზე უარი განაცხადეს.

ამ მომენტისთვის, ინგლისის ჩემპიონატის ერთგზის გამარჯვებული კლუბი, ინგლისელ უკანახაზელს 90 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს, რომელიც ევროს ეკვივალენტში 105 მილიონს უდრის. სწორედ აღნიშნული თანხის გადახდას გეგმავს გლეიზერების "მანჩესტერ იუნაიტედი" - იუწყება Daily Star Sunday.

აღნიშნული ტრანსფერის შემთხვევაში, ჰარი მაგუაიერი გახდება ისტორიაში პირველი ცენტრალური მცველი რომლის სანაცვლოდაც სტატიაში მითითებულ თანხას გადაიხდიან.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: f.c.mu
25 მარტი 2019 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 375
ჯერ მარჯვენა მცველი და მარჯვენა ვინგერი გვინდა, მერე უკვე ცენტრი
რაც აუცილებელია ჯერ ვიყიდოთ
0
№12
ავტორი: giorgi_mg
25 მარტი 2019 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმათ კი ჯობია ვინც გვყავს და რამდენს გადაიხდიან სულ არ მედარდება
0
№13
ავტორი: mishiko1
25 მარტი 2019 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
არ ღირს მაგუაერი 75 მილიონი ფუნტი ძალიან გაბერილი ფასია, არა მგონია გამოგვადგეს მძიმე მცველია, ვარანი მაგრად მოუხდება მანიუს თან დაიწერა რეალის დატოვებას აპირებსო, დე ლიხტიც მომწონს კარგი ბიჭია მაგრამ ბარსაში გადასვლა უნდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top